მენიუ
banner banner

iOS პროგრამირების კურსის მიმოხილვა და საბა ხითარიძის ფინალური პროექტი

iOS პროგრამირების კურსის მიმოხილვა და საბა ხითარიძის ფინალური პროექტი

„პროფესია იმდენად მრავლისმომცველია, რომ არ გაძლევს საშუალებას გაჩერდე, ყოველთვის რაღაც ახალი იქნება სასწავლი, რაც აღტაცებას იწვევს შენში და გაძლევს მოტივაციას“, – ეს iOS პროგრამირების კურსდამთავრებულის, საბა ხითარიძის სიტყვებია. ის თანმიმდევრულად გვიზიარებს შთაბეჭდილებებს კურსის, ახალი საქმიანობისა და თავისი ფინალური პროექტის შესახებ. 

iOS პროგრამირების კურსის შეჯამება

მინდოდა, სიღრმისეულად მესწავლა პროგრამირების ენა, Swift-ის მახასიათებლები და განმემტკიცებინა ის ცოდნა, რაც მქონდა. 

კურსის განმავლობაში კარგად გავიაზრე თუ რა არის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, მივეჩვიე აპლიკაციებთან მუშაობის მეთოდოლოგიას და მისი მრავალფეროვანება აღმოვაჩინე. ყველა ლექცია გამორჩეული იყო, რადგან თითოეულით აიგო საბოლოო ჯამში ის ცოდნა, რაც დღეს მაქვს. განვივითარე უნარები, რაც დამეხმარება უფრო ყურადღებიანი ვიყო დეტალების მიმართ. 

ლექტორის შესახებ 

ვასილის ახსნილი მასალა ზუსტად ისეთი თვალსაჩინო იყო ჩვენთვის, როგორც Xcode-ში კოდი Error-ის გარეშე.

კურსის გავლის შემდეგ...

თავისუფლად შემიძლია მარტივი და საშუალო დონის აპლიკაციების შექმნა, რთულს კი ამ ცოდნაზე დაშენებული გამოცდილება მოიტანს. 

პროფესია – დეველოპერი 

ზოგადად, ტექნოლოგიურმა სფერომ ძალიან გამიტაცა და ახლა უკვე, როგორც აღმოვაჩინე, იმდენად მრავლისმომცველია, რომ არ გაძლევს საშუალებას გაჩერდე, ყოველთვის რაღაც ახალი იქნება სასწავლი, რაც აღტაცებას იწვევს შენში და გაძლევს მოტივაციას, რომ უფრო და უფრო განვითარდე, iOS დეველოპმენტი კი ამის კარგი მაგალითია. ყოველწლიურად გამოდის არა მხოლოდ ახალი iPhone, არამედ თავად პროგრამირების ენა Swift-ის ახალი ვერსია.

სმარტ აკადემიის შესახებ

ამ სივრცემ შემახვედრა არაჩვეულებრივ ლექტორს და მომცა საშუალება თანამედროვე გარემოში შემესწავლა ის, რაც მჭირდებოდა. მათ ჩემი მისწრაფება, იმის შესახებ, რომ  ვყოფილიყავი ტექნოლოგიური სამყაროს ნაწილი, რეალობად აქციეს და ეს ყველაფერი ჩემი კარიერის დასაწყისია.

ფინალური პროექტი

საბოლოო პროექტი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ნაშრომია, რადგან ის თვალსაჩინო პრეზენტაციაა ამ კურსის განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა. მასზე მუშაობამ დამანახა, თუ რამხელა ძალა აქვს თითოეულ ლექციაზე განვლილ მასალას.

ბრიფის მიხედვით, სტუდენტებს მანქანების ონლაინ შესყიდვის აპლიკაციის, ე.წ. Car Shop-ის შექმნა დაევალათ, რომელიც მომხმარებელს მანქანის არჩევის შესაძლებლობას მისცემდა. მყიდველს განსაზღვრული ოდენობის თანხა უნდა ჰქონოდა და ამის მიხედვით, სიმულაციური შესყიდვისას გადახდის სტატუსს უჩვენებდა. 

დავალების სპეციფიკა საჭიროებდა სრულად წარმოგვედგინა ობიექტი და აპლიკაციის ფუნქციონირებისას მასზე ორიენტირებულად გვემოქმედა.

ყველაზე საინტერესო, მაინც Custom Protocol-ები და Delegate-ები იყო, რადგან ვფიქრობ, ამ პროექტში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა.

ჩემს პროექტს შევაფასებდი ზუსტად ისე, როგორც ლექტორმა შეაფასა – ამ დავალების კეთებამ უფრო თვითდაჯერებული გამხადა და დამანახა, რომ ვერ ვისვენებ იქამდე, სანამ აპლიკაცია ან სხვა, ნებისმიერ პროდუქტი არ იმუშავებს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს.

კურსზე iOS პროგრამირება რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია