მენიუ
banner banner

მოიპოვე სწავლის დაფინანსება - GITA x Smart Academy

მოიპოვე სწავლის დაფინანსება - GITA x Smart Academy

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) განაგრძობს „5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის“ განხორციელებას და აცხადებს მიღებას მესამე ნაკადზე.


ახალი ეტაპის ფარგლებში პროგრამით დამატებით ისარგებლებს 1000 დაინტერესებული პირი, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ თანამედროვე ციფრულ უნარებს და დაიწყონ კარიერა ტექნოლოგიების სფეროში. პროგრამა წარმოადგენს Do IT in Georgia ინიციატივის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს IT სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული ტრენინგების ჩატარებასა და მათთვის კარიერული წინსვლის ხელშეწყობას. 

სმარტ აკადემიისა და Do it in Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებლობა გექნება აირჩიო სასურველი კურსი, მიიღო სახელმწიფო დაფინანსება და დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს. 

რეგისტრაცია ღიაა და გაგრძელდება 22 მაისის ჩათვლით.

გაეცანი გასული წლის კურსდამთავრებულების შეფასებებს:

UX/UI დიზაინის კურსდამთავრებულები

"ადმინისტრაციული და ტექნიკური საკითხები დაცული იყო. დავალებები, ვიდეო ჩანაწერები და მასალები იტვირთებოდა დროულად. გაცდენების შესახებ ვიყავით ინფორმირებულები. სილაბუსი სრულიად საკმარისი იყო ამ სფეროში საბაზისო ცოდნის მისაღებად. ლექტორი კვალიფიციური იყო. ყოველთვის მზად იყო კითხვებზე საპასუხოდ და გაუგებარი საკითხების თავიდან ასახსნელად. ძალიან გამგები იყო და ადეკვატურად შეაფასა შუალედურები/ფინალური" - საბა აბესაძე
"ძალიან საინტერესოდ და ამომწურავად მოგვაწოდა ლექტორმა ინფორმაცია რაც სილაბუსში იყო და იმაზე მეტი ვისწავლე ვიდრე მეგონა" - მარიამ ახალაური
"ბექა კერესელიძე მეგობარმა მირჩია, რომელიც მისი სტუდენტი იყო და უკვე წლებია წარმატებით მუშაობს UI/UX სფეროში. როცა გადავწყვიტე ეს გზა გამევლო, ზუსტად ვიცოდი, ვისთან მინდოდა ეს ნაბიჯი გადამედგა. ბექა ნამდვილად საუკეთესო ლექტორია" - ნათია პაპიძე

გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულები

"სრული გულრფელობით ვწერ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ გარემოთი, თანამშრომლებით, ლექტორით, ლექციებით და მართლა ყველაფრით. ყველასთან ვამბობ ამას და ყველას ვურჩევ თქვენს კურსებს. ხალხო, გიორგი არის სული და გული. ასეთი მონდომებული და ასეთი დაუზარელი ლექტორი ისეთი იშვიათია, არ შეიძლება არ აღინიშნოს" - მერი ბაჩიაშვილი
"არანაირი ცოდნა არ მქონდა ამ სფეროში, მაგრამ ბავშვობიდან მინდოდა ეს პროფესია, დავიწყე ნულიდან და მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ, საუკეთესო ლექტორი მყავდა გიორგი, რომელმაც მართლა მთელი ენერგია და დრიც ჩადო და ბოლომდე მეხმარებოდა ყვეკაფერში რომ გამომსვლოდა. წარმატებები და შევხვდებით ისევ. საუკეთესოა გიორგი როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. მთელი ენერგია და პროფესიონალიზმი ჩადო ჩვენს კურსში" - სალომე ფოცხვერაშვილი
"კურსი სრულყოფილადაა გამართული იმისთვის,რომ გაააგრძელო საქმიანობა გრაფიკოს დიზაინერის პოზიციაზე. საუკეთესო ლექტორია, ვისთანაც შეხება მქონია, პროფესიონალი, მეგობრული და ყურადღებიანი" - ნინი სარქისაშვილი

IT პროექტების მართვის კურსდამთავრებულები

"ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა კურსი მადლობა, ნინო ძალიან დიდი მადლობა. თითოეული ლექცია იყო უზომოდ საინტერესო, გადმოცემის უნარი და ახსნა და მაგალითები იყო ძალიან საინტერესო. ძალიან კმაყოფილი ვარ რჩევებით და ზოგადად კურსით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ" - ციცი აბჟანდაძე
"თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ და არ იცით დარეგისტრირდეთ თუ არა IT პროექტის მართვის კურსზე, მერწმუნეთ ნინო ძამაშვილის ლექციებზე მიღებული ცოდნა გამოგადგებათ ყველგან" - თამარი ჯიქია

ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსდამთავრებულები

"არ მაქვს სიტყვების საკმარისი მარაგი რომ ვთქვა რას ვფიქრობ. სასწაული გოგოა, სუპერ პროფესიონალი, გადმოცემის და ახსნის სუპერ უნარით. აღმოჩენაა" - ნათია პაპუნაშვილი
"კურსის განმავლობაში ვისწავლე და გავეცანი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ვთვლი, რომ ამ სფეროში დასაქმებისთვის და საკუთარი თავის განვითარებაში ძალიან დამეხმარება, რაშიც დიდი წვლილი ჩვენს არაჩვეულებრივ ლექტორს, თაკოს მიუძღვის. სამომავლოდ, როცა ისევ დავაპირებ რაიმე კურსის აღებას, პირველ რიგში სმარტ აკადემია გამახსენდება" - სოფიკო გელაშვილი

Python With Flask

"კურსის ტექნიკური მხარე ძალიან მომეწონა. ლექციებს ჰქონდა თემატური გაგრძელებები. ყველა თემაზე ლექციის ბოლოს გვქონდა პრაქტიკული დავალებები და საშინაო დავალებებშიც ყველაფერი იყო მოქცეული. ასევე ძალიან მომეწონა შინაარსობრივი მხარე. იყო რაღაცები, რაც მართლა ვერ წარმომედგინა რომ ოდესმე ვისწავლიდი, მაგრამ ლექტორის დახმარებით ყველაფერი შევძელი"
"მასალა იყო საინტერესოდ მოწოდებული და ადვილად აღსაქმელი. ლექტორის მიერ შედგენილი მრავლობითი პრაქტიკული სამუშაოები ხელს უწყობდა განვლილი მასალის ეფექტურად ათვისებას და დეტალებში გარკვევას"
"მაიკო ძალიან კარგი ლექტორია, დიდი ენთუზიაზმით ხსნიდა თემებს და ამომწურავად პასუხობდა კითხვებს მაგ შორის დამატებითი საკითხებზე"

მოასწარი რეგისტრაცია



სხვა სტატიები

ყველა სტატია