0
მენიუ
banner banner

"ვახტანგ მუსხელიშვილი მზად არის, ნებისმიერ დროს მოგცეს ამომწურავი პასუხი" - ირაკლი ბარბაქაძის წარმატების ისტორია

"ვახტანგ მუსხელიშვილი მზად არის, ნებისმიერ დროს მოგცეს ამომწურავი პასუხი" - ირაკლი ბარბაქაძის წარმატების ისტორია

ირაკლი ბარბაქაძემ სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

“დღევანდელ რეალობაში ციფრული პროდუქტების რაოდენობა, მათი ხარისხი და კომპლექსურობა სწრაფად მზარდი და პროგრესულია, სწორედ ამან განაპირობა პროგრამული ტესტერის პროფესიის პოპულარობა. ჩემი მიზანი იყო, IT სფეროში დაგროვილი ზოგადი გამოცდილება და ცოდნა გარდამექმნა შესაძლებლობად, დამეწყო კარიერული ზრდა ერთ კონკრეტულ პროფესიაში.”

კურსის განმავლობაში

კურსი წარიმართა ჩემთვის ძალიან საინტერესოდ. მივიღე დიდი ინფორმაციული ცოდნა. რთულია, როდესაც რაღაც ახალს იწყებ, მაგრამ ადვილდება, როდესაც კონკრეტული მიზნისკენ ისწრაფვი. ადრე ციფრულ პროდუქტებს სამომხმარებლო დონეზე ვიყენებდი, კურსის გავლის შემდეგ კი სხვაგვარად აღვიქვამ და ვაფასებ. ერთ-ერთი საინტერესო რამ, რაც კურსის განმავლობაში ვისწავლე, არის თუ როგორ მოვამზადოთ სცენარები კონკრეტული ფუნქციონალის ან არაფუნქციონალის გასატესტად და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში როგორ აღვწეროთ ისინი მოკლედ, შინაარსობრივად და სრულყოფილად.

ვფიქრობ, სიახლის შიშის დაძლევა ყველაზე მნიშვნელოვანია პროფესიული ზრდისთვის. გამოწვევები კურსის განმავლობაშიც იყო, როდესაც შევეხეთ API-ის ტესტირებას. ასევე SQL მონაცემთა ბაზებისთვის სხვადასხვა ბრძანებების გამოყენებას. ვინაიდან ეს თემები უცხო იყო ჩემთვის, მოტივაცია გამეზარდა ამ საკითხების შესასწავლად და ცოდნის გასაღრმავებლად. კურსის განმავლობაში მივხვდი, რომ სიახლეებს მეტი სარგებელი მოაქვს და უფრო თავდაჯერებული ხდები, როდესაც სიახლისგან გამოწვეულ სირთულეებს დაძლევ.

ლექტორის შესახებ

ვახო მუსხელიშვილის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ თავისი საქმის პროფესიონალია. ვფიქრობ, ინფორმაციის გადმოცემა კარგად გამოსდის და ასევე მზად არის ნებისმიერ დროს მოგცეს ამომწურავი პასუხი, როგორც ლექციის ირგვლივ, ასევე მის გარეთ არსებულ პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით. კარგია როდესაც ლექტორს გამოცდილება აქვს და გიზიარებს მის პრაქტიკაში არსებულ სიტუაციებს.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ვიპოვე ის პროფესია, რომელიც მომწონს. ვხვდები, რომ ენერგია და დრო, რომელსაც მასზე ვხარჯავ, უშედეგოდ არ ჩაივლის.

პროფესია - პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

კარგი შეგრძნებაა, როდესაც იმ გუნდის წევრი ხარ, რომელიც მის საუკეთესოს იღებს ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად. შენც, შენი წვლილი შეგაქვს და ეხმარები გუნდს საერთო მიზნის მიღწევაში.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია ჩემთვის ნამდვილად აღმოჩენა იყო. ის  დაკომპლექტებულია თავისი საქმის პროფესიონალებით. აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ორგანიზებულად მართავენ სასწავლო პროცესს.

ვფიქრობ სწორი არჩევანი გავაკეთე და მიზნებს, რომლებიც დასახული მაქვს კარიერული ზრდისთვის, სმარტ აკადემიის დახმარებით აუცილებლად განვახორციელებ.

დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები