0
მენიუ
banner banner
AI IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)

Data Analytics & BI Development (SQL & Power BI)
ფორმატი
Online
2 თვე • 17 შეხვედრა • 42.5 სთ
თარიღი
21 აპრილი
სამშაბათი 20:00 - 22:30 პარასკევი 20:00 - 22:30 სთ
ღირებულება
2200 ₾
განვადებით 69 ₾-დან



Data Analytics & BI Development კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით, დასაქმდეს მონაცემთა ანალიტიკოსად/რეპორტინგ BI დეველოპერად სხვადასხვა ინდუსტრიაში.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

კურსის მსმენელები შეძლებენ:

  • ნებისმიერ ქართულ ფინანსურ ინსტიტუტში (ასევე სხვა ინდუსტრიებში) Junior ან Middle Reporting Developer/Data Analyst პოზიციის დაკავებას
  • ბაზებთან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის სწორი ფორმით ექსტრაქტირებას და მანიპულაციას
  • BI ხელსაწყოების გამოყენებით ინფორმაციის ვიზუალიზაციასა და User Friendly UI-ს შექმნას
  • BI უნარებით Upwork-ზე არსებული ნებისმიერი Junior და Middle Level Task-ის აღებას
  • საერთაშორისო კომპანიებში Junior Data Analyst/Report BI Developer პოზიციაზე დასაქმებას
  • არსებულ პოზიციაზე, SQL-თან მუშაობას და რეპორტინგის დეველოპერისა და ანალიტიკოსის სხვა პასუხისმგებლობების შეთავსებას

სასწავლო კურსის მოთხოვნები

პერსონალური კომპიუტერი თუ ლეპტოპი windows-ის ოპერაციული სისტემით, აუცილებლად ლოკალ ადმინის უფლებებით.

ლექტორის შესახებ

  • გეგა ჯღარკავა 4 წელზე მეტია მონაცემთა ანალიტიკისა და BI რეპორტინგის სფეროში მუშაობს;
  • ძირითადი გამოცდილება დააგროვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში, პოზიციებზე: მონაცემთა ანალიტიკოსი, უფროსი მონაცემთა ანალიტიკოსი და რეპორტინგ/BI დეველოპერი;
  • მის ძირითად მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს წარმოადგენდა მსხვილი და კომპლექსური ბიზნეს ამოცანების გადაჭრა, საინტერესო ვიზუალიზაციებისა და ინსტრუმენტების შექმნა;
  • კარიერის საწყის ეტაპზე, მუშაობდა ქართულ კომერციულ ბანკში უმცროს რეპორტინგ დეველოპერად;
  • ამის შემდეგ - საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში - TBI Bank Bulgaria;
  • ამჟამად, გეგა მუშაობს ევროპულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში „Paysera Lithuania“, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვებს (SWIFT, SEPA, Target) მსოფლიოს 180 ქვეყანაში უზრუნველყოფს.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

