0
მენიუ
banner banner

“სმარტ აკადემიამ დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში” - მარიამ ხუციშვილის წარმატების ისტორია

“სმარტ აკადემიამ დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში” - მარიამ ხუციშვილის წარმატების ისტორია

 

მარიამ ხუციშვილი, სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსის გავლის შემდეგ, დასაქმდა"GPI Holding"- ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ:

“ჩემი მიზანი იყო მიმეღო მეტი ცოდნა და ინფორმაცია ამ მიმართულებით.”

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე, მაგ. ბაგ რეპორტის შექმნა, ტესტ ქეისების დაწერა, STLC, SDLC, როგორ გამოვიყენოთ Devtools და ა.შ.

კურსი დამეხმარა დეტალებზე  უფრო მეტად ორიენტირებული გავმხდარიყავი, რაც ჩემს პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია.

ლექტორის შესახებ

ლელა გაბელაია არის შესანიშნავი ლექტორი. მისი ყოველი ლექცია საოცრად საინტერესო იყო. არის ძალიან მეგობრული, ყველანაირად გეხმარება იყო წარმატებული.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის  დასრულების  შემდეგ, დავსაქმდი ამ მიმართულებით და ვაკეთებ იმ საქმეს, რომელშიც მუდმივად განვვითარდები. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ვიპოვე ის პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად შემიყვარდა. 

პროფესია - პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

ტესტირება, ეს არის ზრუნვა პროგრამული პროდუქტის სარისხზე, სადაც ჩემი წვლილი შემაქვს პროდუქტის გაუმჯობესებაში. ხარვეზების აღმოჩენა თავსატეხს ჰგავს, რაც საოცრად საინტერესოა. ეს ყველაფერი კი გაძლევს საშუალებას, ყოველდღიურად გაუმკლავდე ახალ-ახალ გამოწვევებს. 

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ მომცა შესაძლებლობა მიმეღო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით. აკადემიაში არის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც გეხმარება დაიპყრო მწვერვალები.

სმარტ აკადემიამ დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.

დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები