გრაფიკული დიზაინის კურსი
Photoshop, Illustrator, InDesign
გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია
დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი
პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების
მისაქცევად.
რას ვისწავლი გრაფიკული დიზაინის კურსზე?
- Adobe Photoshop და Illustrator-ის პროგრამების საფუძვლები;
- გრაფიკული დიზაინის ძირითადი პრინციპები, კომპოზიცია, ფერების თეორია, ტიპოგრაფია;
- ილუსტრაციების და გრაფიკული ნამუშევრის შექმნა;
- ვიზუალურად მიმზიდველი დიზაინის შექმნის პრინციპები სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის, მათ შორის, ბეჭდური და ციფრული მედიისთვის;
- დიზაინის კონცეფციებისა და პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა ვიზუალური კომუნიკაციის გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელად;
- თავდაჯერებულობა და თამამი გადაწყვეტების მოფიქრება შემოქმედებით ექსპერიმენტებში და პერსონალური დიზაინის სტილის განვითარება.
Graphic Desiger, Illustrator @ Terabank
- სალი ძანაშვილი ტერაბანკის გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორია;
- მას აქვს 12+ წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე;
- მუშაობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა: Wendy's & DUNKIN' Georgia, არქი, Alma;
- პორტფოლიო: https://www.behance.net/dzanashvili
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
დაკავშირებული პროფესიები
კურსის შეფასებები
გრაფიკული დიზაინის კურსი