ციფრული პროდუქტების ტესტირება
კურსის მიზანი
ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით.
სასწავლო კურსის შედეგები
- კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- ახსნას პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ძირითადი პრინციპები, მიდგომები და ტესტერის როლი;
- განასხვავოს SDLC-ის მოდელები, ტესტირების დონეები, ტიპები და ტექნიკები და შეარჩიოს შესაბამისი მიდგომა;
- გააანალიზოს Requirements, User Stories, Use Cases და Acceptance Criteria;
- დაგეგმოს ტესტირების პროცესი, განსაზღვროს ტესტირების სტრატეგია და შეაფასოს რისკები;
- შექმნას Test Scenario-ები, Test Case-ები, Checklist-ები და Test Suite-ები;
- დააფიქსიროს და მართოს ხარვეზები მათი სასიცოცხლო ციკლის გათვალისწინებით;
- განახორციელოს ვებ და მობილური აპლიკაციების ტესტირება და გამოიყენოს BrowserStack და DevTools;
- გამოიყენოს HTML-ისა და CSS-ის საბაზისო ცოდნა ვებპროდუქტების ტესტირებისას;
- გამოიყენოს AI ინსტრუმენტები Requirements Analysis-ის, Test Scenario-ებისა და Test Case-ების შექმნისა და Bug Report-ის მომზადებისთვის;
- გამოიყენოს ეფექტური Prompt-ები QA ამოცანების შესასრულებლად და AI-ის დახმარებით გაიაროს STLC-ის ძირითადი ეტაპები;
- განახორციელოს API ტესტირება და გამოიყენოს HTTP მეთოდები და Response Status Code-ები;
- გამოიყენოს SQL-ის ძირითადი ბრძანებები მონაცემთა ბაზებთან მუშაობისა და ტესტირებისას;
- გამოიყენოს ტესტირების დაგეგმვისა და მართვის ინსტრუმენტები რეალურ პროექტებში;
- მოემზადოს QA პოზიციებზე გასაუბრებისთვის და დაგეგმოს პროფესიული განვითარების შემდგომი ეტაპები.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
მინიმუმ კარგი მომხმარებლის დონეზე უნდა შეეძლოს პოპულარული ვებ საიტების და მობილური აპლიკაციების გამოყენება და ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა თუ როგორ და რა ტექნოლოგიებით ხდება ვებ საიტების და მობილური აპლიკაციების შექმნა და რა ადგილი უჭირავს ტესტირებას ამ პროცესში;
უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.
Quality Engineering Manager / Resource Manager @ EPAM
- თაკო აბრამაშვილს აქვს 10+ წლიანი გამოცდილება IT სფეროში, ძირითადი დომეინები: ბანკინგი, ელ.კომერცია, Big data;
- 3 წელი იკავებდა ტესტერის პოზიციას სფეისში და პასუხისმგებელი იყო 2 ქვეყნის პროექტზე;
- 1 წელი მუშაობდა ამერიკულ კომპანია mrkt.com-ში, გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე, სადაც მუშაობდა ელექტრონული გაყიდვების პლატფორმაზე;
- ბოლო 6 წელია მუშაობს საერთაშორისო კომპანია EPAM-ში.
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
დაკავშირებული პროფესიები
კურსის შეფასებები
ციფრული პროდუქტების ტესტირება
4.92 • 17 შეფასება