0
მენიუ
banner banner

"საკუთარი მომავლის გრაფიკულ დიზაინთან დაკავშირება მსურს" - სალომე ქუფარაშვილის შთაბეჭდილება

"საკუთარი მომავლის გრაფიკულ დიზაინთან დაკავშირება მსურს" - სალომე ქუფარაშვილის შთაბეჭდილება

სალომე ქუფარაშვილმა სმარტ აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი ამ სფეროში ცოდნის მიღება იყო.”

კურსის განმავლობაში 

კურსის განმავლობაში ვისწავლე Adobe Photoshop, Illustrator, InDesign თულების გარდა სხვა ბევრი საინტერესო რამ, რამაც საშუალება მომცა, პირველი ნაბიჯები გადამედგა ამ სფეროში. გავხდი დეტალების მიმართ მეტად დაკვირვებული, რაც დამეხმარება, გავხდე ერთ-ერთი საუკეთესო.

ლექტორის შესახებ

ალექსანდრე სუკიასოვი ძალიან საინტერესო, ღია და უშუალო ადამიანია. მისმა აღნიშნულმა თვისებებმა, დიდი გავლენა იქონია, რომ კიდევ უფრო მომწონებოდა გრაფიკული დიზაინი. ის თავისი საქმის პროფესიონალია და გარდა იმისა, რომ ეს სფერო ძალიან კარგად იცის, აქვს გადმოცემის და კომუნიკაციის საოცარი უნარი.

კურსის დასრულების შემდეგ 

კურსის გავლის შემდეგ ამ სფეროთი კიდევ უფრო მეტად დავინტერესდი და მომინდა ცოდნის გაღრმავებაც. საკუთარი მომავლის გრაფიკულ დიზაინთან დაკავშირება მსურს.

პროფესია - გრაფიკული დიზაინერი 

გრაფიკული დიზაინი მაძლევს ძალიან ბევრი საინტერესო რამის შექმნის საშუალებას. აქ გეძლევა განსხვავებული გემოვნების და სურვილების მქონე ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ვფიქრობ, მუდმივი სიახლისა და მრავალფეროვნების განცდის დაუოკებელი წყურვილის შევსება, გრაფიკული დიზაინერის პროფესიას შეუძლია.

სმარტ აკადემია 

სმარტ აკადემიამ მომცა 2 არაჩვეულებრივი თვე, ჩემი პროფესიული ცვლილების მიმართულების სიმყარე და სურვილი, რომ კიდევ მეტი კურსი გავიარო თქვენს აკადემიაში.

დარეგისტრირდი გრაფიკული დიზაინის კურსზე აქ.


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები