"აღსანიშნავია, სმარტ აკადემიაში კურსის ორგანიზებულობა, რომელიც წინაპირობა იყო ლექციების პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის"

ელენე შერმადინმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა გრაფიკული დიზაინის კურსი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორ გაიგე კურსის შესახებ?
სულ მინდოდა ჩემი აზრები და იდეები ვიზუალური სახითაც გამომეხატა, ამის განსახორციელებლად თავდაპირველად დამოუკიდებლად დავიწყე გრაფიკული დიზაინის შესწავლა, მაგრამ ძიების პროცესში, მივხვდი რომ, მიუხედავად ამ პროფესიის მოქნილობისა, გრაფიკულ დიზაინს უამრავი მიმართულება გააჩნია და მოიცავს არა მარტო ტექნიკურ თუ კრეატიულ უნარებს, არამედ გასწავლის სტრატეგიულ კომუნიკაციას, Storytelling-სა და სიახლეებთან ადაპტაციას, ამიტომ მალევე, მეგობრის რეკომენდაციით, დავიწყე სმარტ აკადემიაში კურსის ძიება. ერთ-ერთ მასტერკლასზე დასწრების შემდეგ კი, რომელიც ძალიან საინტერესო იყო სალის დამსახურებით, გადავწყვიტე კურსზე გაწევრიანება.
რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?
გავლილმა კურსმა მასწავლა არა მარტო პროგრამული ხელსაწყოების გამოყენება, ასევე ისიც რომ, გრაფიკული დიზაინი კომუნიკაციის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც სულ ვითარდება და მუდმივად გთავაზობს უამრავ შესაძლებლობას შემოქმედებითობის გამოსახატავად, ამიტომ ამ პროფესიაში მუდმივი სიახლეები და მრავალფეროვნება არ მოგცემს მოწყენის საშუალებას, მთავარია აჰყვე ინოვაციებს, ეძიო და მიიღო ბევრი პრაქტიკული გამოცდილება.
გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორის შესახებ
კურსის დაწყებიდანვე იგრძნობოდა სალის მეგობრულობა, ყველანაირად ცდილობდა კომფორტული გარემოს შექმნას, ზრუნავდა, რომ ყველა სტუდენტს გამოეთქვა თავისი აზრი და გამოეხატა ინდივიდუალურობა. ყოველთვის იყო მზად არასალექციო საათებშიც ეპასუხა ჩვენი კითხვებისთვის, მისმა საინტერესო და მრავლისმომცველმა ლექციებმა გამიღრმავა ცნობისმოყვარეობა გავცნობოდი უფრო მეტს ამ სფეროში. რაც ყველაზე მთავარია, სალიმ მომცა მოტივაცია, ჩემი პოტენციალისთვის მიმართულება მიმეცა.
რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა
აღსანიშნავია, სმარტ აკადემიაში კურსის ორგანიზებულობა, რომელიც წინაპირობა იყო ლექციების პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის. ორგანიზატორებმა წინასწარ იზრუნეს სტუდენტების ინფორმირებაზე და ყოველთვის მზად იყვნენ დასახმარებლად.
კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას?
მიღებული ცოდნით შევქმენი ჩემი პორტფოლიო და ღვინის ერთ-ერთ კომპანიას დავეხმარე ეტიკეტის შექმნაში, ასევე ვგეგმავ სხვა მიმართულებების შესწავლას, მაგალითად, როგორიცაა ბლენდერი და კონცეპტ არტი.
გაგვიზიარე შენი შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ
სმარტ აკადემია ცდილობს სტუდენტები კომფორტული და მოქნილი სასწავლო ფორმატით უზრუნველყოს, მაღალკვალიფიციური ლექტორებით შექმნას საინტერესო და მრავალფეროვანი გარემო, ასევე ხაზგასასმელია აკადემიის მეგობრული დამოკიდებულება და სტუდენტებზე ორიენტირებულობა.
მომდევნო ნაკადზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ, თუ ამ სფეროთი ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი გრაფიკული დიზაინის კურსზე.