მენიუ
banner banner

გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი იმერეთში - ანა კვეკვესქირი

გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი იმერეთში - ანა კვეკვესქირი

რეგიონებში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ზრუნვა სმარტ აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.“

ბლოგში გაგაცნობთ ანა კვეკვესქირს, სმარტ აკადემიის ელჩს იმერეთში, რომელიც სულ მალე საკუთარი რეგიონის განვითარების მთავარი ინიციატორი გახდება.

რას ნიშნავს შენთვის იყო შენი რეგიონის ელჩი?

ვიყო ელჩი ჩემს რეგიონში ნიშნავს შესაძლებლობას, გავზარდო ახალგაზრდებისთვის წვდომა განათლებასა და თვითგანვითარებაზე. მჯერა, რომ ჩემი აქტიურობით შევძლებ პოზიტიური ცვლილებების გამოწვევას.

რა არის შენი, როგორც ელჩის, მთავარი მიზანი? 

ჩემი, როგორც ელჩის, მთავარი მიზანი ადგილობრივ საზოგადოებაში საგანმანათლებლო ინიციატივების მიმართ მოტივაციისა და ინტერესის გაღვივებაა. დიდი სურვილი მაქვს, იმერეთის მოსახლეობისთვის დამაკავშირებელი რგოლი ვიყო, რათა რეგიონში ბევრად მეტი შესაძლებლობა გახდეს ხელმისაწვდომი.

შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს პროექტი რეგიონის მოსახლეობას? 

პროექტი რეგიონის საზოგადოებას ახალი ცოდნისა და უნარების შეძენაში დაეხმარება, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. პროექტი წაახალისებს უფრო აქტიური, ინფორმირებული თაობის ჩამოყალიბებას, რაც საბოლოოდ პოზიტიურად აისახება მთლიანად რეგიონის განვითარებაზე.

რატომ გგონია, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებისთვის? 

ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებისთვის, რადგან იგი საზოგადოებას სთავაზობს იმ რესურსებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დედაქალაქშია ხელმისაწვდომი. პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების თვითრეალიზაციას ადგილობრივ დონეზე, ამავდროულად მისცემს მათ რეალურ შანსს, გახდნენ თავიანთ რეგიონში განვითარებისა და ცვლილებების ინიციატორები.


წაიკითხე: რატომ შევქმენით პროექტი “გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.”

წაიკითხე: რამდენად მოთხოვნადია პროფესიული განათლება რეგიონებში.

წაიკითხე: სმარტ აკადემიის ელჩების ვინაობა ცნობილია - პროექტი ახალ ეტაპზე გადადის.


სხვა სტატიები

ყველა სტატია