მენიუ
banner banner
IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

ღირებულება 1500 ₾ 1250 ₾

განვადებით თვეში 39 ₾-დან



რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები:

  • ენის სინტაქსი და კონსტრუქციული თვისებები
  • პროცედურული, ფუნქციონალური და ობიექტზე-ორიენტირებული პარადიგმების გამოყენება
  • პითონის მონაცემთა ტიპები და სტრუქტურები
  • პითონის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა SQL ენასთან გაერთიანებით
  • GIT ვერსიონირების ინსტრუმენტის საბაზისო ოპერაციები

PYTHON კურსის შედეგები

Python კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • პითონის პროგრამირების ენის სინტაქსი და ინსტრუმენტები;
  • პროცედურული, ფუნქციონალური და ობიექტზე-ორიენტირებული პარადიგმები;
  • სხვადასხვა ალგორითმული ილეთები;
  • მონაცემთა ტიპები და სტრუქტურები (სიები, კორტეჟები, ლექსიკონები, სიმრავლეები);
  • ნაკადების მართვა (if, elif, else);
  • ციკლები (while, for);
  • სტანდარტული, ჩაშენებული, ანონიმური და რეკურსიული ფუნქციები;
  • ტექსტის დამუშავება;
  • ფაილებთან პროგრამული მუშაობა (შექმნა, გახსნა, რედაქტირება, წაშლა);
  • გენერატორები, იტერატორები, გამოსახულება-გენერატორები, ფუნქცია-გენერატორები;
  • ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების სტილი (საბაზისო OOP);
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა პითონის გამოყენებით (SQL საბაზისო, SQLite);
  • GIT ვერსიონირების ინსტრუმენტთან საბაზისო მუშაობის უნარები;
  • მარტივი და საშუალო დონის პითონის პროგრამის დაწერას;
  • პროგრამის როგორც პროცედურული და ფუნქციონალური, ისე ობიექტზე-ორიენტირებული პარადიგმის სტილში რეალიზაციას;
  • შეცდომების “ბაგების” დაჭერას კოდში და პროგრამის მდგრადობის გაზრდას;
  • დაწერილი პროგრამის ოპტიმიზაციას;
  • პითონზე დაწერილი პროექტებისთვის მონაცემთა ბაზების გამოყენებას;
  • Github-ზე პროექტების ატვირთვას.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • Back-End Development With Python კურსი გათვლილია როგორც დამწყებთათვის, ასევე მათთვის ვისაც სურს გაიმეოროს Python-ის ძირითადი პრინციპები, აითვისოს პროგრამირებისთვის საჭირო ინსტრუმენტები (GIT) და Python-ის დახმარებით მონაცემთა ბაზებთან კომუნიკაციის პრაქტიკული ილეთები;
  • სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.

ლექტორის შესახებ

  • ცოტნე მაჭარაშვილს აქვს 5+ წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში (Python, React/React Native, Django, C/C++ და სხვა) და აქტიურად მუშაობს როგორც Software, ასევე Hardware მიმართულებით;
  • ამჟამად არის Computer Engineer Fablab Iliauni-ში და ასისტენტ-ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში;
  • არის სტარტაპის MFT (Mouse for Tongue) თანადამფუძნებელი და წამყვანი დეველოპერი;
  • უმუშავია ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა: Embedded Systems Software Developer (Silkroad Group), Python-ის ტრენერი და დეველოპერი (Media Development Fund) და სხვადასხვა პროექტების მენტორი;
  • ცოტნე იყო მენტორი/ორგანიზატორი ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ ინიციატივებში, როგორებიცაა: NASA Space Apps Challenge, Millennium Innovations Award, Tech Sparks AI, STEAM Bootcamp-ები და სხვა;
  • ჯილდოები: GITA-ს, UNDP-ისა და Erasmus+ CONNECT-ის კონკურსების გამარჯვებული, ასევე Social Impact Award Georgia-ს მფლობელი.


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

შეფასებები

კურსის შემდეგ ბევრად მიადვილდება განსხვავებული სირთულის მქონე პროექტებზე მუშაობა, რაც ბევრად პროდუქტიულს მხდის. სრულად ➜
ძალიან კარგი გადმოცემის უნარი აქვს და გასაგებად ხსნის მასალას. თავისი საქმის პროფესიონალია.
ლექტორი გამოირჩევა მასალის მარტივად ახსნით, ასევე არის ძალიან მეგობრული და პროფესიონალი. კურსის სილაბუსი იყო ინფორმაციული და ლექციების მსვლელობა საინტერესო.
საუკეთესო არჩევანი გავაკეთე, როდესაც სმარტ აკადემია ავირჩიე. ყველაზე მეტად მომეწონა თანმიმდევრული დავალებები, ყველა თემის შემდეგ იყო საინტერესო და ინფორმაციული დავალება, რაც მაძლევდა საშუალებას, რომ ჩემი ცოდნა მეტად განმემტკიცებინა.
ლექტორს ძალიან კარგი გადმოცემის უნარი აქვს, საკმაოდ გასაგებად ხსნის მასალას. საუკეთესო გამოცდილება იყო მასთან მუშაობა.
ლექტორი არის ძალიან პროფესიონალი, რთულ საკითხებს ხსნიდა მარტივად. არ ტოვებდა უპასუხოდ არც ერთ კითხვას და გაურკვეველს - არც ერთ საკითხს. ონლაინ ფორმატის მიუხედავად შეძლო და შექმნა მეგობრული ატმოსფერო.
მიშა ქანთარია არის ძალიან კარგი და სრულყოფილი საკუთარ პროფესიაში, შესაბამისად ძალიან მარტივად გამოსდის საკუთარი დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. კურსმა მოლოდინს გადააჭარბა.
მიშა არის საუკეთესო ადამიანი. წამით არ შემპარვია ეჭვი მის პროფესიონალიზმში. ყოველთვის იცის როგორ მოგიდგეს, როგორ გიპასუხოს და როგორ დაგეხმაროს. 4-ჯერ და 5-ჯერ მიყურებია მისი ლექციებისთვის და არასდროს არ მბეზრდებოდა მისი მოსმენა.
კურსის ტექნიკური მხარე სრულიად გამართული იყო, ლექციები ტარდებოდა ყოველთვის ყველანაირი შეფერხების გარეშე, ვიდეო და დამხმარე მასალა ყოველთვის დროულად გვქონდა. არანაირი უარყოფითი ემოცია არ დამრჩენია.

მსგავსი კურსები

Front-end Development with React.JS

Front-end Development with React.JS

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს React JS-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web აპლიკაციების შექმნა და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.
პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.
iOS Development with Swift

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.
კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსი

კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსი

კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსის მიზანია კურსდამთავრებულებს შეექმნას წარმოდგენა კიბერუსაფრთხოების სფეროზე, საფრთხეების განსაზღვრის მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე, შეისწავლოს კიბერუსაფრთხოების სფეროს ტენდენციები და მიმართულებები.
FRONT-END DEVELOPMENT & SEO With React JS

FRONT-END DEVELOPMENT & SEO With React JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

ყველა კურსი