0
მენიუ
banner banner

კიბერუსაფრთხოების როლი ციფრულ ეპოქაში

📌 30 მაისს, 21:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს ღია ლექციაზე: ,,კიბერუსაფრთხოების როლი ციფრულ ეპოქაში''

⚡ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც კიბერსაფრთხეების დროული გამოვლენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მიზნად ისახავს პირადი ინფორმაციების დაცვას

?️‍♀️ კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსის პოზიცია სულ უფრო და უფრო საჭირო ხდება, მით უმეტეს, თუ ციფრული ეპოქის მასშტაბებს გავიაზრებთ

✊ 30 მაისს შალვა სვანიშვილი სწორედ კიბერუსაფრთხოების მნიშვნელოვან როლზე გვესაუბრება

?‍♂️ ვინ არის შალვა სვანიშვილი?

📌 შალვა სვანიშვილს აქვს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სწავლების, მენტორობისა და მუშაობის დიდი გამოცდილება.

📌 ის არის შემდეგი სასწავლო კურსების ინსტრუქტორი: Cisco IT Essentials, Cisco Introduction to Cybersecurity, Cisco Cybersecurity Essentials, Cisco CCNA Routing & Switching, Cisco CyberOps Associate, Cisco CCNA Security, Certified Ethical Hacking (CEH), NDG Linux Essentials, NDG Linux I & II, MS Server.

📌 ის დღეს კრედო ბანკის საოპერაციო რისკებისა და ბიზნეს უწყვეტობის ოფიცერია

📌 2014 წლიდან 2022 წლამდე VTB ბანკში იკავებდა ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტისა და შემდგომ ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მენეჯერის პოზიციას.

📌 2017 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტში, არის კომპიუტერული უსაფრთხოებისა და ქსელის უსაფრთხოების კურსის ლექტორი

📌 2019 წლიდან დღემდე არის ასისტენტ-პროფესორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, არის ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების კურსის ლექტორი.

📌 შალვა სვანიშვილი არის 7 სახელმძღვანელოსა და ათეულობით სხვა პუბლიკაციის ავტორი. 

📌 დარეგისტრირდი ღია ლექციაზე და შეინახე შეხვედრის ბმული

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია დასრულებულია


სხვა კურსები

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.
Front-end Development with React.JS

Front-end Development with React.JS

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს React JS-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web აპლიკაციების შექმნა და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.
AI აგენტები და პროცესების ავტომატიზაცია

AI აგენტები და პროცესების ავტომატიზაცია

<p><b>AI&nbsp; აგენტებისა და პროცესების ავტომატიზაციის კურსი</b> არის 21-საათიანი პრაქტიკული სასწავლო პროგრამა, რომელიც მონაწილეებს ეხმარება AI ტექნოლოგიების პასიური მომხმარებლებიდან გარდაქმნას AI Automation Architect-ებად.</p><p>სწავლება ეტაპობრივად ვითარდება: პერსონალური ასისტენტებისა და Prompt Engineering-ის საფუძვლებიდან მონაწილეები გადადიან Make.com-ზე, მონაცემთა JSON სტრუქტურებზე, Webhook-ებსა და API ინტეგრაციებზე. ამ საფუძველზე შეისწავლიან ცოდნის ბაზებს (RAG), Model Context Protocol (MCP) ღია სტანდარტსა და n8n-ის ორკესტრაციას, რის შემდეგაც ააწყობენ პირველ აღმასრულებელ ასისტენტებს (Executive Agents) ავტონომიური განრიგით (Windows Task Scheduler - Cron).</p>
გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.
IT პროექტების მართვა

IT პროექტების მართვა

IT პროექტების მართვის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები. აღნიშნული კურსი სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მართონ პროექტები და შეძლონ სირთულეებთან გამკლავება.
PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT

PR, EVENT BRANDING &amp; MANAGEMENT კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს PR-ის, ციფრული და სოციალური მედიის, ბრენდინგის, რეპუტაციის მართვის საფუძვლები ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ჭრილში. ივენთ მენეჯმენტის ლექციებზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ღონისძიებების ბრენდინგისა და მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განივითარონ ღონისძიებების ეფექტური კონცეფციის შემუშავების, დაგეგმვისა და მართვის უნარები, ასევე, ხელი შეუწყონ მათ კრეატიულ და სტრატეგიულ აზროვნებას.
FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.
DATA ANALYTICS WITH PYTHON

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.

ყველა კურსი

სასურველი კურსები