ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი
ინტერიერის დიზაინი • 3D მოდელირება • ექსტერიერის დიზაინი • Post-Production • AI • ანიმაცია
ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანი
ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.
კურსი ასევე მოიცავს თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენებას ვიზუალიზაციის პროცესში, ინტერიერისა და ექსტერიერის ანიმაციის შექმნას, კლიენტთან მუშაობის, ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის საბოლოო პრეზენტაციის პრინციპებს. კურსის დასრულების შედეგად მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან 2 სრულყოფილი ინტერიერის პროექტი და პროფესიული პორტფოლიო, რომელიც მათი შემდგომი კარიერული განვითარებისა და რეალურ პროექტებზე მუშაობისთვის იქნება გამოყენებული.
ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
- ინტერიერის სივრცის ფუნქციურად დაგეგმვას, ზონირებასა და ავეჯის განლაგებას ერგონომიკისა და სივრცის სტანდარტების გათვალისწინებით;
- ინტერიერისთვის ფერების, მოსაპირკეთებელი მასალებისა და განათების სწორად შერჩევასა და ერთმანეთთან კომბინირებას;
- აზომვითი მასალებისა და არსებული ნახაზების საფუძველზე ინტერიერის ტექნიკური ნახაზების შექმნასა და დამუშავებას;
- Archicad-ში ინტერიერის გეგმების, ჭრილების, იატაკის, სანტექნიკისა და ელექტროობის გეგმების მომზადებას და პროექტის საბოლოო მასალის დალაგებას;
- 3ds Max-ში ინტერიერისა და ექსტერიერის სცენების შექმნასა და სხვადასხვა ობიექტის მოდელირებას;
- კამერების, განათებისა და მასალების სწორად გამოყენებას და V-Ray-ის საშუალებით ფოტორეალისტური რენდერების შექმნას;
- რენდერების დამუშავებას V-Ray-სა და Photoshop-ში, ვიზუალური მასალის პროფესიულად მომზადებასა და პროექტის პრეზენტაციას;
- AI ინსტრუმენტების გამოყენებას ტექსტურების, 3D მოდელების, ადამიანების, ვიზუალიზაციებისა და ვიდეოკონტენტის შესაქმნელად;
- ინტერიერისა და ექსტერიერის სცენებისთვის კამერისა და ობიექტების ანიმაციების შექმნას და საბოლოო ვიდეომასალის მომზადებას;
- კლიენტის საჭიროებების გამოვლენას, პროექტის შეთავაზების, ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას;
- ავეჯის კონსტრუქციული დაგეგმვისა და პროექტირების პროცესის აღწერას, მათ შორის BAZIS WOODWORKER-ში პროექტირების ძირითადი ეტაპების განსაზღვრას;
- დასრულებული ინტერიერის პროექტის პროფესიულად წარდგენას და მიღებული ნამუშევრების საფუძველზე პორტფოლიოს შექმნას.
კურსის ტექნიკური წინაპირობები
- შესაბამისი კომპიუტერული უზრუნველყოფა
- პროგრამები: Archicad, 3ds Max, V-Ray, Photoshop
Interior Designer / Furniture Designer, Founder Of Taghi • თაღი
- სოფიო შეწირული არის ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერი, მრავალწლიანი გამოცდილებით კერძო საცხოვრებელი, კომერციული და ინდივიდუალური პროექტების მიმართულებით;
- 2017–2021 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხის მხატვრული დამუშავებისა და ავეჯის დიზაინის მიმართულებით, სადაც მიიღო საფუძვლიანი ცოდნა როგორც დიზაინის, ისე ავეჯის შექმნისა და მასალების დამუშავების მიმართულებით;
- 2020 წლიდან პროფესიულად აქტიურად ჩაერთო დიზაინის სფეროში - გაიარა სტაჟირება გამოცდილ დიზაინერთან და პარალელურად დაიწყო დამოუკიდებელ პროექტებზე მუშაობა;
- მუშაობს კერძო სახლების, ბინებისა და კომერციული სივრცეების ინტერიერის დიზაინზე, პროექტის კონცეფციიდან საბოლოო ვიზუალიზაციამდე;
- ფლობს პროფესიულ პროგრამებს: Archicad, 3ds Max, Corona Renderer, V-Ray და Adobe Photoshop, რაც საშუალებას აძლევს სრულად წარმართოს დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის სამუშაო პროცესი;
- ამჟამად მუშაობს როგორც დამოუკიდებელ პროექტებზე, ასევე ავეჯის კომპანიაში, რაც აერთიანებს ინტერიერის დიზაინის, ავეჯის დიზაინისა და პრაქტიკული წარმოების გამოცდილებას;
- სოფიო არის „Taghi • თაღი“-ის დამფუძნებელი, რომელიც ინტერიერის დიზაინის მიმართულებით პოზიციონირებს.
- პორტფოლიო: https://www.behance.net/sopioshetsiruli
Senior 3D Designer / Team Lead @ Archi • არქი
- დაჩი ხაზალია - არქიტექტურული ვიზუალიზაციის სპეციალისტი და ინტერიერის დიზაინერი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება არქიტექტურული და ინტერიერის პროექტების 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით;
- ამჟამად მუშაობს Archi-ში Senior 3D Graphic Designer (Team Lead) პოზიციაზე, სადაც მონაწილეობს მასშტაბური არქიტექტურული და ინტერიერის პროექტების ვიზუალიზაციაში და 3D დიზაინის პროცესის მართვაში;
- პროფესიული გამოცდილების განმავლობაში მუშაობდა 3D Graphic Designer-ისა და Interior Designer-ის პოზიციებზე Archi-ში, Apart Showroom-სა და Meti Development-ში, რაც აერთიანებს როგორც ინტერიერის დიზაინის, ისე არქიტექტურული ვიზუალიზაციის პრაქტიკულ გამოცდილებას;
- სპეციალიზებულია ფოტორეალისტური სტატიკური და კინემატოგრაფიული ვიზუალიზაციების შექმნაში, განსაკუთრებული აქცენტით სივრცის, მასალების, განათებისა და ატმოსფეროს რეალისტურ გადმოცემაზე. მისი ნამუშევრები მოიცავს როგორც ინტერიერის, ისე არქიტექტურული პროექტების ვიზუალიზაციას;
- პროფესიულ საქმიანობაში იყენებს Archicad-ს, 3ds Max-ს, V-Ray-ს, Adobe Photoshop-სა და Adobe Premiere Pro-ს, ასევე მუშაობს 3D მოდელირებისა და ვიზუალიზაციის სხვადასხვა ინსტრუმენტებთან;
- აქვს ლექტორად მუშაობის 3 წელზე მეტი გამოცდილება;
- აქტიურად იყენებს თანამედროვე AI ტექნოლოგიებს, მათ შორის Kling AI-ს, არქიტექტურულ ანიმაციასა და დინამიკურ ვიზუალურ storytelling-ში, რაც ტრადიციულ 3D ვიზუალიზაციას თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებთან აერთიანებს;
- განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც შეისწავლა ავეჯის დიზაინი და წარმოება და მიიღო მაგისტრის ხარისხი;
- მისი პროფესიული პორტფოლიო მოიცავს არქიტექტურულ ვიზუალიზაციებს, ინტერიერის დიზაინსა და 3D პროექტებს, მათ შორის Archi-სა და Apart Showroom-ის პროექტების გარდა, კერძო პროექტებსაც.
- პორტფოლიო: https://www.behance.net/Dachikhazalia
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67