0
მენიუ
banner banner

ვინ არის ქოფირაითერი?



 

✨ 6 სექტემბერს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს ღია ლექციაზე ,,ვინ არის ქოფირაითერი?''

ლექციას ჩაატარებს სმარტ აკადემიის ქოფირაითინგის ლექტორი, გიორგი ქუცა რუხაძე, რომელსაც სარეკლამო სფეროში მუშაობის ათ წლიანი გამოცდილება აქვს

ლექციაზე გაიგებ?

⚡️ ვინ არის ქოფირაითერი
⚡️ როგორ დავიწყოთ ფიქრი
⚡️ როგორ გავაღვიძოთ ნაცნობი ემოცია
⚡️ როგორ ავაგოთ დრამატურგია
⚡️ როგორ დავწეროთ სცენარი
⚡️ როგორ გამოვიყენოთ სხვადასხვა მედია
⚡️ როგორ გადმოვცეთ იდეა ლაკონურად
⚡️ როგორ ავსახოთ ინსაითი კომუნიკაციაში
⚡️ როგორ გადმოვცეთ მთავარი იდეა
⚡️ როგორ ავსახოთ კონცეფცია კამპანიაში
⚡️ როგორ შევაფასოთ იდეა

ვინ არის გიორგი ქუცა რუხაძე?

გიორგი ქუცა რუხაძე არის ქოფირაითერი, რომელსაც აქვს სარეკლამო სფეროში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება
ცხრა წლის მანძილზე იყო კრეატიული სააგენტო HOLMES&WATSON-ის უფროსი ქოფირაითერი
ბოლო ხუთი წელია ქოფირაითინგის ლექტორია
ამჟამად არის ფრილანსერი და თანამშრომლობს სხვადასხვა ბრენდთან  

📌 დარეგისტრირდი ლექციაზე და შეინახე დასწრების ბმული 


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



სხვა კურსები

Motion Design - After Effects

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.
ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი

ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი

ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსი სტუდენტებს სთავაზობს სრულყოფილ ცოდნას მენეჯმენტის ყველა ასპექტის შესახებ. კურსი გამდიდრებულია პრაქტიკული დავალებებით, რეალური მაგალითებითა და მასალებით.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა. ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.
IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.
მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ. სწორედ ამიტომ, კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და მაღალკონკურენტუნარიანს გახდის. კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.
FRONT-END DEVELOPMENT & SEO WITH REACT JS

FRONT-END DEVELOPMENT & SEO WITH REACT JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი ვებ გვერდის ასაწყობად. ამ კურსზე შეისწავლი, როგორ შექმნა ინტერაქტიული გვერდები HTML-ის, CSS-ისა და JavaScript-ის გამოყენებით. REACT JS/NATIVE დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს მყარი ფუნდამენტი React JS/Native -ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web და mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.
IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
iOS Development with Swift

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.

ყველა კურსი

სასურველი კურსები