გრაფიკული დიზაინის 2023 წლის ტოპ 10 ტენდენცია

გრაფიკული დიზაინის ტენდენციები ყოველწლიურად გვიჩვენებს, როგორ ახერხებს ხელოვნება ცხოვრების იმიტაციას. ეს ტენდენციები ჩვენს, როგორც საზოგადოების, მუდმივად ცვალებად საჭიროებებსა და პერსპექტივებს ასახავს.
აშკარაა, რომ 2023 წელს გრაფიკული დიზაინერები მინიმალისტურ დიზაინსა და მონოქრომულ ფერებს სცილდებიან და თამამ, მრავალფეროვანი დიზაინის სტილებს ირჩევენ.
ტენდენციების გათვალისწინებითა და მათი გადააზრებით, ჩვენს სამიზნე აუდიტორიას ვაჩვენებთ, რომ მათი ინტერესების განვითარებაში მაქსიმალურად ჩართულები ვართ.
1. Y2K
ეს გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთი წამყვანი ტენდენციაა, რომელსაც ხშირად შევხვდებით. ბუშტუკოვანი ვარდისფრით, ჰოლოგრაფიული დიზაინით, კიბერ-ინსპირირებული გამოსახულებებითა და მბზინავი მეტალის ტექსტურებით Y2K ესთეტიკას გამოხატვის ბავშვური თავისუფლება აქვს.
გრაფიკული დიზაინის ინდუსტრია ხშირად ვითარდება მოდის, სილამაზისა და ინტერიერის სამყაროსთან ერთად, ამ ტენდენციაზე გადასვლა კი ჩვენს აუდიტორიას მიანიშნებს, რომ დიზაინის ახალ სტილს ვუღებთ ალღოს.
2. მაქსიმალიზმი
მინიმალიზმი დიზაინის სამყაროს წლების განმავლობაში მართავდა, თუმცა ბოლო დროს იგი მაქსიმალიზმისკენ გადავიდა, რადგან ეს არაინსპირირებული რუტინებისგან და შეზღუდვებისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი საშუალება იყო.ჩვენ ვხედავთ გაბედულ, ფეთქებად ტიპოგრაფიას, ფერების რადიკალურ კომბინაციებსა და უზარმაზარ ვიზუალურ ელემენტებს. მაქსიმალისტური დიზაინი შეიძლება მოიცავდეს ელექტრულ ლურჯს, ზედმეტად დამუხტულ ყვითელ ფერებსა და რთულ 3D ელემენტებს.
იდეა არის გრაფიკული დიზაინის მრავალჯერადი ელემენტების შრის შექმნა ვიზუალური იერარქიის წესების დაცვით.
3. ექსპერიმენტული შრიფტები
ზოგიერთი დიზაინი ვიზუალურ კომუნიკაციაზე ფოკუსირებით ენობრივ ბარიერებს სცილდება. 2023 წელს შრიფტები ფორმისა და ფერების მეშვეობით საუბრობენ და არა - სიტყვების.
ცენტრალურ ადგილს Display კატეგორიის შრიფტები და სერიფ შრიფტები იკავებს - შედარებით კლასიკური და კონტრასტული შტრიხის ფიგურები, რომელთაც დაბოლოებებში დეკორატიული ელემენტები ახასიათებს.
4. ხელით შექმნილი დიზაინი
ხელნაკეთი ილუსტრაციები და დუდლები 2023 წლის გრაფიკული დიზაინის მთავარი ტენდენციაა. უცნაური შაბლონებიდან დაწყებული, თავისუფალი ნაკადის ილუსტრაციებით დამთავრებული, წელს ყველა სახის დუდლი მისასალმებელია.
სერიფული და კურსიური შრიფტების დანერგვით სხვადასხვა პროდუქტში კუსტარული და ხელნაკეთი ელემენტების დამატება შეიძლება.
ქვემოთ მოცემულ ლოგოებს კუსტარული ლოგოს შრიფტი და ხელნაკეთი ილუსტრაცია აქვთ. ეს ელემენტები ყველაზე შესაფერისია ისეთი ინდუსტრიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ბრენდინგი ადამიანური შეხებით (a human touch)
5. გოტიკურობისკენ სწრაფვა
გოტიკური აღორძინება 2023 წელს გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთი უახლესი ტენდენციაა. გოტიკისა და გრანჟის დიზაინი ეწინააღმდეგება ბუშტუკოვან, ფერად, Y2K-ის ეპოქას, რომელსაც ჩვენ დიზაინის სამყაროში ვხედავთ.
აქ შავი შერჩევითი ფერი არ არის და თან ახლავს მუქი ტონები, საფირისფერი და იისფერი ელფერი დაჰკრავს. კომპოზიციის, ფერისა და იერარქიის წესები \ანტიკონფორმისტურ სტილში რაღაც ახლის შესაქმნელად არის გამოწვეული.
6. ვინტაჟური მინიმალიზმი
ვინტაჟური ტენდენციის წლევანდელი ვერსია მარტივი ვინტაჟური ფერების პალიტრითა და გლუვი პასტელის ფერებით არის წარმოდგენილი. ესენია 70-იანი წლების ცოცხალი ფერების პალიტრა ტვიდისა და ყვავილების გარეშე.
ეს ტენდენცია შესანიშნავია პროექტებისთვის, რომელთა მიზანის, თანამედროვე ელემენტის წარმოჩენისას 70-იანი წლების მხიარულება აღბეჭდონ მათში.
7. ბლარი და გრადიენტები
გრადიენტები წლების განმავლობაში პოპულარულობას ინარჩუნებს, გრაფიკული დიზაინერები კი მათი გამოყენებისას უფრო და უფრო ექსპერიმენტულები ხდებიან.
თანამედროვე და ფსიქოდელიური გრადიენტების თანაბარი ნაწილები მსუბუქი კვამლის ეფექტს ქმნის, რომელშიც ერთი ტონი მეორეში ნაზად გადადის.
ფუნქციურად გრადიენტები ფოკუსს დიზაინზე ამახვილებს, ამასთან, გადაფარული ტექსტის იერსახესაც აუმჯობესებს.
ბლარის, როგორც ცალკეული დეკორატიული ელემენტის, მიზანია, ფოკუსირება მოახდინოს კონკრეტულ ვიზუალურ ელემენტზე. ბლარი და გრადიენტები ბრენდის იდენტობის შესაქმნელად არაჩვეულებრივი საშუალებაა.
8. შეხება და განცდა
ადამიანები ფერებს, ფორმებსა და სიტყვებს გრაფიკულ დიზაინში კომუნიკაციისა და შთაგონებისთვის იყენებენ, თუმცა 2023 წელს ამატებენ real-world (რეალური სამყაროს) ტექსტურებს, როგორებიც არის: საღეჭი რეზინი, მინა, ბოჭკოვანი ქაღალდი და მოქნილი აბრეშუმი, რათა დიზაინში ფიზიკური შეგრძნება შეიტანონ.
9. დედამიწასთან სიახლოვე
მდგრადობის შესახებ საუბრის ზრდასთან ერთად დიზაინერები კლიმატის ცნობიერებასაც ითვისებენ და თავიანთ დიზაინს ბუნებრივი ელემენტებით, ტექსტურებითა და მიწიერი ფერის ელემენტებით ავსებენ.
ეს ტრენდი კლდეების სიმტკიცით, მღელვარე ზღვით, ჯანსაღი/,,ცინცხალი'' (fresh) ხილითა და გამწვანებული ტყით არის შთაგონებული.
სუფთა ჰაერის სუნთქვის მსგავსად, დიზაინერებს სურთ, რომ ბუნების შეგრძნებები თავიანთი დიზაინის მეშვეობით გაატარონ.
ეს ტენდენცია შესანიშნავია ბრენდინგისთვის, ვებ-გვერდის დიზაინისთვისა და საკვების, ან ბუნებაზე დაფუძნებული პროდუქტების შეფუთვისთვის.
10. სამეცნიერო ფანტასტიკური ფსიქოდელია
მაშინ, როდესაც ზოგიერთი დიზაინერი ჩვენი პლანეტით არის შთაგონებული, სხვები ინსპირაციას მის მიღმა არსებული უზარმაზარი სამყაროდან იღებენ. კოსმოსური მოგზაურობისადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება, დიზაინერები კი მას ეთერული ფორმებითა და სხვა სამყაროს ელემენტებით ითვისებენ.
დიზაინის ეს ტენდენცია ყველა ინდუსტრიისთვის შესაფერისი არ არის - ის განკუთვნილია პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს, შეარყიოს ჩვენი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა არის შესაძლებელი.
გრაფიკული დიზაინის წლევანდელი ტენდენციები თითქმის ყველაფერში იგრძნობა, თუმცა ისინი მხოლოდ ჩვენ ირგვლივ ცვალებად სამყაროს ასახავს. ეს ტენდენციები გრაფიკული დიზაინის სფეროს უსაზღვროსა და საინტერესოს ხდის. ცადე სხვადასხვა პერსპექტივა და აირჩიე შენთვის სასურველი და საინტერესო დიზაინი.
გაიგე გრაფიკული დიზაინის სფეროს შესახებ მეტი
მოამზადა ელენე ყიფშიძემ