0
მენიუ
banner banner

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია

Manual Software Testing & Automation | HTML, CSS, SQL, JS, API Automation

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია
ფორმატი
Online
3.5 თვე • 26 შეხვედრა • 73 სთ
თარიღი
24 სექტემბერი
ორშაბათი 18:30- 20:30 სთ ხუთშაბათი 18:30- 20:30 სთ
ღირებულება
2450 ₾ 2100 ₾


პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. 

კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • როგორ წარმართონ ტესტირების პროცესი სხვადასხვა გამოწვევების მქონე პროექტებისთვის;
  • როგორ გააანალიზონ ბიზნეს მოთხოვნები და შექმნან სატესტო დოკუმენტაცია;
  • რა მეთოდები, მიდგომები და ტექნიკები გამოიყენონ, როგორც ვებ საიტების ტესტირების დროს, ასევე, მობილური აპლიკაციების (Android / iOS) და API -ის შემთხვევაში;
  • ციფრული პროდუქტების განვითარების საფეხურებსა და ტესტირების როლს თითოეულ ეტაპზე;
  • რისკების ანალიზსსა და მათი მენეჯმენტის ტექნიკებს;
  • სწორი შეფასებების მიწოდებას სატესტო დავალებებისთვის;
  • ხარვეზების მენეჯმენტსა და სასიცოცხლო ციკლს;
  • SDLC პოპულარულ მოდელებსა და მათ განსხვავებებს და საჭიროებებს;
  • Agile/Scrum მეთოდოლოგიის მთავარ საფუძვლებს;
  • ეფექტური ტესტ ქეისების მოფიქრებასა და შედგენას ტესტირების ტექნიკების გამოყენებით;
  • სატესტო მონაცემების (Test Data) მომზადება მონაცემთა ბაზების დახმარებით;
  • ტესტირების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტის შექმნას;
  • განსაზღვრონ ტესტ ავტომატიზაციის საჭიროებები;
  • ავტომატიზირებული ტესტების შექმნას JavaScript -ის გამოყენებით;
  • პროექტში ჩართვას ტესტირების ყველა ეტაპზე.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე - (B1+) საკითხავი მასალების დამუშავებისთვის;
  • კარგი ანალიტის უნარი და მზადყოფნა სალექციო პრაქტიკულ დავალებებში ჩართულობისთვის;
  • უნდა იყო თვითგანვითარებაზე ორიენტირებული და შეგეძლოს დამატებითი მასალების გარჩევა;
  • მომხმარებლის დონეზე თავისუფლად შეგეძლოს მობაილ და ვებ აპლიკაციების გამოყენება.




კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



დაკავშირებული პროფესიები

ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი QA ინჟინერი

★★★★★

კურსის შეფასებები

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია

მსგავსი კურსები
BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები.
iOS Development with Swift

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.
ყველა კურსი

სასურველი კურსები