მენიუ
banner banner

გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი სამცხე-ჯავახეთში - ნინი აზირაშვილი

გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი სამცხე-ჯავახეთში - ნინი აზირაშვილი

რეგიონებში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ზრუნვა სმარტ აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.“

ბლოგში გაგაცნობთ ნინი აზირაშვილს, სმარტ აკადემიის ელჩს სამცხე-ჯავახეთში, რომელიც სულ მალე საკუთარი რეგიონის განვითარების მთავარი ინიციატორი გახდება.

რას ნიშნავს შენთვის იყო შენი რეგიონის ელჩი?

ვიყო ჩემი რეგიონის ელჩი ნიშნავს, რომ ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემი რეგიონის საზოგადოების წინაშე. ეს არ არის მხოლოდ სახელი - ეს არის რეალური ჩართულობა, პრობლემების დანახვა და მცდელობა, რომ ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობა მივცეთ. ელჩობა ჩემთვის ნიშნავს ინიციატივების წარდგენას, საზოგადოების მხარდაჭერასა და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას რეგიონში.

რა არის შენი, როგორც ელჩის, მთავარი მიზანი?   

ჩემთვის მთავარია, რომ მეტმა ადამიანმა დაინახოს საკუთარი შესაძლებლობები და ისწავლოს, როგორ გამოიყენოს ისინი სწორად. ვეცდები, რეგიონის მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რაც მათ საშუალებას მისცემს იპოვონ საკუთარი თავი თანამედროვე პროფესიებში. ჩემი მიზანია მათთან ერთად ჩამოვაყალიბო იმედი, რომ ცვლილებები რეალურია.

შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს პროექტი რეგიონის საზოგადოებას? 

პროექტი აუმაღლებს ცნობიერებას საზოგადოებას, გააძლიერებს ახალგაზრდებს და წაახალისებს მათ აქტიურობას. როდესაც ახალგაზრდებს ეძლევათ სივრცე განვითარებისთვის, ეს გავლენას ახდენს მთელ საზოგადოებაზე - ჩნდება ახალი იდეები, ადგილობრივი პრობლემები ხდება განხილვის საგანი და ფორმირდება ინიციატივები, რომლებიც სწორედ ამ პრობლემების გადაჭრაზეა ორიენტირებული.

რატომ გგონია, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებისთვის? 

რეგიონებში ხშირად ნაკლებად იციან იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც არსებობს. ეს პროექტი მათ აძლევს ცოდნას, მოტივაციასა და პრაქტიკულ გზებს განვითარებისთვის. მისი მნიშვნელობა იმაშია, რომ ის არ იფარგლება მხოლოდ შეხვედრებით ან ტრენინგებით - ის ცვლის დამოკიდებულებებს. ახალგაზრდები რწმუნდებიან თავიანთ ძალაში, ხედავენ როლს საზოგადოებაში და თავად ხდებიან ცვლილების წყარო. სწორედ ამიტომ არის ასეთი ინიციატივა რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი - ის ააქტიურებს საზოგადოებას და აძლიერებს ადგილობრივ ხმას.


წაიკითხე: რატომ შევქმენით პროექტი “გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.”

წაიკითხე: რამდენად მოთხოვნადია პროფესიული განათლება რეგიონებში.

წაიკითხე: სმარტ აკადემიის ელჩების ვინაობა ცნობილია - პროექტი ახალ ეტაპზე გადადის.


სხვა სტატიები

ყველა სტატია