რატომ უნდა დაიწყო ციფრული მარკეტინგის სწავლა
ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ციფრული მარკეტინგი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და სავარაუდოა, რომ აღნიშნული ტენდენცია არც მომავალში შეიცვლება. თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ციფრულდება, რაც ციფრული მარკეტერების დასაქმების საკითხზე პირდაპირ აისახება.
ციფრული მარკეტინგის სფეროში კარიერული ზრდა საკმაოდ სწრაფ პროცესს წარმოადგენს. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ბევრი ადამიანი ირჩევს აღნიშნულ მიმართულებას.
არსებობს სხვა მიზეზებიც, რატომ უნდა დაიწყო ციფრული მარკეტინგის სწავლა.
კარიერის დაწყების სიმარტივე
თუ გინდა რომ ინჟინერი გახდე, შენ დაგჭირდება დიპლომი ინჟინერიის სფეროში. თუ გსურს რომ გახდე პილოტი, შენ მოგიწევს ავიაციის სკოლაში სიარული და ლიცენზიის მიღება.
თუმცა, თუ გსურს იყო ციფრული მარკეტერი, აღნიშნულის მიღწევა ონლაინ კურსის გავლითაც შეგიძლია. შენ არ გჭირდება დამატებით რაიმე ხარისხის მიღება ან კოლეჯში სიარული, ამ სფეროში დასასაქმებლად..
სიახლეების სიმრავლე
იყენებდი WhatsApp-ს 2011-ში? ან Google assistant-ს, როდესაც რაიმეს პოვნა გჭირდებოდა 2015 წელს.
უდიდესი ალბათობით, პასუხი უარყოფითი იქნება.
ზემოხსენებული მაგალითები ნათლად გვიჩვენებს, რა სწრაფად იცვლება ინტერნეტ ტენდენციები. ეს პროცესი მიმდინარეობს ყოველ წელს, ხოლო ცვლილებები არ არის უმნიშვნელო. მარკეტერებს სჭირდებათ ადაპტირდნენ აღნიშნულ ცვლილებებთან, რა მიზეზითაც, მათ ყოველთვის უწევთ ისწავლონ მარკეტინგის ახალი ტექნიკები. შესაბამისად, თუ ეძებ სფეროს რომელიც სავსეა სიახლეებით, მაშინ ციფრული მარკეტინგი შენთვისაა.
ტექნიკა და კრეატივი
ციფრული მარკეტინგი მოითხოვს კრეატივისა და ტექნიკის უნიკალურ კომბინაციას.
ვინაიდან სფერო არის ფართო, ის დაყოფილია გარკვეულ ნაწილებად, ხოლო თითოეული ნაწილი მოითხოვს უნიკალურ უნარებს. მაგალითისათვის, კონტენტ მარკეტერსა და სოციალური მედიის მარკეტერს სხვადასხვა მოვალეობები გააჩნიათ, რომელთა განსახორციელებლადაც განსხვავებული უნარების ქონაა საჭირო.
სმარტ აკადემიაში ციფრული მარკეტინგის კურსი 20 შეხვედრისაგან შედგება. კურსის ფარგლებში შენ შეგეძლება სწორი ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება, სასურველი სამიზნე აუდიტორიის მოცვა. ლექციებზე ყურადღება გამახვილებული იქნება ისეთ საკითხებზე, რომელიც პრაქტიკიდან გამომდინარეობს და ინტერნეტში ვერ წაიკითხავ. კურსის მიზანს წარმოადგენს სტუდენტებმა ნახონ პრობლემის გადაჭრის მარტივი გზები და შეძლონ სტრატეგიულად ფიქრი.
კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიე ბმულს.