გრაფიკული დიზაინის კურსი
Photoshop, Illustrator, InDesign
გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანი
გრაფიკული დიზაინი არის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი სფერო ჩვენს რეალობაში, ამიტომ მოგვეთხოვება, რომ მუდამ ვიყოთ კონკურენტუნარიანები ჩვენი ცოდნით და შესაძლებლობებით.
გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აგების ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის სწორად გამოყენება და ტექსტთან, ფერებთან და ვიზუალურ ელემენტებთან მუშაობის კულტურა.
გრაფიკული დიზაინის კურსის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ გექნებათ გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop და Adobe Illustrator) ტექნიკური ცოდნა და Adobe Indesign-ის პროგრამის ძირითადი პრინციპები. საკუთარი იდეების დამუშავებისა და გაცოცხლებისთვის.
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- Adobe Photoshop-ის, Adobe Illustrator-ისა და Adobe Indesign პროგრამების საფუძვლები
- საბეჭდი და ვებ-მასალის მომზადება
- ბრიფის მიხედვით კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე მუშაობა
- მიღებული საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროექტზე მუშაობა
- მარტივი და ეფექტური გზებით გამართული და პრეზენტაბელური დიზაინის შექმნა
გრაფიკული დიზაინერი
- გიორგი ვართუმაშვილი არის გრაფიკოს დიზაინერი/ილუსტრატორი, რომელიც უკვე 6 წელია ამ სფეროში მუშაობს. ამჟამად დასაქმებულია სარეკლამო სააგენტო „სმარტ ვებ“-ში;
- მისი ნამუშევრები მოიცავს სხვადასხვა სტილის ილუსტრაციებს, მათ შორის NFT-პროექტებს და შეფუთვის დიზაინებს;
- გიორგის გრაფიკული პორტფოლიო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://dribbble.com/Vartumashvili
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
დაკავშირებული პროფესიები
კურსის შეფასებები
გრაფიკული დიზაინის კურსი