0
მენიუ
banner banner

როგორი იყო სმარტ აკადემიის 2025 წელი

როგორი იყო სმარტ აკადემიის 2025 წელი

2025 წელი სმარტ აკადემიისთვის წინსვლის, ზრდისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის პერიოდი იყო. ერთი წლის განმავლობაში იდეები რეალურ შედეგებად ვაქციეთ, მიზნები - მიღწევებად.

მიმდინარე წელს 135 სასწავლო ჯგუფში ვუმასპინძლეთ 2000-მდე სტუდენტს და კარიერულ წინსვლაში დავეხმარეთ. სწავლის დასრულების შემდეგ კი წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოების ცერემონიაზე შევკრიბეთ და სერტიფიკატები გადავეცით.

დაჯილდოება 2025

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სმარტ აკადემია კარიერული განვითარების ჯგუფთან ერთად ტოპ სტუდენტების დასაქმებაზე აქტიურად ზრუნავს და წლის განმავლობაში 50 + სტუდენტი დავასაქმეთ. ისინი, ადგილობრივ თუ გლობალურ დასაქმების ბაზარზე, წამყვან კომპანიებში, სასურველ პოზიციებს წარმატებით იკავებენ.

გარდა ამისა, ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ვეხმარებით გასაუბრებისთვის მომზადებაში. გასულ წელს, ჩავატარეთ 260+ გასაუბრების სიმულაცია და უკუკავშირი დავუბრუნეთ 600+ სტუდენტს CV-სა და LinkedIn-ის პროფილის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით.

ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ახალი პროფესიის მაძიებლებს კურსების მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ, შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ დავამატოთ ახალი მიმართულებები და მოთხოვნადი პროგრამები. წლის განმავლობაში შევქმენით 10+ სასწავლო კურსი 4 ძირითადი მიმართულებით: დიზაინი, მარკეტინგი, მენეჯმენტი და ტექნოლოგიები.

გამოვირჩევით იმითაც, რომ ჩვენთან არა მხოლოდ საბაზისო საფეხურის კურსების გავლაა შესაძლებელი, არამედ პროფესიონალებსაც შეუძლიათ კვალიფიკაციის ამაღლება და დაწინაურება.

პროფესიის გზამკვლევი

სმარტ აკადემიისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოს. სწორედ ამიტომ, თითოეული კურსის დაწყებამდე, დაინტერესებულ ადამიანებს ვთავაზობთ უფასო მასტერკლასებს, სადაც შეუძლიათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია როგორც პროფესიის, ასევე კურსისა და ლექტორის შესახებ.

სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ წლის განმავლობაში ჩავატარეთ 105+ მასტერკლასი, რომელსაც ჯამში 11000+ ადამიანი დაესწრო. 

2025 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მოვერგოთ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და სტუდენტები მოვამზადოთ შესაბამისად.

სმარტ აკადემიის მრავალფეროვანი კურსების შედეგებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წელს ყველაზე მოთხოვნადი კურსები და შესაბამისად, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები იყო:

1. გრაფიკული დიზაინერი

2. ინტერიერის დიზაინერი

3. მონაცემთა ანალიტიკოსი

4. პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერი

5. HR მენეჯერი

პროექტი გადაამზადე

2025 წელს სმარტ აკადემიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო B2B მიმართულებას და წამოიწყო პროექტი „გადაამზადე“, რომლის მიზანია კომპანიებსა და მათ თანამშრომლებში ცნობიერების ამაღლება გადამზადებული თანამშრომლების რეალურ უპირატესობებზე.

პროექტი პასუხობს ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას - როგორ შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა სწრაფად ცვალებად ბაზარზე.

„გადაამზადე“ კომპანიებს აჩვენებს, რომ თანამშრომლების განვითარებაში ინვესტირება არა ხარჯი, არამედ სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც პირდაპირ აისახება პროდუქტიულობაზე, გუნდის მოტივაციაზე და საბოლოოდ - ბიზნესის ზრდაზე.

სმარტ აკადემიის პარტნიორი კომპანიები

კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა მათ მოთხოვნებზე ადაპტირებული სასწავლო პროგრამები - სპეციალიზებული კურსები და მასტერკლასები, რომლებიც ავითარებს ზუსტად იმ უნარებს, რაც რეალურ სამუშაო გარემოშია საჭირო. ეს უზრუნველყოფს ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას და ზრდის როგორც თანამშრომლების, ისე ორგანიზაციების ეფექტიანობას.

პარტნიორობები და ივენთები

წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მსხვილ ინდუსტრიულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა. წლის განმავლობაში 13 მსხვილი ივენთის პარტნიორები ვიყავით, რომელთა შორისაა: TOUCH SAMMIT 2025, HR ბიზნეს სამიტი, Spotlight Tech 2025, Spotlight 2025, DataFest Tbilisi 2025, UG Startup Factory და სხვა. 

ამ ღონისძიებებში მონაწილეობამ მოგვცა შესაძლებლობა გაგვეზიარებინა ცოდნა და გამოცდილება, ასევე დაგვეკავშირებინა აკადემია ბიზნესთან, პროფესიონალებთან და მომავალ ტალანტებთან. ივენთები იქცა სივრცედ, სადაც განათლება, გამოცდილება და პრაქტიკა ერთიანდება, ხოლო აკადემიის ლექტორები  უშუალოდ ერთვებიან პროფესიული დისკუსიებისა და ინსპირაციული სესიების პროცესში.

ღონისძიებების პარტნიორობამ მნიშვნელოვნად გაზარდა აკადემიის ხილვადობა, გააძლიერა ნდობა ბრენდის მიმართ და შექმნა თანამშრომლობის შესაძლებლობები როგორც კომპანიებთან, ისე ინდივიდუალურ პროფესიონალებთან.

Top სტუდენტების პრაქტიკების შედეგები

2025 წელს სმარტ აკადემიისთვის პრიორიტეტი არა მხოლოდ თეორიული ინფორმაციის გაცემა, არამედ სტუდენტებისთვის მიღებული ცოდნის რეალურ სამყაროში გამოყენების შესაძლებლობა იყო. კურსდამთავრებულთა პრაქტიკების ფარგლებში ჩვენს სტუდენტებს უნდა ემუშავათ რეალურ, ხელშესახებ ციფრულ პროდუქტებზე.

შედეგად, სამი ინოვაციური პლატფორმა მივიღეთ. 

როგორ წარიმართა სამუშაო პროცესი?

ეს არ ყოფილა რიგითი სასწავლო დავალება. თითოეულ პრაქტიკულ პროექტში ჩართული იყო აკადემიის 15-ზე მეტი ტოპ სტუდენტი. გუნდები დაკომპლექტდა იმ პრინციპით, როგორც ეს დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში ხდება:

პლატფორმების ტექნიკური (Back-end) მხარდაჭერა სმარტ აკადემიამ უზრუნველყო.

საბოლოოდ  პრაქტიკის მონაწილეებმა გაიარეს გზა იდეიდან პროდუქტის ჩაბარებამდე. მათ არა მხოლოდ საკუთარი მიმართულებით დააგროვეს გამოცდილება, არამედ გუნდური მუშაობის უნარიც განივითარეს. დღეს მათ პორტფოლიოს რეალური პროექტები ამშვენებს. 

პროექტების შესახებ მოკლედ:

1. სტარტაპ კატალოგი -  ყველა ქართული სტარტაპი ერთ სივრცეში

ეს არის პლატფორმა, რომელიც საქართველოში მოქმედ სტარტაპებს ერთ სივრცეში აერთიანებს. პროექტის მიზანი იყო შეგვექმნა მარტივი გზა ადგილობრივი ინოვაციური იდეებისა და წარმატების ისტორიების გასაცნობად.

სტუდენტებმა შექმნეს ჰაბი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს - იქნება ეს ინვესტორი, პარტნიორი თუ მომხმარებელი, შეუძლია ინფორმაციის მარტივად მოძიება.

2. პროფესიების გზამკვლევი - აღმოაჩინე შენი მომავალი პროფესია!

კარიერული გზის არჩევა ხშირად რთულია და ბევრ კითხვას აჩენს. ამიტომ, გუნდმა შექმნა ციფრული გზამკვლევი, რომელიც მომხმარებელს საკუთარი მიზნებისა და ინტერესების იდენტიფიცირებას უმარტივებს. 

პლატფორმა ადამიანებს ეხმარება აღმოაჩინონ მათთვის შესაფერისი პროფესია და მოემზადონ თანამედროვე დასაქმების ბაზრისთვის

3. საკითხავი - აქციე სიტყვა გამოცდილებად!

ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც აინტერესებს წერა, ქოფირაითინგი, ან უბრალოდ ინსპირაციას და საინტერესო სიახლეებს ეძებს. პროექტის იდეაა, შეიქმნას პლატფორმა, სადაც დამწყები თუ გამოცდილი ავტორები შეძლებენ თავიანთი სტატიების (საკითხავის) განთავსებას.

საკითხავი გზაშია…ამჟამად ვებ პლატფორმის დასრულების პროცესი აქტიურ ფაზაშია და აუდიტორია სულ მალე იხილავს სრულყოფილ ვებგვერდს, სადაც შესაძლებელი იქნება სტატიის დაწერა, გამოქვეყნება, შთაგონების მიღება და საკუთარი პორტფოლიოს ფორმირება.

სმარტ აკადემიის ელჩები

პროექტის “სმარტ აკადემიის ელჩი რეგიონში” ფარგლებში რეგიონის ელჩების აქტიური მონაწილეობით ჩატარდა “ახალგაზრდების საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევა”, რომელმაც გამოავლინა პროფესიული განათლების მხარდაჭერის საჭიროება და ციფრული პროფესიების მიმართ ინტერესი. 

ელჩებმა ჩაატარეს გაცნობითი ტრენინგები ქუთაისში, ზუგდიდში, დუშეთსა და ყვარელში, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა პროექტის რეგიონული დაფარვა და ხელმისაწვდომობა, ხოლო მონაწილეთა ცნობიერება პროფესიული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ მნიშვნელოვნად ამაღლდა.


ჩაიფიქრე სწავლა


2025 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სოციალური ინიციატივით დავასრულეთ და სამ ადამიანს სწავლა სრულად დავუფინანსეთ.

დაფინანსების კამპანიამ საშუალება მოგვცა, მხარი დაგვეჭირა მოტივირებული ადამიანებისთვის, რომლებსაც ცოდნის მიღებისა და კარიერული ზრდის დიდი სურვილი აქვთ.

ამასთან, წლის განმავლობაში აქტიურად ვიყავით ჩართული როგორც ჯიტას დაფინანსების პროგრამაში, ასევე საქართველოს ბანკის სტიპენდიის კონკურსში, პროექტების ფარგლებში 100-მდე სტუდენტს სრულად დაუფინანსდა სწავლა სმარტ აკადემიაში.

2025 წელი აკადემიისთვის იყო ზრდის, პარტნიორობის გაძლიერებისა და რეალური შედეგების წელი. კომპანიებთან თანამშრომლობა, მსხვილ ივენთებში მონაწილეობა და სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივები ერთიანად ქმნის ეკოსისტემას, სადაც განათლება პასუხობს როგორც დასაქმების ბაზრის, ისე სტუდენტების საჭიროებებს.

ჩვენი მთავარი მიზანი მომავალშიც უცვლელი რჩება - შევქმნათ ხელმისაწვდომი, პრაქტიკაზე ორიენტირებული და ხარისხიანი განათლება, რომელიც აძლიერებს პროფესიონალებს, ბიზნესს და მთლიანად ინდუსტრიას. ახალი წელი კიდევ უფრო მეტ თანამშრომლობას, ინოვაციურ პროგრამებსა და შესაძლებლობებს გვპირდება, ხოლო აკადემია მზად არის, ამ პროცესის აქტიური ნაწილი იყოს.

2026 წელს კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ პროექტსა და საინტერესო გამოცდილებას გპირდებით!

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები