0
მენიუ
banner banner

სოფიო შეწირული

Interior Designer / Furniture Designer, Founder Of Taghi • თაღი

სოფიო შეწირული
  • სოფიო შეწირული არის ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერი, მრავალწლიანი გამოცდილებით კერძო საცხოვრებელი, კომერციული და ინდივიდუალური პროექტების მიმართულებით;
  • 2017–2021 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხის მხატვრული დამუშავებისა და ავეჯის დიზაინის მიმართულებით, სადაც მიიღო საფუძვლიანი ცოდნა როგორც დიზაინის, ისე ავეჯის შექმნისა და მასალების დამუშავების მიმართულებით;
  • 2020 წლიდან პროფესიულად აქტიურად ჩაერთო დიზაინის სფეროში - გაიარა სტაჟირება გამოცდილ დიზაინერთან და პარალელურად დაიწყო დამოუკიდებელ პროექტებზე მუშაობა;
  • მუშაობს კერძო სახლების, ბინებისა და კომერციული სივრცეების ინტერიერის დიზაინზე, პროექტის კონცეფციიდან საბოლოო ვიზუალიზაციამდე;
  • ფლობს პროფესიულ პროგრამებს: Archicad, 3ds Max, Corona Renderer, V-Ray და Adobe Photoshop, რაც საშუალებას აძლევს სრულად წარმართოს დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის სამუშაო პროცესი;
  • ამჟამად მუშაობს როგორც დამოუკიდებელ პროექტებზე, ასევე ავეჯის კომპანიაში, რაც აერთიანებს ინტერიერის დიზაინის, ავეჯის დიზაინისა და პრაქტიკული წარმოების გამოცდილებას;
  • სოფიო არის „Taghi • თაღი“-ის დამფუძნებელი, რომელიც ინტერიერის დიზაინის მიმართულებით პოზიციონირებს.
  • პორტფოლიო: https://www.behance.net/sopioshetsiruli




სხვა ლექტორები
ყველა ლექტორი

სასურველი კურსები