0
მენიუ
banner banner

"ჩემი მიზანი იყო შემეღო კარი ახალ, ძალიან საინტერესო პროფესიაში" - ქეთი შანშიაშვილის წარმატების ისტორია

"ჩემი მიზანი იყო შემეღო კარი ახალ, ძალიან საინტერესო პროფესიაში" - ქეთი შანშიაშვილის წარმატების ისტორია

ქეთი შანშიაშვილმა სმარტ აკადემიაში HR მენეჯმენტის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი იყო შემეღო კარი ახალ, ძალიან საინტერესო პროფესიაში და გადამედგა კარიერული ნაბიჯები.”

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ვისწავლე, თუ როგორ წარიმართება HR პროცესები და ზოგადად რა ფუნქციის მატარებელია ადამიანური რესურსების მართვის რგოლი ნებისმიერ კომპანიაში. რა როლი აქვს კორპორატიული პასუხისმგებლობის დანერგვას და როგორ შეუძლია კარგ HR მენეჯერს გუნდის პროდუქტიულობის გაზრდა.

ლექტორის შესახებ

სალომე ზირაქაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ლექტორი. მისი ჩართულობა სწავლის პროცესში და სურვილი, გაეზიარებინა ჩვენთვის თავისი ცოდნა, დახარჯულიყო ბოლომდე სწავლების პროცესში, ძალიან დასაფასებელია.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ მომეცა უფრო მეტი თავდაჯერება, გადამედგა ახალი კარიერული ნაბიჯები. აქტიურად დავიწყე სტაჟირებების ძიება და შედეგმაც არ დააყოვნა. დღეს მე უკვე ვარ  HR სტაჟიორი, რაც ჩემი განვითარებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

პროფესია - HR მენეჯერი

ადამიანებთან კომუნიკაცია, ვფიქრობ, ჩემი ძლიერი მხარეა. HR-ის მთავარი ამოცანა კი კომპანიასა და დასაქმებულს შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციის შესრულებაა. 

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია ჩემთვის ასოცირდება პოზიტივთან, ენერგიასთან, დაუღალავ შრომასთან. გუნდის თითოეული წევრი ჩართულია პროცესში და თავს არ ზოგავს, რათა ყველაფერი იყოს იდეალურად.

დარეგისტრირდი HR მენეჯმენტის კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები