SEO ოპტიმიზაცია და აუდიტის კურსი
SEO ოპტიმიზაციის და აუდიტის კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს
საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციების დაკავება, ვიზიტორების საძიებო საჭიროებების
დაკმაყოფილება და სერვისის ან პროდუქტის წარმატებით გაყიდვა.
სასწავლო კურსის შედეგები
SEO ოპტიმიზაცია და აუდიტის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- ორგანული ტრაფიკის ზრდის მეთოდის პრაქტიკაში გამოყენება;
- შედეგების ანალიზი და ინსაითების მიღება;
- სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენება სამუშაო პროცესში;
- ტექსტების შედგენა გუგლისთვის გასაგებ ენაზე;
- SEO ოპტიმიზაცია, როგორც მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი;
- რას აქვს მნიშვნელობა მოწინავე პოზიციების დაკავებისთვის.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
SEO ოპტიმიზაცია და აუდიტის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს SEO სამყაროში დაიწყოს საქმიანობა ან იმ პროფესიონალებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში სჭირდება შესაბამისი უნარები.
Senior SEO Specialist
- სპარტაკ გაჩეჩილაძეს აქვს 3 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება SEO სფეროში, შესრულებული აქვს 60-ზე მეტი პროექტი: SEO ოპტიმიზაცია, SEO ქოფირაითინგი, SEO პროექტებს მართვა, შიდა პროცესების მართვა და SEO კურსები & ტრენინგები;
- ამჟამად მუშაობს პირველ ქართულ სპეციალიზებულ SEO სააგენტო "ალპაკაში";
- მისი პროექტების არასრული ჩამონათვალი: Nova.ge; Toduaclinic.ge; Georgia.travel; Gabuild.ge; Arttime.ge; Bigapplemoving.com; Kudos.ge, Hcore.ge; Smarter.ge და სხვა;
- ჩატარებული ტრენინგები: ახალი ამბების ვებსაიტები (Newshub.ge, primetime.ge, funtime.ge ...) და სხვ.;
- დამატებით წერს SEO ოპტიმიზირებულ სტატიებს ციფრული მარკეტინგის შესახებ.
CO-CEO - Alpaca SEO Agency
- ბონდო ქავთარაძეს აქვს 3 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება SEO სფეროში, შესრულებული აქვს 60-ზე მეტი პროექტი: SEO ოპტიმიზაცია, SEO პროექტების მართვა და SEO კურსები & ტრენინგები;
- ამჟამად მუშაობს პირველ ქართულ სპეციალიზებულ SEO სააგენტო "ალპაკაში";
- მისი პროექტების არასრული ჩამონათვალი: iFact.ge; Europroduct.ge; Growgrow.ge; Georgia.travel; Ingco.ge; studio9.ge; და სხვა.
- ჩატარებული ტრენინგები: btu.edu.ge, SEO ჯუნიორების ტრენინგი და სხვ.
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67