AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში
- ლექტორი გიორგი ბასილაია
- შეხვედრები Hybrid, 1.5 თვე, 11 შეხვედრა - 22 სთ
-
დაწყების თარიღი
27 ოქტომბერი
-
ორშაბათი 20:00 - 22:00 სთ
ხუთშაბათი 20:00 - 22:00 სთ

ღირებულება 1190 ₾
განვადებით თვეში
რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს პრაქტიკული და თანამედროვე ცოდნა გენერატიული ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობების შესახებ და ასწავლოს მათ ყოველდღიური სამუშაო ამოცანების სწრაფად, ეფექტურად და კრეატიულად გადაჭრა ისეთი ინსტრუმენტების დახმარებით, როგორიცაა ChatGPT, Claude, Gemini და სხვა.
მონაწილეები შეძლებენ AI-ის ინტეგრირებას საკუთარ პროფესიაში და შექმნიან პერსონალურ AI სამუშაო ნაკადებს (workflow), რაც გაზრდის პროდუქტიულობას და დაზოგავს დროს.
კურსის მსმენელებს შეუძლიათ:
1. ბაზისური ცოდნა და პირველი ნაბიჯები
- ახსნას რა არის გენერატიული ხელოვნური ინტელექტი და როგორ გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;
- გამოიყენოს ChatGPT-ს ძირითადი ფუნქციები ყოველდღიური ამოცანებისთვის (წერილი, იდეა, ტექსტის ფორმულირება).
2. ეფექტური მოთხოვნების (Prompt-ების) გამოყენება
- ჩამოაყალიბოს ეფექტური პრომპტი, სადაც სწორადაა განსაზღვრული ამოცანა, კონტექსტი და სასურველი ფორმატი;
- განასხვავოს სხვადასხვა სტილის პრომპტები (მაგ. მაგალითზე დაფუძნებული, როლზე დაფუძნებული) და შეაფასოს მათი შედეგები.
3. ტექსტის გენერაცია და რედაქტირება
- შექმნას და შეცვალოს ტექსტი სხვადასხვა ფორმატში (სტატია, პოსტი, ანგარიში);
- ტექსტი მოარგოს სხვადასხვა აუდიტორიას და შეაჯამოს;
- გამოიყენოს AI გრამატიკისა და სტრუქტურის გამართვისთვის.
4. კრეატიული იდეების გენერაცია
- გამოიყენოს AI ბრენშტორმინგისა და ახალი იდეების მოსაზიდა;
- შეადაროს ალტერნატივები და არგუმენტირებული გადაწყვეტილება მიიღოს;
- დაგეგმოს და წარმოადგინოს ახალი პროდუქტის ან პრობლემის კრეატიული გადაწყვეტის იდეა.
5. ინფორმაციის დამუშავება და კვლევა
- ამოიღოს ძირითადი აზრი დოკუმენტიდან ან ტექსტიდან;
- შეადგინოს მოკლე ანგარიში და გააკეთოს შედარებითი ანალიზი;
- შეაფასოს წყაროს სანდოობა და საჭიროების შემთხვევაში გადაამოწმოს ფაქტები.
6. პროფესიული გამოყენება
- მოარგოს AI საკუთარი პროფესიული როლის ამოცანებს (HR, მარკეტინგი, განათლება, ფინანსები და სხვ.);
- შექმნას 1 პერსონალური პროფესიული workflow და განავითაროს მცირე პრომპტების ბიბლიოთეკა ყოველდღიური დავალებებისთვის.
7. ვიზუალური კონტენტი და პრეზენტაციები
- შექმნას სურათი ან პრეზენტაცია AI ინსტრუმენტების დახმარებით (მაგ. Midjourney, Gamma);
- ინტეგრიროს ტექსტი და ვიზუალი ერთიან პრეზენტაციაში;
- საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს დამატებითი ხელსაწყოები (RunwayML, Voice AI).
8. ავტომატიზაცია და No-Code ინსტრუმენტები
- მოაწყოს მარტივი ავტომატიზაცია No-Code პლატფორმით (მაგ. Zapier ან Make);
- დააკავშიროს ორი ან მეტი აპლიკაცია workflow-ში.
9. უსაფრთხოება და ეთიკა
- შეაფასოს AI-ის პასუხის სიზუსტე და შეამციროს დეზინფორმაციის რისკი.
- დაიცვას კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის ძირითადი წესები;
- გაითვალისწინოს ეთიკური საკითხები (ავტორობა, ბაიასები, პლაგიატი).
10. Custom AI Assistant-ები
- გაიგებს რა არის Custom AI Assistant, როგორ განსხვავდება ჩეთბოტისგან და სად შეიძლება მისიგამოყენება;
- შეძლებს აირჩიოს პლატფორმა და თავად შექმნას მარტივი ასისტენტი ძირითადი ფუნქციებით.
11. საკუთარი AI ზე დაფუძნებული პროექტის წარდგენა
- გამოიყენოს არსებული პლატფორმები (მაგ. Custom GPTs ან Claude Projects) მარტივი ასისტენტის შესაქმნელად;
- დაამატოს საბაზისო ცოდნის ბაზა (Knowledge Base) და გატესტოს მისი ფუნქციონირება.
ლექტორის შესახებ:
- გიორგი ბასილაია 25 წელზე მეტია ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს და ამ პერიოდში გაიარა გზა მკვლევრიდან უნივერსიტეტის პროფესორამდე და დამწყები ტექნიკოსიდან IT დეპარტამენტის ხელმძღვანელამდე;
- გიორგის გამოცდილება აერთიანებს როგორც აკადემიურ საქმიანობას, ისე პრაქტიკულ მენეჯერულ მუშაობას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. წლების განმავლობაში ის თანამშრომლობდა ისეთ გლობალურ კომპანიებთან, როგორიცაა Google, Microsoft, Amazon, IBM, Dell, HP-Enterprise, VMWare და სხვა;
- მისი საქმიანობის მიმართულებებია:
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რეალურ ამოცანებში და პროფესიულ სფეროებში;
- კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული სისტემების დაცვა;
- No-Code და ავტომატიზაციის ინსტრუმენტები, რომლებიც ამარტივებს ყოველდღიურ სამუშაო პროცესებს;
- განათლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა.
- გიორგი არის:
- 14 სამეცნიერო სტატიის ავტორი საერთაშორისო ჟურნალებში (3388 ციტირებით Google Scholar-ის მიხედვით);
- 10 საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი;
- 18 საერთაშორისო კვლევითი პროექტისა და გრანტის მონაწილე ან ხელმძღვანელი (NATO, USAID, ERASMUS და სხვ.).
- მისი სწავლების სტილი დაფუძნებულია პრაქტიკაზე - ყოველი თეორიული თემის შემდეგ სტუდენტები მუშაობენ რეალურ ამოცანებზე. ეს მიდგომა კურსს აქცევს არა მხოლოდ ინფორმაციულს, არამედ პრაქტიკულ გზამკვლევად, რომელიც აუდიტორიას ეხმარება AI-ის ინტეგრირებაში საკუთარ სამუშაოსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