კორპორატიული სტრატეგიის დაგეგმვა და აღსრულება
- ლექტორი არჩილ დადიანი
- შეხვედრები ფიზიკურად, 1.5 თვე, 10 შეხვედრა - 20 სთ
-
სამშაბათი 20:00 - 22:00 სთ
ხუთშაბათი 20:00 - 22:00 სთ

ღირებულება 1490 ₾
განვადებით თვეში
რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი
კორპორატიული სტრატეგიის დაგეგმვისა და აღსრულების კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს სტრატეგიული დაგეგმვის პრინციპებისა და ინსტრუმენტების სტრუქტურირებული გაგება. კურსის მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სხვადასხვა ანალიტიკურ ინსტრუმენტებს (SWOT, PESTEL, Porter’s five forces), რათა ეფექტურად შეაფასონ ორგანიზაციის შიდა და გარე გარემო, განივითარონ სტრატეგიული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარები გრძელვადიანი საქმიანობის წარმატებისთვის. კურსის მსვლელობისას, მონაწილეები გაეცნობიან სტრატეგიის აღსრულების, მისი ეფექტიანობის გაზომვისა და დახვეწის სხვადასხვა ინსტრუმენტებს (KPI, OKR, BSC).
კურსის შედეგები:
- ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ ყოვლისმომცველი გაგება სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობისა და მისი როლის შესახებ ორგანიზაციის წარმატებაში;
- მათ შეეძლებათ გამოიყენონ სტრატეგიული ინსტრუმენტები, როგორიცაა SWOT, PESTEL და Porter's Five Forces ანალიზისთვის, ასევე განსაზღვრონ და ჩამოაყალიბონ მკაფიო ხედვა, მისია და ორგანიზაციის ძირითადი ღირებულებები;
- კურსის მონაწილეები ასევე მიიღებენ შესაძლებლობას ჩაატარონ გარემოს სკანირება და ინდუსტრიის ანალიზი რისკებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის, გამოიყენონ SWOT ანალიზი და რესურსებზე დაფუძნებული პერსპექტივა (RBV-The resource-based view) შიდა შესაძლებლობების შესაფასებლად და დასახონ ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნები;
- მათ შეეძლებათ სტრატეგიული რისკების იდენტიფიცირება და მართვა ISO 9001 სტანდარტზე დაფუძნებული რისკების მართვის პრაქტიკის გამოყენებით, ეფექტურად თარგმნონ სტრატეგია ოპერაციულ აქტივობებად, უზრუნველყონ მათი დელეგირება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებზე და დააკვირდნენ შესრულების პროგრესს;
- კურსი უზრუნველყოფს, რომ მონაწილეებმა მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები სტრატეგიული გეგმების წარმატებით შემუშავებისა და აღსრულებისთვის.
ლექტორის შესახებ:
- არჩილ დადიანს აქვს მდიდარი გამოცდილება სტრატეგიული დაგეგმვის, მისი აღსრულებისა და მენეჯმენტის მიმართულებით. მისი 20-წლიანი კარიერა მოიცავს საზოგადოებრივ, კერძო და სახელმწიფო სექტორებს;
- მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თავდაცვის სისტემის განვითარებაში. მუშაობდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტრატეგიული სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაზე, თანამედროვე აკადემიური პროგრამების შექმნასა და სამხედრო განათლების ეროვნული აკრედიტაციის უზრუნველყოფაზე. მისმა ძალისხმევამ, „ჯენერალ დაინამიქსის“ ექსპერტთა გუნდთან ერთად, გააძლიერა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო პროგრამები და უზრუნველყო მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, მის მიერ შემუშავდა და დაინერგა ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამედროვე ორგანიზაციული სტრუქტურა. 2013 წელს მას მიენიჭა ღირსების ორდენი თავდაცვის სისტემის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის;
- მის მიერ განხორციელებული მრავალი პროექტიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების პროცესის ზედამხედველობა. მისი ხელმძღვანელობით უნივერსიტეტში დაინერგა და შემდგომ წარმატებით მოიპოვა ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი;
- კარიერის განმავლობაში მან გამოავლინა ძლიერი უნარი ორგანიზაციული ცვლილებების მართვის, პროცესების ოპტიმიზაციისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარების კუთხით. არჩილ დადიანის პროფესიული საქმიანობა სხვადასხვა სფეროს მოიცავს, თუმცა მისი ყველა როლის მთავარი საერთო თემაა ინოვაციური ხედვების დანერგვა, ეფექტიანობის გაზრდა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა;
- გარდა ამისა, მას აქვს ფართო გამოცდილება საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო პროექტების განვითარება-განხორციელებაში, თავდაცვის, განათლებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