დაკავშირებული პროფესიები

მონაცემთა ანალიტიკოსი მონაცემთა მეცნიერი ბიზნეს ინტელექტის ანალიტიკოსი

კურსის შეფასებები

ლექტორის გამოცდილება და მისი პრაქტიკული უნარები გვეხმარებოდა სხვადასხვა ბიზნეს ამოცანების მარტივად ამოხსნაში, საინტერესო ვიზუალიზაციების და ინსტრუმენტების შექმნაში. სრულად ➜
კურსის მანძილზე გავლილი საკითხები, ვთვლი, რომ საკმარისია ანალიტიკის მიმართულებით დასაქმებისთვის. კურსი ძალიან საინტერესოა, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული. ლექტორი ფლობს ღრმა ცოდნას აღნიშნულ სფეროშ, ყველა დასმულ საკითხზე პასუხობს ამომწურავად, მარტივად გადმოსცემს მასალას, უზრუნველყოფს კურსის მონაწილეების ჩართულობას.
სასწავლო პროცესი და მასალებიც მოწესრიგებული იყო და არანაირი ტექნიკური პრობლემა არ შემქმნია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, გარდა მხოლოდ კურსით გათვალისწინებულისა, გუნდმა დასაქმებასთან დაკავშირებული შეხვედრებიც შემოგვთავაზა. სრულად ➜
გეგა ჯღარკავა თავისი საქმის პროფესიონალია. მარტივი და გასაგები ენით ხსნიდა ყველაფერს, ყველაზე რთულ მასალასაც საკმაოდ მარტივსა და გასაგებს ხდიდა. საინტერესო რჩევებს გვაძლევდა პირადი გამოცდილებიდან, რაც აუცილებლად დამეხმარება მომავალში.
Smart academy ის ყავს უმაგრესი სტაფი, რომელიც ყველანირად ეხმარება სტუდენტს რომ აითვისოს ის რასაც ლექტორი აწვდის. უდიდესი მხარდაჭერა და ტექნიკური უზრუნველყოფა იგრძნობოდა მათი მხრიდან. გეგა არის უმაგრესი ადამიანი, რომელიც ყველანაირად დაგემხარება გახდე დამწყების დონისნ პროფესიოანლი, რომელიც შეძლებს პრობლემების გადაჭრას. მისი ლექსიკა ხუმრობები ჩემთვის მისაბაძი ლექტორია.
გეგას ძალიან კარგი ახსნის უნარი აქვს. ხშირად ფოკუსირდებოდა პრაქტიკულ ქეისებზე, რაც გვიმარტივებდა ინფორმაციის მიღების პროცესს. გვიზიარებდა თავის საერთაშორისო გამოცდილებებსაც.
აღნიშნულმა კურსმა მომცა შესაძლებლობა გავცნობოდი მონაცემთა ანალიტიკის საფუძვლებს, იმდენად საინტერესო და მრავალმხრივი იყო კურსი ვფიქრობ ჩემი კარიერა სრულად დავუკავშირო აღნიშნულ მიმართულებას.
გავლილი კურსიდან და ლექტორიდან გამომდინარე, დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა სმარტ აკადემიაზე. ძალიან მომეწონა კურსის გარეთ ჩატარებული დასაქმების ხელშემწყობი ტრენინგები. სრულად ➜
გეგა გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით. თემებს ხსნის მარტივად, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით. ასევე გეგა არის ძალიან კომუნიკაბელური და უშუალო სტუდენტებთან.
კურსის განმავლობაში მივიღე საფუძვლიანი ცოდნა – კერძოდ, SQL-ის გამოყენების, მონაცემების ფილტრაციისა და გარდაქმნის, ასევე Power BI-ის საშუალებით ვიზუალიზაციებისა და ანგარიშების შექმნის შესახებ. სრულად ➜
კურსის განმავლობაში არ შემქმნია არანაირი ტექნიკური პრობლემა, ყველა ცვლილების შესახებ წინასწარ ვიგებდი, რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, ჩემი მოლოდინები გაამართლა ყველანაირად. ბატონი გეგა ჯღარკავა არის თავისი საქმის პროფესიონალი და ამავდროულად გააჩნია ის უნარი საკუთარი ცოდნა გაუზიაროს სხვებს ამომწურავად და გასაგებად.
ტექნიკური და შინაარსობრივი ნაწილი კურსის მთავარი ძლიერი მხარე იყო. ეს იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა მონაცემთა ანალიტიკის ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს, დაწყებული საფუძვლებიდან, დამთავრებული რთული ინსტრუმენტებითა და რეალურ ბიზნეს-ქეისებზე ორიენტირებული პრობლემებით. კურსის შინაარსი მხოლოდ ტექნიკურ უნარებზე არ იყო ორიენტირებული. იგი ასწავლიდა ანალიტიკურ აზროვნებასა და მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარს, რაც მეტად აუცილებელია თანამედროვე ანალიტიკოსისთვის. რომ შევაჯამოთ, ლექტორის მიდგომა სწავლისადმი ინსპირაციული იყო და ქმნიდა გარემოს, რომელიც ხელს უწყობდა ცოდნის ხარისხიან და საფუძვლიან შეძენას.
გეგასთან ლექციებზე ყოფნა არასდროს არის მოსაწყენი - მას შეუძლია სწორად დასვას აქცენტები და სტუდენტებს ასწავლოს ისეთი „ხრიკები“, რომლებიც ნამდვილად პრაქტიკულია. სრულად ➜
აკადემიაში სწავლა გამორჩეული იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომით, თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით და ინდივიდუალური მხარდაჭერით, რაც დამეხმარა სწრაფად განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაში. სრულად ➜
ყველას ვურჩევ სმარტ აკადემია თავისი ცხოვრების მეგზურად გაიხადოს. არც მე ვაპირებ გაჩერებას და მონაცემთა ანალიტიკის Advance კურსზე ვგეგმავ რეგისტრაციას.
გეგა ძალიან მაგარი სპეციალისტია, არ ღლის თეორიით, პრაქტიკაზე ხსნის ყველა გაუგებრობას. მეგობრულია და ყველანაირად ცდილობს შეგაყვაროს ეს პროფესია. თვითონ ეტყობა რომ ძალიან უყვარს რასაც აკეთებს და ეს გაძლევს ენერგიას რომ შენ მიუახლოვდე მის ცოდნას და გამოცდილებას.
