მენიუ
banner banner

მარკეტინგის პრაქტიკული კურსის სტუდენტის შთაბეჭდილება

მარკეტინგის პრაქტიკული კურსის სტუდენტის შთაბეჭდილება

ნათია ნათენაძემ სმარტ აკადემიაში მარკეტინგის პრაქტიკული კურსი გაიარა, ახლა კი კურსის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

კურსის განმავლობაში

ვისწავლე, ზოგადად რა არის მარკეტინგი, როგორ მიდის სამუშაო პროცესი მარკეტინგის დეპარტამენტში, როგორ იღებს, ამუშავებს და ასრულებს  შეკვეთას მარკეტინგის დეპარტამენტი. ვისწავლე ურთიერთობა კლიენტებთან და კიდევ ბევრი რამ.

კურსის მსვლელობისას განვივითარე უნარები, რომლებიც დამეხმარება მარკეტინგის კურსების არსის უკეთ აღქმასა და მარკეტინგში მომუშავე ხალხთან ურთიერთობაში.

ლექტორის შესახებ

ქეთი ძალიან საინტერესო და საყვარელი ადამიანია - მისი მოსმენა სასიამოვნო პროცესია. იგი არის ძალიან უშუალო, სამართლიანი და რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალი.

გამორჩეული ლექცია

ყველა ლექცია საინტერესო და გამორჩეული იყო -კურსმა ჩემი მოლოდინები ნამდვილად გაამართლა

პროფესია - მარკეტერი 

მარკეტინგში ზოგადად ის მომწონს, რომ ეს სფერო, რომელსაც არ აქვს საზღვრები, კრეატიული ადამიანებისთვის საკუთარი თავის კარგი გამოვლენის საშუალებაა.

სმარტ აკადემია

Სმარტ აკადემიას ჩემს კარიერულ წინსვლასა და ცხოვრებაში უდიდესი როლი აქვს. ამჟამად დასაქმებული ვარ აკადემიაში გაყიდვების განხრით და მარკეტინგის დიზაინის კურსების მიმართულების კოორდინატორად.

სხვა სტატიები

ყველა სტატია