0
მენიუ
banner banner

DESIGN REVIEW & MASTERCLASS

DESIGN REVIEW & MASTERCLASS



✨ 11 სექტემბერს, 20:00 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს გრაფიკული დიზაინის უფასო ღია ლექციაზე: "Design Review & Masterclass"

☀️ შეხვედრას ჩაატარებს სმარტ აკადემიის გრაფიკული დიზაინის კურსის ლექტორი, ნიკოლოზ ოსიპოვი, რომელსაც დიზაინის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს

✨ ღია ლექცია ორ ნაწილად ჩატარდება:

✨ პირველი ნაწილი: Design review, სადაც პრობლემის გადაჭრაზე ვისაუბრებთ (Problem solving)
✨ მეორე ნაწილი დაეთმობა პრაქტიკულ სამუშაოს, პოსტერის და მცირე ანიმაციის შექმნას

✨ ვინ არის ნიკოლოზ ოსიპოვი?

? ნიკოლოზ ოსიპოვი არის გრაფიკული დიზაინერი
✨ მას აქვს 12+ წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკოს დიზაინერის პოზიციაზე
✨ იგი მუშაობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: ლიდერფუდი, ტერაბანკი, ბარამბო, აჭარაბეთი, სტამბა
✨ ნიკოლოზი ასევე თანამშრომლობდა კომპანიებთან: Walnut Training Center, FuckUp Nights, Game Jam Georgia, Axel, Pechakucha, Kartuli Holding, Centre for the Studies of Ethnicity and Multiculturalism – CSEM, Med Group Georgia, Tasma.ge
? პორტფოლიო: https://www.behance.net/Nick_Osipov 

? დარეგისტრირდი ღია ლექციაზე და შეინახე დასწრების ბმული


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
სხვა კურსები
DATA ANALYTICS WITH PYTHON

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.
კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის სასერტიფიკატო კურსი აერთიანებს სამ მოდულს, რომლის ცალკეული ნაწილი ეძღვნება კომუნიკაციას წინაკრიზისულ, კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდს. კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ კრიზისის მართვის ფუნდამენტურ და თანამედროვე თეორიებს, სტრატეგიებს, ტაქტიკებსა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების მეშვეობით გამოიმუშაონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში კრიზისის მართვის პრაქტიკული უნარები.
ფინანსების მენეჯმენტის კურსი

ფინანსების მენეჯმენტის კურსი

კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.
არტ დაირექშენის კურსი - Art Direction

არტ დაირექშენის კურსი - Art Direction

არტ-დაირექშენის კურსის მიზანია სტუდენტებმა დაინახონ მეტი შესაძლებობები დიზაინის პროცესში, აიმაღლონ კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლონ გაუძღვნენ სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესებს, როგორც მარტო, ასევე, გუნდთან მუშაობის დროს.
MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების ანალიზში.
პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.
მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.
ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.
ყველა კურსი

სასურველი კურსები