0
მენიუ
banner banner

ავეჯის კონსტრუირების კურსი

ავეჯის პროექტირება • მასალები და ფურნიტურა • საწარმოო ნახაზები • 3D ვიზუალიზაცია

ავეჯის კონსტრუირების კურსი
ფორმატი
ფიზიკურად+ონლაინ
7 თვე • 27 შეხვედრა • 54 სთ
თარიღი
17 დეკემბერი
ორშაბათი 20:00 - 22:00 სთ ხუთშაბათი 20:00 - 22:00 სთ
ღირებულება
2000 ₾ 1700 ₾

შეფასებები

ავეჯის კონსტრუირების კურსის მიზანი

ავეჯის კონსტრუირების კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ავეჯის პროექტირებისა და კონსტრუირებისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები. კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ავეჯის მასალებს, ფურნიტურას, კონსტრუქციულ გადაწყვეტებს, სივრცის აზომვის მეთოდებსა და Bazis Woodworker-ის გამოყენებით ავეჯის 3D მოდელირებას.

სწავლების პროცესში მონაწილეები გაეცნობიან ავეჯის წარმოების სრულ ციკლს - აზომვიდან და პროექტირებიდან საწარმოო დოკუმენტაციის მომზადებამდე, თვითღირებულების გამოთვლასა და მონტაჟამდე.

კურსის დასრულებისას სტუდენტები შეძლებენ დამოუკიდებლად შეიმუშაონ ავეჯის კონსტრუქციული პროექტები, მოამზადონ საწარმოო ნახაზები, ფურნიტურის სპეციფიკაციები, ჭრის რუკები და ტექნიკური დოკუმენტაცია.

ავეჯის კონსტრუირების კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • ავეჯის კონსტრუირებისთვის საჭირო მასალების, ფურნიტურისა და კონსტრუქციული მექანიზმების შერჩევას;
  • საპროექტო სივრცის აზომვას, მონაცემების დამუშავებასა და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებას;
  • ავეჯის პროექტირებას ერგონომიული და ფუნქციური მოთხოვნების შესაბამისად;
  • Bazis Woodworker-ში სხვადასხვა ტიპის ავეჯის 3D მოდელირებასა და კონსტრუქციულ დამუშავებას;
  • სამზარეულოს, საძინებლის, მისაღებისა და აბაზანის ავეჯის დამოუკიდებლად პროექტირებას;
  • ავეჯის კონსტრუქციაში ფურნიტურის, სპეციალური მექანიზმებისა და ჩასაშენებელი ტექნიკის ინტეგრირებას;
  • საწარმოო ნახაზების, დეტალირების, ფურნიტურის სპეციფიკაციებისა და ჭრის რუკების მომზადებას;
  • Excel-ის გამოყენებით ავეჯის წარმოებისთვის საჭირო მასალებისა და ფურნიტურის თვითღირებულების გამოთვლას;
  • პროექტში ტექნიკური და კონსტრუქციული შეცდომების გამოვლენასა და გამოსწორებას;
  • ავეჯის წარმოებისა და მონტაჟის პროცესების დაგეგმვასა და ტექნიკურ ზედამხედველობას;
  • დამკვეთისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური ალბომისა და ბიუჯეტის მომზადებასა და წარდგენას.

კურსის ტექნიკური წინაპირობები




კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

მსგავსი კურსები
ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.
ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აგების ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის სწორად გამოყენება და ტექსტთან, ფერებთან და ვიზუალურ ელემენტებთან მუშაობის კულტურა.
ყველა კურსი

სასურველი კურსები