0
მენიუ
banner banner

6 ისტორიული ფაქტი მარკეტინგის შესახებ

6 ისტორიული ფაქტი მარკეტინგის შესახებ

დღეს, სოციალური მედია არხების გამოყენებისას უამრავი რეკლამა გვხვდება. რეკლამა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს სოციალურ მედიას, ბიზნესებიც უფრო მეტად ცდილობენ გამოიყენონ ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა სტრატეგიები, რათა დიდი აუდიტორია მოიცვან. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო.

ამ ბლოგში, წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მარკეტინგის ისტორიის შესახებ:

1. მარკეტინგი საუკუნეებია არსებობს

Სოციალური მედია, სატელევიზიო და ბეჭდურ რეკლამებამდე წლობით ადრე, ბიზნესის მფლობელები იყენებდნენ ბრენდირებას და მარკეტინგს თავიანთი პროდუქტებისა და სერვისების გასაყიდად. შუა საუკუნეების ჩინეთში გამოვლენილი პრაქტიკა მარკეტინგთანაა დაკავშირებული, რაც გულისხმობს გვარების დატანას შეფუთვებზე, საცალო ნიშნების შექმნას მათი ბაზრისთვის.

2. პირველი ბილბორდი შეიქმნა ცირკის რეკლამირებისთვის

ალბათ, ბევრჯერ მიუქცევია შენი ყურადღება ქუჩაში არსებულ ბილბორდებს. გიფიქრია, როდის გამოჩნდნენ ისინი პირველად? მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ქალაქებში იყო დაფები, სადაც ადგილობრივი ვაჭრები კიდებდნენ სარეკლამო ფლაერებს, რათა ისინი გამვლელებს ენახათ. 

ეს ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ რაც, ადამიანმა, სახელად ჯარედ ბელმა, დაიწყო დიდი რეკლამების ბეჭდვა, რომლებიც ახლა ცნობილია, როგორც ბილბორდები, პირველი ბილბორდი მან 1830-იან წლებში შექმნა, ცირკის რეკლამირებისთვის.

3. პირველი მარკეტინგის კურსი მიჩიგანის უნივერსიტეტში ისწავლებოდა

დღეს, მარკეტინგის შესწავლა ძალიან იოლია, რადგან უამრავი კურსი არსებობს. თუმცა, სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ, მარკეტინგული განათლება ჯერ კიდევ ახალი იყო და თავის დამკვიდრებას ცდილობდა.

პირველი მარკეტინგის გაკვეთილი მიჩიგანის უნივერსიტეტში, 1902 წელს, ჩატარდა ედვარდ დევიდ ჯონსის მიერ, ის პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორი იყო.

4. ბეჭდური რეკლამა ინდუსტრიული რევოლუციის დროს დაიწყო

როდესაც გამოგონებებმა დაიწყო საზოგადოების შეცვლა, რაც ხალხს უადვილებდა საქონლის მასობრივ წარმოებას, დაიწყო ბეჭდვითი რეკლამის მარკეტინგის ზრდაც.

1700-იან წლებში გაიზარდა გაზეთების მასობრივი წარმოება და გაჩნდა ჟურნალები. ჟურნალების რეკლამები სულ უფრო პოპულარული გახდა ბიზნესისა და ბრენდებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი წვდომის გაფართოებას.

5. ტელემარკეტინგი პოპულარული 1900-იან წლებში გახდა

როდესაც ოჯახების მზარდმა რაოდენობამ დაიწყო ტელეფონების ყიდვა, მარკეტერებმა იპოვეს გზა, რომ ესარგებლათ ამ ახალი რესურსით. 1957 წელს პირველი ტელემარკეტინგი დაიწყო ფირმამ - DialAmerica. 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში ტელემარკეტინგი იყო ჩვეულებრივი ტაქტიკა, რომელსაც ბიზნესები იყენებდნენ თავიანთი პროდუქციის მომხმარებლებზე გაყიდვისთვის.

6. საძიებო სისტემების მარკეტინგი 1995 წელს დაიწყო

დღეს ადამიანების უმეტესობა იყენებს Google-ის ინფორმაციის მოსაძიებლად, მაგრამ ადრეულ ინტერნეტ მომხმარებლებს ჰქონდათ ისეთი საძიებო ინსტრუმენტები, როგორიცაა Archie, Gopher და AltaVista. ისინი ბევრად განსხვავებული და რთული გამოსაყენებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ საძიებო სისტემებს ბევრი საერთო არ აქვთ დღევანდელ პლატფორმებთან, მათ მაინც ერთი მახასიათებელი აერთიანებთ: საძიებო მარკეტინგი.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO) არის ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელზეც ბიზნესმა უნდა გაამახვილოს ყურადღება, რათა გაიზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგისთვის გამოყენებული ინსტრუმენტები და რესურსები მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო რამდენიმე ათწლეულისა და საუკუნის განმავლობაში, მარკეტინგის ძირითადი აქცენტები იგივე რჩება.

თუ მარკეტინგით ხარ დაინტერესებული და გსურს შენი პროფესია საინტერესო, მრავალმხრივი და მაღალანაზღაურებადი იყოს, მაშინ გაეცანი სმარტ აკადემიის მარკეტინგის მიმართულების კურსებს და მოგვწერე კონსულტაციისთვის. 

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები