სმატ აკადემია Demo Day-ს პარტნიორია
17 ივნისს, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში, UG StartUp Factory DEMO DAY 2026-ს მასპინძლობს! მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიებს, განათლებას, კარიერულ შესაძლებლობებსა და სტარტაპ ეკოსისტემას.
Smart Academyსა და UG Startup Factoryს საერთო ინიციატივით ყველა ფინალისტს გადაეცემა 100 ლარიანი ვაუჩერი. 3 იღბლიანი მონაწილე კი ჩვენს პერსონალურ ქვიზში მიიღებს 500 ლარიან და 300 ლარიან ვაუჩერებს. ასევე წარმოდგებილი ვიქნებით ჩვენი ფერადი სტენდით.
ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმობა საგანმანათლებლო კონფერენციას, სადაც სფეროს წამყვანი წარმომადგენლები ისაუბრებენ:
- თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებზე;
- ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის გავლენაზე;
- შრომითი ბაზრის ცვლილებებსა და მომავლის პროფესიებზე;
- იმ უნარებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ახალგაზრდებს დღეს წარმატებისთვის სჭირდებათ.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი 12 ფინალისტი სტარტაპ გუნდი ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე საკუთარ იდეებს წარადგენს და საქართველოს უნივერსიტეტის ₾100,000-იანი საინვესტიციო ფონდის დაფინანსებისთვის იბრძოლებს.
დემო დღეზე გამოვლინდება 5 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც ₾10,000-10,000 ლარიან დაფინანსებას მიიღებენ საკუთარი იდეების განვითარებისთვის.
ღონისძიება გააერთიანებს:
- ახალგაზრდა მეწარმეებსა და ინოვატორებს
- სტუდენტებსა და აბიტურიენტებს
- ბიზნესისა და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს
- HR და განათლების სფეროს ექსპერტებს
- ინვესტორებს, მენტორებსა და სტარტაპ ეკოსისტემის წევრებს
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
- მოისმინონ ინდუსტრიის ლიდერების გამოსვლები;
- გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს;
- გაიგონ მეტი მომავლის პროფესიებისა და უნარების შესახებ;
- გაეცნონ ინოვაციურ სტარტაპ იდეებს;
- დაამყარონ პროფესიული კავშირები და ჩაერთონ ნეთვორქინგში.
მოინიშნე თარიღი და შემოგვიერთდი: Holiday Inn Tbilisi, 17 ივნისი, რეგისტრაცია დაიწყება 13:30 საათიდან