STEM კურსი ბავშვებისთვის
Science, Technology, Engineering, Math
STEM კურსი ბავშვებისთვის მიზანია 10-15 წლის მოსწავლეებს მისცეს საფუძვლიანი განათლება STEM მიმართულების შესახებ, რომლის რეალიზაციასაც მოახდენენ რამდენიმე კომპონენტის გაერთიანებით: Python, Tinkercad, MIT App Inventor, Algorithms.
სასწავლო კურსის შედეგები
STEM კურსი ბავშვებისთვის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- დაეუფლონ პროგრამირების აბსტრაქციებს
- შეძლონ ალგორითმების საფუძვლიანად გათვითცნობიერება
- დაეუფლონ ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საფუძვლებს
- დაინახონ პრობლემა და მოძებნონ მისი გადაჭრის გზა
- შექმნან მათთვის სასურველი მობილური აპლიკაცია
- გაივითარონ შემოქმედებითი უნარები
- გაუჩნდეთ მომავლის პროფესიის დაუფლების სურვილი
- აირჩიონ მათთვის სასურველი მიმართულება, დაისახონ მიზანი და საკუთარი ძალებით მიუახლოვდნენ მას ყოველ დღე
სასწავლო კურსის მოთხოვნები
STEM კურსი ბავშვებისთვის მონაწილე უნდა იყოს 10-13 წლის სკოლის მოსწავლე და ჰქონდეს გამართული ლეპტოპი.
სასწავლო კურსის შეფასება
მოსწავლეები მიიღებენ დავალებებს, რომელიც ლექციის განმავლობაში უნდა შეასრულონ. ამასთან ერთად, სალექციო პროცესი იქნება ინტერაქციული, იმუშავებენ როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. ყოველი მოდულის ბოლოს მათ მოუწევთ შექმნან ინდივიდუალური პროექტი, რომელსაც გაუზიარებენ ერთმანეთს.
Electro & Computer Engineer
- მაიკო მეკოკიშვილი მუშაობს კრიპტოვალუტებით ვაჭრობის კომპანიაში მონაცემთა ინჟინრის (Data Engineer) პოზიციაზე;
- ასწავლის ხელოვნურ ინტელექტს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში;
- დაამთავრა კახა ბენდუქიძის სახელობის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი;
- სწავლობდა ესტონეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში STEAM მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობდა დრონების პროგრამირებაში;
- მონაწილეობდა ბოსტონის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთთვიან საგანმანათლებლო პროგრამაში;
- არის Google Developer Groups Tbilisi-ის ორგანიზატორი, რომლის ფარგლებშიც ორგანიზებას უწევს Google-ის პროდუქტების შესახებ შემეცნებით შეხვედრებს;
- აქვს პროგრამირების სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ვებ- და Android-აპლიკაციების შექმნის, Machine Learning-ის, Python-ის, Django-ს, C++-ის, Data Engineering-ისა და Database Management-ის მიმართულებით;
- აქვს ბავშვებთან და ზრდასრულებთან სწავლების რამდენიმეწლიანი გამოცდილება. მუშაობდა Smart Academy-ის „Backend Development with Python“ კურსის ლექტორის ასისტენტად და აქვს „Python with Flask“ კურსის ლექტორად მუშაობის სამ წელზე მეტი გამოცდილება.
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67