0
მენიუ
banner banner

Oracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსი

Oracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსი
ლექტორი
ფორმატი
Online
2 თვე • 23 შეხვედრა • 50 სთ
თარიღი
ორშაბათი 20:00 ოთხშაბათი 20:00 პარასკევი 20:00
ღირებულება
1790 ₾
რეგისტრაცია დასრულებულია


Oracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსის მიზანია მონაწილეებმა საფუძვლიანად შეისწავლონ Oracle Database და რელაციური მონაცემთა ბაზების მუშაობის პრინციპები, SQL ენის გამოყენებით მონაცემების მოძიება, დამუშავება და მართვა. კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან მონაცემთა ბაზის სტრუქტურის დაგეგმვას, query-ების წერას, მონაცემების მანიპულაციას (DML), ობიექტების შექმნა-მართვას (DDL), მომხმარებლებისა და უსაფრთხოების მართვას, ასევე შესრულების ოპტიმიზაციისა და საბაზისო Backup/Recovery კონცეფციებს. სწავლების შედეგად მონაწილეები შეძლებენ დამოუკიდებლად შექმნან და მართონ Oracle მონაცემთა ბაზები, დაწერონ ეფექტური SQL query-ები და გამოიყენონ მიღებული ცოდნა რეალურ პრაქტიკულ ამოცანებსა და პროექტებში.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • გააცნობიერონ რელაციური მონაცემთა ბაზების (RDBMS) პრინციპები და Oracle Database-ის არქიტექტურა;
  • განახორციელონ Oracle Database-ის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება საბაზისო დონეზე;
  • იმუშაონ SQL Developer Tools-ით და გამოიყენონ SQL-ის ძირითადი სტრუქტურები (SELECT, WHERE, GROUP BY, HAVING, ORDER BY);
  • შექმნან, შეცვალონ და მართონ მონაცემთა ბაზის ობიექტები — Tables, Views, Indexes, Sequences, Synonyms, Users;
  • გამოიყენონ Aggregate და Single-row Functions მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგებისთვის;
  • შექმნან და გამოიყენონ Joins, Subqueries და Set Operators კომპლექსური Query-ების შესაქმნელად;
  • განახორციელონ მონაცემთა მანიპულაციები DML ოპერაციებით (INSERT, UPDATE, DELETE, MERGE) და მართონ ტრანზაქციები (COMMIT, ROLLBACK, SAVEPOINT);
  • შექმნან და მართონ Constraints (PRIMARY KEY, FOREIGN KEY, CHECK) მონაცემთა მთლიანობის შესანარჩუნებლად;
  • განახორციელონ მომხმარებლებისა და უფლებების მართვა (Users, Roles, Privileges) უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სასწავლო კურსის მოთხოვნები:

  • რეგისტრაცია https://www.oracle.com/ მისამართზე (უფასოა)
  • ინგლისური ენის ცოდნა საშუალო (B1) დონეზე

ვის შეუძლია კურსის გავლა?

  • ნებისმიერს, ვისაც სურს შეიძინოს ცოდნა მონაცემთა ბაზების მიმართულებით



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
რეგისტრაცია დასრულებულია



დაკავშირებული პროფესიები

ბაზის ადმინისტრატორი SQL დეველოპერი Oracle DBA

★★★★★

კურსის შეფასებები

Oracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსი

მსგავსი კურსები
პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.
BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები.
iOS Development with Swift

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.
Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით.
ყველა კურსი

სასურველი კურსები