კრეატიული პროექტების მართვა - მარიამ დემეტრაშვილი კურსის შესახებ
როგორ გაიგე კრეატიული პროექტების მართვის კურსის შესახებ?
კრეატიული პროექტების მართვის კურსი Facebook-ის სქროლვისას აღმოვაჩინე. ამ დროისთვის აქტიურად ვეძებდი კურსს, რომელიც ჩემს ინტერესებს მოერგებოდა.გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა და რატომ გადაწყვიტე კრეატიული პროექტების მართვის შესწავლა?
დავამთავრე სტრატეგიული კომუნიკაციების ფაკულტეტი და მალევე გადავწყვიტე, რომ ცოდნა და გამოცდილება გამეღრმავებინა კრეატიული პროექტების მართვის კურსით, სილაბუსს გავეცანი დეტალურად და მივხვდი, რომ ეს ის იყო, რაც მინდოდა. ამიტომ ბევრი აღარ მიფიქრია და კურსზე დავრეგისტრირდი.რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?
კურსის განმავლობაში დავაგროვე თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. ყველა ლექცია თანაბრად საინტერესო და რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული იყო, თუმცა გამოვარჩევდი ლექციას ბიუჯეტთან და ბრიფთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ამ ლექციებზე მიღებული ცოდნა მომავალში კიდევ ბევრჯერ დამეხმარება.
რა იყო შენთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა კურსზე?
კურსზე ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო ის ადამიანები და გარემო, რამაც მიმახვედრა, რომ იდეების გაცვლა ერთმანეთში კიდევ უფრო აღვიძებდა თითოეულ ჩვენგანში კრეატივს და ახალ იდეებს.
მოგვიყევი ფინალურ პროექტზე.
რაც შეეხება ფინალურ პროექტს, ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ჩემი პროექტი ეხებოდა Spotify-ის back to school კამპანიას, რომელზე მუშაობის დროსაც მივხვდი, რომ ყველასათვის უკვე ნაცნობი ბრენდები შეგვიძლია სულ სხვა სახით დავანახოთ აუდიტორიას და თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე ბრენდის გარშემო ახალი ემოციების, ახალი ისტორიისა და კრეატიული მიდგომის შექმნა. მუშაობის პროცესი სასიამოვნო იყო და ყველაფერი ის, რაც კურსის განმავლობაში ვისწავლე, დამეხმარა საკუთარი იდეები სისრულეში მომეყვანა.
რა გამოცდილება მიიღე ამ დროის მანძილზე და როგორ გამოიყენებ დაგროვებულ ცოდნას მომავალში?
კურსის განმავლობაში მივიღე პრაქტიკული გამოცდილება - ვისწავლე, როგორ უნდა დავაბალანსო კრეატივი და სტრუქტურა პროექტის მართვის პროცესში. ყველაზე მნიშვნელოვანი იმის გააზრება იყო, რომ სწორად ორგანიზებული სამუშაო პროცესი ზრდის კრეატიულ თავისუფლებას და აძლიერებს იდეებს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვფიქრობ ძალიან გამომადგება მომავალში ეს ცოდნა სხვადასხვა პროექტებზე მუშაობის დროს.
გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ.
ლექტორებთან ურთიერთობა კურსის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დადებითი და დასამახსოვრებელი გამოცდილება იყო. გარდა იმისა, რომ გვიზიარებდნენ თავიანთ რეალურ გამოცდილებას, ამასთან ერთად, ამომწურავად პასუხობდნენ ჩვენს კითხვებს, არასალექციო დროსაც კი. ქმნიდნენ მეგობრულ გარემოს და გვაძლევდნენ მოტივაციას მაქსიმალურად წარმოგვეჩინა საკუთარი უნარები და შესაძლებლობები.
გაგვიზიარე შენი შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ.
სმარტ აკადემიაში ძალიან კომფორტული გარემოა, სტაფის წევრები ყველანაირ კომფორტს გვიქმნიდნენ, რომ ლექციების დროს მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვყოფილიყავით. სხვა კურსის გავლას როცა გადავწყვეტ, უკვე ვიცი, თუ სად უნდა მივიდე.