0
მენიუ
banner banner

ფინანსების მენეჯმენტის კურსი

მცირე და საშუალო ბიზნესში

ფინანსების მენეჯმენტის კურსი
ლექტორი
ფორმატი
Online
1.5 თვე • 12 შეხვედრა • 23.5 სთ
თარიღი
27 ოქტომბერი
სამშაბათი 19:30 - 21:30 ხუთშაბათი 19:30-21:30
ღირებულება
990 ₾
მომდევნო ჯგუფი
თარიღი 11 თებერვალი
გრაფიკი
სამშაბათი 19:30 - 21:30 ხუთშაბათი 19:30-21:30
ღირებულება
990 ₾


ფინანსური მენეჯმენტის კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.


კურსის მსმენელებს ეცოდინებათ: 

  • რა არის ფულის დღევანდელი და მომავალი ღირებულება
  • როგორ გამოითვლება მოგება და რა ფაქტორები მოქმედებს მასზე
  • განსხვავება ფინანსების მართვასა და ბუღალტრულ აღრიცხვას შორის
  • განსხვავება ფინანსურ უწყისებს შორის
  • რა არის ფინანსური ანალიზი და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები
  • რა არის და რა მნიშვნელობა აქვს საბრუნავი კაპიტალის მართვას
  • რა არის დებიტორული მოთხოვნები და როგორ ხდება მათი მართვა
  • რა მნიშვნელობა აქვს მოზიდული სახსრების წყაროებს
  • რა არის დისკონტირება და რა ფასი აქვს კაპიტალს
  • როგორ ხდება მომგებიანი ინვესტიციების შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება

კურსის მსმენელებს შეეძლებათ: 

  • ძირითადი ფინანსური უწყისების წაკითხვა და მათი გამოყენება
  • გაყიდვების, შესყიდვების და ფულადი ნაკადების დაგეგმვა
  • სესხებზე და დეპოზიტებზე დარიცხული სარგებლის ანგარიში
  • ფულის მომავალი და ახლანდელი ღირებულების ანგარიში
  • ოპტიმალური ხარჯების სტრუქტურის დადგენა
  • ნულოვანი მოგების წერტილის დადგენა
  • კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფინანსური მაჩვენებლების კონტროლი
  • დაფინანსების საჭიროების დადგენა
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაფინანსების გარჩევა და გადაწყვეტილების მიღება
  • ოპტიმალური აქტივების დადგენა და მათი მართვა
  • საინვესტიციო პროექტების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



დაკავშირებული პროფესიები

ფინანსური ანალიტიკოსი CFO - ფინანსური დირექტორი

★★★★★

კურსის შეფასებები

ფინანსების მენეჯმენტის კურსი

მსგავსი კურსები
MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.
MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების ანალიზში.
ყველა კურსი

სასურველი კურსები