კურსი აღმოჩნდა საკმაოდ დატვირთული და ინფორმატიული, მომცა საშუალება ერთდროულად მიმეღო ამომწურავი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. უშუალო, სამართლიანი, ძალიან დიდი მოთმინების უნარის მქონე. პირველივე ლექციიდან იყო აშკარა, რომ ლექტორი არის თავისი საქმის პროფესიონალი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ეჭვით დავიწყე კურსი, მისი დახმარებით, ვთვლი, რომ საკმაოდ კარგად გავართვი თავი. არასდროს იშურებდა დროს და ენერგიას ჩვენთვის, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ.
მშვენირი კურსი იყო, SQL-ისა და Power BI-ის ძირითადი ნაწილები გავიარეთ. მცოდნე, მონდომებული და კარგი გადმოცემის უნარის მქონე ლექტორი გვყავდა გეგა.
ჩემი აზრით კურსი ძალიან ინფორმაციული და სრულყოფილი იყო. არ აქვს მნიშვნელობა გქონია თუ არა შეხება SQL თან ან BI -სთან, შეგიძლია მასალა სრულყოფილად აითვისო. ყოველთვის ყველა კითხვაზე მქონდა პასუხი მიუხედავად იმისა, რომ ლექციები remote რეჟიმში იყო. ვფიქრობ ეფექტურად არის ორგანიზებული გრაფიკიც და სილაბუსიც, და გეგა ძალიან კარგი ლექტორია.
ტექნიკური და შინაარსობრივი თვალსაზრისით ყოველმხრივ ინფორმირებულები ვიყავით. ლექციები სილაბუსის შესაბამისად მიმდინარეობდა, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც რაიმე კონკრეტული თემის გადამეორება გვინდოდა ან თავიდან მოსმენა, შეგვეძლო უბრალოდ სილაბუსი გაგვეხსნა და მაგ თემის შესაბამისი ლექცია გვენახა.
გეგაზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საყვარელი ლექტორია. ვფიქრობ, იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ასე უყვარს თავისი საქმე.
კურსი იყო კარგად ორგანიზებული, საკითხები იყო შინაარსობრივად კარგად დალაგებული, გეგა ყველა საკითხს სიღრმისეულად ხსნიდა იქამდე სანამ ყველასთვის გასაგები არ იქნებოდა და ბევრი მაგალითი ქონდა რეალური სამუშაო გარემოდან რაც კიდევ უფრო ამარტივებდა ამა თუ იმ საკითხის აღქმას და მისი საჭიროების გააზრებას. კურსის დაწყებამდე რა მოლოდინებიც მქონდა, იმაზე მეტი მივიღე რეალურად. მადლობა გეგას და სმარტ აკადემიას.
უშუალოდ კურსი, ძალიან საინტერესო და პრაქტიკასთან მაქსიმალურად მიახლოებული იყო. უმეტესად პრაქტიკული სამუშაო იყო და არა თეორიული შესწავლა, რაც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია. ბატონი გეგა, მართლაც რომ პროფესიონალია. ძალიან კარგი გადმოცემის, ახსნისა და მიდგომის უნარი გააჩნია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად ორიენტირებული იყო არა თეორიაზე, არამედ პრაქტიკაზე და მაგ ორიენტირის გამო იყო რომ საინტერესო და კარგი კურსი ჩაატარა.
ონლაინ სწავლის პირველი გამოცდილება იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ. გეგა არის ადამიანი, რომელმაც ზედმიწევნით იცის რას აკეთებს, უდაოდ ძალიან ძლიერი საქმის მცოდნეა, უშუალო და კარგი ადამიანია.
მოცემულ დროში იდეალურად გაწერილი კურსია, ძალიან ინფორმატიული, ლექტორის ცოდნა და დამოკიდებულებაც ძალიან კარგი, კარგის გარდა ცუდი არაფერი არ ითქმის.
კურსი არის კარგად გამართული. ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და ასპექტი იყო გათვალისწინებული.
ძალიან კმაყოფილი ვარ კურსით, ლექტორი არის ძალიან გულისხმიერი, პროფესიონალი და ყურადღებიანი. მეგობრებს უკვე ვურჩიე კურსის გავლა.
პირველივე ლექციიდან ნათელი იყო, რომ გეგა არის თავისი საქმის პროფესიონალი და ამასთან ერთად აქვს კომუნიკაციის ძალიან კარგი უნარები, შეუძლია მარტივად საუბარი და გააჩნია ახსნის, მარტივად გადმოცემისა, და სწავლების უნარი რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს.
კურსი თემატურად კარგად იყო გაწერილი, დროში ჩასატევად შესაბამისი და დასაქმებისთვის საკმარისი. ლექტორი გასაგები ენით ხსნიდა მასალებს, ამომწურავად პასუხობდა დასმულ კითხვებს და ყველანაირად გვეხმარებოდა ნებისმიერ საკითხში.

მსგავსი კურსები

Front-end Development with React.JS

Front-end Development with React.JS

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს React JS-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web აპლიკაციების შექმნა და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.
BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები.
iOS Development with Swift

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.
IT ბიზნეს ანალიზის კურსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

კურსი განკუთვნილია IT ბიზნეს ანალიზით დაინტერესებული პირებისთვის. მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.
პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.
Oracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსი

Oracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსი

Oracle SQL - მონაცემთა ბაზების საწყისების კურსის მიზანია მონაწილეებმა საფუძვლიანად შეისწავლონ Oracle Database და რელაციური მონაცემთა ბაზების მუშაობის პრინციპები, SQL ენის გამოყენებით მონაცემების მოძიება, დამუშავება და მართვა.
FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

ყველა კურსი

სასურველი კურსები