ინტერიერის დიზაინის მასტერკლასი: დაგეგმარებიდან 3D ვიზუალიზაციამდე
- სპიკერი
- დაწყების თარიღი 7 ოქტომბერი, 19:00 სთ
- Online Google Meet
📌 7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გიწვევთ უფასო მასტერკლასზე "ინტერიერის დიზაინის მასტერკლასი: დაგეგმარებიდან 3D ვიზუალიზაციამდე"
✨ შეხვედრას გაუძღვებიან სმარტ აკადემიის ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის ლექტორები, სოფიო შეწირული და დაჩი ხაზალია.
🚀 მასტერკლასზე გაიგებ, როგორ იქმნება სამზარეულოს პროექტი იდეიდან რეალისტურ 3D ვიზუალამდე
ამ პრაქტიკულ მასტერკლასზე ერთი პროექტის მაგალითზე გაივლი ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს - სამზარეულოს დაგეგმარებიდან მის 3D ვიზუალიზაციამდე.
🔸 Archicad-ის ლექტორი გაჩვენებს, როგორ იგეგმება სამზარეულოს სივრცე, როგორ ნაწილდება ფუნქციური ზონები და როგორ იქმნება პროექტის საფუძველი
🔸 3ds Max-ის ლექტორი, კი გაჩვენებს, როგორ გადადის ეს დაგეგმარება 3D გარემოში და როგორ იქმნება დეტალური, ვიზუალურად რეალისტური სამზარეულოს სცენა.
მასტერკლასის განმავლობაში ნახავ სრულ სამუშაო პროცესს:
დაგეგმარება → მოდელირება → 3D ვიზუალიზაცია - და გაიგებ, როგორ მუშაობს ეს ორი პროგრამა ერთად რეალურ ინტერიერის პროექტზე.
✨ დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული