0
მენიუ
banner banner

ციფრული ხატვა ბავშვებისთვის • უფასო მასტერკლასი



📌 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, გიწვევთ უფასო მასტერკლასზე: "ციფრული ხატვა ბავშვებისთვის".

გიორგი ვართუმაშვილი მიმოიხილავს თავის კარიერულ გზას: მოგვიყვება როგორ გახდა გრაფიკული დიზაინერი და გაგვიზიარებს საკუთარ პორტფოლიოს

ის ასევე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

📌 რა არის ციფრული ხატვა  და რა სტილები არსებობს

📌 რა არის ილუსტრატორი და რატომ ირჩევენ ილუსტრატორს?

📌 რას მოიცავს ციფრული ხატვის კურსი ბავშვებისთვის

? ხატვის რა დეტალებს შევეხებით კურსზე

📌 რა დაგვჭირდება კურსის ეფექტურად გასავლელად

📌 რა ხელსაწყოებს გავივლით ილუსტრატორში

მასტერკლასის მეორე ნაწილში გიორგი გვაჩვენებს, თუ როგორ კეთდება სკეჩი და როგორ ტრანსფორმირდება სკეჩი ილუსტრატორში შექმნილ ნამუშევრად.

გიორგი ვართუმაშვილი არის გრაფიკოს დიზაინერი/ილუსტრატორი, რომელიც უკვე 6 წელია ამ სფეროში მუშაობს. ამჟამად დასაქმებულია ციფრულ სააგენტო „სმარტ ვებ“-ში;

მისი ნამუშევრები მოიცავს სხვადასხვა სტილის ილუსტრაციებს, მათ შორის NFT-პროექტებს და შეფუთვის დიზაინებს;

გიორგის გრაფიკული პორტფოლიო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://dribbble.com/Vartumashvili


დარეგისტრირდი და შეინახე დასწრების ბმული ?

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



სხვა კურსები

არტ დაირექშენის კურსი - Art Direction

არტ დაირექშენის კურსი - Art Direction

არტ-დაირექშენის კურსის მიზანია სტუდენტებმა დაინახონ მეტი შესაძლებობები დიზაინის პროცესში, აიმაღლონ კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლონ გაუძღვნენ სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესებს, როგორც მარტო, ასევე, გუნდთან მუშაობის დროს.
ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.
DATA ANALYTICS WITH PYTHON

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.
უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსი

უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსი

უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს უძრავი ქონების კომერციული მართვისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნა და უნარები მარკეტინგის, გაყიდვების, CRM-ისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით.
Motion Design - After Effects

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.
BASIC OF PYTHON AND FLASK FRAMEWORK

BASIC OF PYTHON AND FLASK FRAMEWORK

BASIC OF PYTHON AND FLASK FRAMEWORK კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს Python პროგრამირების საფუძვლიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და განუვითაროს Flask ფრეიმვორკის გამოყენებით ვებაპლიკაციების შექმნის უნარები.
IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ბიზნეს ანალიზის პროცესის სრულყოფილი, პრაქტიკული ცოდნა - ბიზნესისა და პრობლემების ანალიზიდან მოთხოვნების მოპოვების, დოკუმენტირების, მოდელირების, მართვისა და შეფასების ჩათვლით.
UX/UI დიზაინის კურსი

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

ყველა კურსი

სასურველი კურსები