მენიუ
banner banner
IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი

ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი

ღირებულება 1600 ₾ 1350 ₾

განვადებით თვეში 42 ₾-დან



რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი


 ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსი სტუდენტებს სთავაზობს სრულყოფილ ცოდნას მენეჯმენტის ყველა ასპექტის შესახებ. კურსი გამდიდრებულია პრაქტიკული დავალებებით, რეალური მაგალითებითა და მასალებით. კურსის მიმდინარეობისას სტუდენტებს ექნებათ ჯგუფებში კოლაბორაციისა და ბრეინშტორმინგის შესაძლებლობა, რათა გაუმკლავდნენ სხვადასხვა გამოწვევებს.

კურსის შედეგები:

კურსის მსმენელები ისწავლიან:

  • მენეჯმენტის საფუძვლებსა და ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს;
  • პრობლემის იდენტიფიცირებასა და გამომწვევი მიზეზების დადგენას;
  • ფასწარმოქმნის მეთოდებს;
  • მოტივაციის საფუძვლებს;
  • ორგანიზაციული ცვლილების საფუძვლებსა და წინააღმდეგობის მართვის ტექნიკებს.

კურსის მსმენელები შეძლებენ:

  • მიზნების სწორად დასახვასა და მათ კონტროლს;
  • ROI, ROA, ROE, IRR, BEP და ა.შ. გამოთვლას;
  • ფინანსური უწყისების გარჩევას;
  • როგორც შიდა, ისე გარე გარემოს ანალიზის გაკეთებას;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესის მართვას;
  • სწორი უკუკავშირის მიცემას;
  • გაყიდვების სწორად დაგეგმვასა და მართვას.

ლექტორის შესახებ:

  • დავით ჭიაბერაშვილი არის სატელეკომუნიკაციო კომპანიის „სქაიტელის“ კომერციული დეპარტამენტის დირექტორი;
  • 2023 წელს იკავებდა საოპერაციო დირექტორის პოზიციას Extra.ge-ში;
  • 2018-2023 წლებში მუშაობდა Microsoft-ში ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა:

           o MW SSP | Country Representative

           o MW Solution Specialist Education

           o BDM (Business Development Manager) Education

  • დავითს აქვს გაყიდვების, ბიზნესის მართვისა და სატელეკომუნიკაციო ბიზნესში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, მათ შორის კავკასუს ონლაინსა და ჯეოსელში;
  • დავითი არის მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

შეფასებები

დავითს კარგი გადმოცემის უნარი აქვს, დეტალურად განიხილავდა ჯგუფთან ერთად ყველა საკითხს. ყურადღებით ეკიდებოდა თვითოეულ ჩვენგან. ძალიან კმაყოფლი ვარ.
კურსი იყო იდეალური დამწყები დაინტერესებული ადამიანებისთვის მსგავს სფეროში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. გამოვყოფდი ლექტორის განსაკუთრებულ პროფესიონალიზმსა და სტუდენტების მიმართ მხარდაჭერას, ასევე სმარტ აკადემიის გუნდიდან ანა მდივნიშვილის მხარდაჭერასა და პროფესიონალიზმს. ძალიან დიდი მადლობა მთელ გუნდს.
ვფიქრობ კურსი იყო სრულყოფილი. მივიღე ყველა ის ცოდნა და უნარი, რომლის შესწავლის მოლოდინი მქონდა კურსის დაწყებამდე. ბატონი დავითი თითოეულ თემას სიღრმისეულად და გასაგები ენით აღწერდა, რაც დიდი პლუსია.
ბატონი დავითი არის მცოდნე და კომპეტენტური ადამიანი თავის საქმეში. აქვს საინტერესო გადმოცემის უნარი, ამიტომ სრულყოფილად გვაცნობდა ჩვენთვის უცხო თემებს და კითხვების შემთხვევაში შესაძლებლობა გვქონდა მიგვეღო ამომწურავი პასუხები. არის ძალიან მეგობრული ლექტორი.
კურსის განმავლობაში მივიღე როგორც თეორიული ცოდნა ,ასევე განვივითარე მენეჯერისთვის დამახასიათებელი პრაქტიკული მიდგომები. დავითი არაჩვეულებრივი ლექტორია, ძალიან კარგად ხსნიდა და განმარტავდა ყველა თემას, ყველა შეკითხვას ყურადღებით უსმენდა და ვრცლად პასუხობდა.
ლექტორი იმდენად საინტერესო, გამოცდილი და პროფესიონალია, სიამოვნებით დავესწრებოდი მის სხვა კურსებსაც.
კურსის შინაარსობრივ მხარეზე გეტყვით, რომ ნამდვილად სწორად და მიზნობრივად არის გაწერილი თემები. საკმაოდ სიღრმისეული და პრაქტიკული იყო. კურსზე პრაქტიკულ ნაწილსაც დიდი დრო ეთმობოდა, რამაც უფრო მეტად მოგვცა შესაძლებლობა, რომ მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოგვეყენებინა.
კურსის გავლის შემდეგ მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ გაყიდვების პროცესის გაუმჯობესებისთვის. ასევე, სამუშაო პროცესის უკეთ დასაგეგმად, რაც შეამცირებს იმ ხარვეზებს, რაც შეიძლება ამ ეტაპზე არსებობდეს მენეჯმენტის ნაწილში. სრულად ➜

მსგავსი კურსები

HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსი

HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსი

HR მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შესძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად.
MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.
MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების ანალიზში.
MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.

ყველა კურსი