0
მენიუ
banner banner

ჯუბა რობაქიძე

Furniture Constructor

ჯუბა რობაქიძე

  • ჯუბა რობაქიძე 2020 წლიდან პროფესიულად მუშაობს ავეჯის კონსტრუქტორის მიმართულებით. განათლება მიღებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. არქიტექტურულმა განათლებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის პროფესიულ ჩამოყალიბებაში და განუვითარა სივრცითი, კონსტრუქციული და ტექნიკური აზროვნება;
  • პროფესიული გამოცდილება მიღებული აქვს ადგილობრივი ავეჯის წარმოების კომპანიებში - „ლაზიერი“, „გრანდი“ და „კრეადამო“, ასევე Aura Concept-ში, სადაც უშუალოდ შეხება აქვს იტალიური ავეჯის პროექტირებისა და წარმოების პროცესებთან, ტექნიკურ მოთხოვნებთან და შესაბამის სამუშაო სტანდარტებთან;
  • კომპანიებში მუშაობასთან ერთად, დღემდე ახორციელებს სხვადასხვა კერძო და ინდივიდუალურ პროექტს, რაც საშუალებას აძლევს იმუშაოს დამკვეთებთან, დიზაინერებთან, ხელოსნებთან და სხვა სპეციალისტებთან;
  • მისი პროფესიული კომპეტენცია მოიცავს ტექნიკურ აზომვას, ავეჯის კონსტრუირებას, მასალებისა და ფურნიტურის შერჩევას, კონსტრუქციული კვანძების დამუშავებას ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას და ობიექტზე საჭირო რეკომენდაციების გაცემას;
  • პროფესიულ საქმიანობაში იყენებს BAZIS Woodworker, 3CAD Evolution, IMOS, Metron და Archicad პროგრამებს;
  • მისი მიზანია პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული ცოდნა მომავალ კონსტრუქტორებს გადასცეს და დაეხმაროს მათ რეალურ სამუშაო გარემოში დამოუკიდებლად მუშაობისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებაში.




სხვა ლექტორები
ყველა ლექტორი

სასურველი კურსები