0
მენიუ
banner banner

UI/UX დიზაინი ციფრულ სამყაროში




Video thumbnail

📌 13 თებერვალს, 20:00 საათზე, გიწვევთ უფასო ლექციაზე: ,,UI/UX დიზაინი ციფრულ სამყაროში''

✨ ლექციას ჩაატარებს დავით კოხრეიძე, ციფრული სააგენტო Smart Web-ის UI/UX დიზაინერი, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს

ვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე:

რას მოიცავს UI/UX დიზაინი ციფრულ და რეალურ სამყაროში
✨ როგორია UI/UX დიზაინერის როლი და რა პასუხისმგებლობები აქვს მას

✨ რა მოლოდინები და შესაძლებლობები არსებობს დასაქმებასთან დაკავშირებით

✨ ლექციის ბოლოს გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმი და მოვისმენთ კითხვებს მსმენელებისგან


დარეგისტრირდი ონლაინ შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული 

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



სხვა კურსები

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.
Motion Design - After Effects

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.
პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.
მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ. სწორედ ამიტომ, კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და მაღალკონკურენტუნარიანს გახდის. კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.
პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.
HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შესძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად.
MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.
სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი

სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი

კურსის მიზანია მოამზადოს ედვერთაიზერი, რომელიც დაგეგმავს სარეკლამო სტრატეგიას სოციალური მედიისთვის, შექმნის სხვადასხვა ტიპის რეკლამას წამყვან სოციალურ არხებში და გააანალიზებს და გააუმჯობესებს შედეგებს.

ყველა კურსი

სასურველი კურსები