პროგრამირება არის მომავალი, რომელშიც უკვე ვცხოვრობთ - გიორგი ლობჟანიძის წარმატების ისტორია
გიორგი ლობჟანიძემ სმარტ აკადემიაში React JS/Native დეველოპმენტის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
“ჩემი მიზანი Front-End Development-ის შესწავლა იყო”
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში ვისწავლე ფუნქციონალური React-ის გამოყენება და მისი საფუძვლები. მოვახერხე ზოგადად JavaScript-ის და შესაბამისად React-ის უფრო სიღრმისეული შესწავლა და გაცნობიერება.
ლექტორის შესახებ
გიორგი რამაზაშვილი არის თავისი საქმის პროფესიონალი. ის მეგობრულია და მუდამ მზად არის დახმარებისთვის. მის მიერ გაწეულმა დადებითმა რეკომენდაციამ ხელი შემიწყო დამეწყო სტაჟირება ერთ-ერთ დეველოპერულ კომპანიაში. დიდი მადლობა მას.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის გავლის შემდეგ შევიძინე ცოდნა იმ სფეროში, რომელიც ერთ-ერთი მოთხოვნადია მსოფლიოში და რომელმაც მომცა შესაძლებლობა, სხვა, უფრო ფართო არეალზე მოვახდინო ჩემი პოტენციალის რეალიზება.
პროფესია - დეველოპერი
ზოგადად, პროგრამირება არის მომავალი, რომელშიც უკვე ვცხოვრობთ. მჯერა, რომ აღნიშნული პროფესია სერიოზულ გარდატეხას მოახდენს კაცობრიობისათვის და მსურს, შეძლებისდაგვარად, ჩემი წვლილი შევიტანო ამ პროცესში. გარდა ამისა, ეს პროფესია ჩემთვის ძალიან საინტერესოა.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ მომცა ცოდნა, რომელსაც ყოველთვის გამოვიყენებ და შემდგომში განვავითარებ. ამ ეტაპზე რაიმე სახის შენიშვნა არ მაქვს.
React JS/Native დეველოპმენტის კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიე ბმულს.