AI - ხელოვნური ინტელექტის კურსი პრაქტიკაში
AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს ფუნდამენტური და პრაქტიკული ცოდნა უახლესი გენერატიული AI მოდელების შესახებ. მონაწილეები სიღრმისეულად შეადარებენ ChatGPT, Claude, Gemini-სა და Grok-ს, დაეუფლებიან პრომპტ ინჟინერიის მოწინავე ტექნიკებს და ისწავლიან სამუშაო ამოცანებისთვის საუკეთესო მოდელების შერჩევას.
კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან მაღალხარისხიანი ვიზუალების გენერაციას Nano Banana 2-ის, GPT Image 2-ისა და Midjourney V8.1-ის გამოყენებით, ასევე ვიდეოების შექმნას Google Flow-ის (Veo 3.1) და Kling-ის დახმარებით. ისინი ასევე გაეცნობიან მუსიკის გენერირებასა და ხმის კლონირებას Suno-სა და ElevenLabs-ის გამოყენებით და პრეზენტაციების აწყობას Gamma-ს დახმარებით. ინოვაციური მეთოდოლოგიების - SCAMPER, TRIZ და Miro Assist - გამოყენებით მონაწილეები შეძლებენ იდეების გენერირებას, ვალიდაციასა და MVP-ის დაგეგმვას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კვლევას, ანალიტიკასა და პროდუქტიულობის ზრდას Perplexity-ის, NotebookLM-ის, Notion AI-ისა და Google Workspace AI-ის დახმარებით. მონაწილეები ააწყობენ მარტივ ავტომატიზაციებს Make.com-ისა და n8n-ის გამოყენებით და შექმნიან ვებაპლიკაციებს No-code პლატფორმა Lovable.dev-ის დახმარებით.
მსმენელები დააკონფიგურირებენ პერსონალურ Custom GPT-ებსა და Claude Projects-ს საკუთარი ცოდნის ბაზის გამოყენებით, გაეცნობიან Model Context Protocol-ის (MCP) შესაძლებლობებს, შეისწავლიან მონაცემთა უსაფრთხოებისა და AI ეთიკის ძირითად პრინციპებს და წარადგენენ დასკვნით Capstone პროექტს.
პროგრამა უზრუნველყოფს AI-ის ეფექტურ ინტეგრირებას სხვადასხვა პროფესიაში, ოპტიმიზებული Workflow-ების შექმნასა და სამუშაო პროცესების პროდუქტიულობის მაქსიმალურ ზრდას.
AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში კურსის მსმენელი შეძლებს:
- გაიაზროს AI-ის ევოლუცია და 2026 წლის უახლესი ტექნოლოგიური ლანდშაფტი;
- შეადაროს დიდი ოთხეულის მოდელები: ChatGPT, Claude, Gemini და Grok;
- გაეცნოს 2026 წლის ავტონომიურ Always-On აგენტებს (ChatGPT Dots, GrokBot, Gemini Spark) და მათ სამუშაო როლებს;
- ამოიცნოს AI-ის შეზღუდვები, ჰალუცინაციები და კონტექსტის ფანჯრის თავისებურებები;
- განავითაროს კრიტიკული აზროვნება და ინფორმაციის ფაქტჩექინგის უნარები;
- გამოიყენოს CLEAR და CREATE ჩარჩოები სტრუქტურირებული მითითებების შესაქმნელად;
- დაეუფლოს Zero-shot, Few-shot და Chain-of-Thought (CoT) მსჯელობის ტექნიკებს;
- მართოს ტექსტის ტონი და სტილი სხვადასხვა ბიზნეს-კომუნიკაციისთვის;
- გამოიყენოს კრეატიული იდეაციის მეთოდები (SCAMPER, TRIZ, Brainstorming);
- ჩაატაროს სიღრმისეული ბაზრისა და ინდუსტრიის კვლევა Perplexity AI-ის Deep Research რეჟიმით;
- გააანალიზოს დიდი მოცულობის დოკუმენტები და შექმნას ცოდნის ბაზა Google NotebookLM-ით (Audio Overviews);
- მართოს პირადი და გუნდური ცოდნის ბაზა Notion AI-ის მეშვეობით;
- გარდაქმნას კვლევის შედეგები მრავალპლატფორმიან SMM კონტენტად (LinkedIn, Instagram, TikTok) და შეადგინოს კონტენტ-კალენდარი;
- შექმნას მაღალი ხარისხის ვიზუალები Midjourney v8.1, GPT Image 2 და Nano Banana 2-ით;
- უზრუნველყოს სტილისა და პერსონაჟის კონსისტენტურობა (SREF და CREF პარამეტრები);
- ააწყოს სრულყოფილი ინტერაქტიული პრეზენტაციები Gamma AI-ით და Canva Visual Suite 2.0-ით;
- ინტეგრირება გაუკეთოს ქართულ ტიპოგრაფიას AI გენერირებულ დიზაინში;
- დააგენერიროს ლიცენზირებული მუსიკა და ჯინგლები Suno v6-ითა და Udio v4-ით;
- გამოიყენოს პროფესიული ხმის გენერაცია და კლონირება ElevenLabs v3-ით (ქართული ენის ოპტიმიზაციით);
- შექმნას კინემატოგრაფიული ვიდეოები Runway Gen-4.5, MiniMax H3, Kling 3.0 და Wan 2.1-ით;
- შექმნას პერსონალური ციფრული ორეული (Digital Twin) HeyGen Avatar V-ით და დაამონტაჟოს Descript / Opus Clip-ით;
- ააწყოს ბიზნეს-პროცესების ავტომატური სცენარები Make.com-ზე Webhook-ებითა და ტრიგერებით;
- დააკავშიროს AI Google Sheets-თან, Telegram-თან, Gmail-თან და CRM სისტემებთან;
- გაეცნოს Model Context Protocol (MCP) სტანდარტს მონაცემებთან უსაფრთხო წვდომისთვის;
- გამართოს ავტონომიური AI Agents რუტინული სამუშაოების შესასრულებლად;
- შექმნას სრულფასოვანი ვებ-აპლიკაციები Lovable 2.0-ით კოდირების გარეშე (Chat Mode, Dev Mode, Cloud);
- დააპროტოტიპოს და ააწყოს Android მობილური აპლიკაციები Google AI Studio-ში Gemini API-ის ინტეგრაციით;
- ჩააშენოს მულტიმოდალური ფუნქციები Android აპში (კამერა/Vision, ხმა, ტექსტი);
- გაეცნოს AI Coding-ის თანამედროვე ხელსაწყოებს: Cursor AI და Google Antigravity 2.0 (მოკლე დემო);
- ააწყოს პერსონალური ასისტენტი Custom GPTs-ითა და Claude Projects-ით საკუთარი ცოდნის ბაზით;
- დაიცვას მონაცემთა კონფიდენციალურობა (PII), გაეცნოს EU AI Act-ის რეგულაციებსა და C2PA სტანდარტს;
- შეადგინოს პირადი AI Playbook სამუშაო პროცესებში AI-ის სისტემური დანერგვისა და ROI-ის გაზომვისთვის.
თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- გიორგი ბასილაია 25 წელზე მეტია ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს და ამ პერიოდში გაიარა გზა მკვლევრიდან უნივერსიტეტის პროფესორამდე და დამწყები ტექნიკოსიდან IT დეპარტამენტის ხელმძღვანელამდე;
- გიორგის გამოცდილება აერთიანებს როგორც აკადემიურ საქმიანობას, ისე პრაქტიკულ მენეჯერულ მუშაობას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. წლების განმავლობაში ის თანამშრომლობდა ისეთ გლობალურ კომპანიებთან, როგორიცაა Google, Microsoft, Amazon, IBM, Dell, HP-Enterprise, VMWare და სხვა;
- მისი საქმიანობის მიმართულებებია:
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რეალურ ამოცანებში და პროფესიულ სფეროებში;
- კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული სისტემების დაცვა;
- No-Code და ავტომატიზაციის ინსტრუმენტები, რომლებიც ამარტივებს ყოველდღიურ სამუშაო პროცესებს;
- განათლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა.
- გიორგი არის:
- თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- 14 სამეცნიერო სტატიის ავტორი საერთაშორისო ჟურნალებში (3388 ციტირებით Google Scholar-ის მიხედვით);
- 10 საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი;
- 18 საერთაშორისო კვლევითი პროექტისა და გრანტის მონაწილე ან ხელმძღვანელი (NATO, USAID, ERASMUS და სხვ.).
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
დაკავშირებული პროფესიები
კურსის შეფასებები
AI - ხელოვნური ინტელექტის კურსი პრაქტიკაში
4.93 • 8 შეფასება