მენიუ

მენეჯერი, როგორც მთარგმნელი: რა არის პროდუქტის მარკეტინგი და რას აკეთებს პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი

მენეჯერი, როგორც მთარგმნელი: რა არის პროდუქტის მარკეტინგი და რას აკეთებს პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი

სანამ სტატიაში ჩაიძირები...

სულ ერთი წუთით დაფიქრდი - რა ასოციაციას გიჩენს ფრაზა „პროდუქტის მარკეტინგი“?

თუ მარკეტინგის კუთხით მუშაობ, ნამდვილად უნდა იცოდე, რას ნიშნავს ეს. 

მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის მარკეტინგი პროფესიონალური ტერმინია, ბევრისთვის მისი მნიშვნელობა ბუნდოვანია. პროდუქტის მარკეტინგის ფუნქცია კომპანიის მარკეტინგისგან განსხვავებულია.

ანუ? რა არის პროდუქტის მარკეტინგი?

პროდუქტი კომპანიისთვის ის უნიკალური ღირებულებაა, რომელიც მას კონკურენტებისგან განასხვავებს. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტის შექმნა, განვითარება და გავრცელება სჭირდება, თანამედროვე ბიზნესში გაჩნდა საჭიროება რგოლისა, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს პროდუქტს, ასტიმულირებს და ქმნის მის უნიკალურ ღირებულებას. 

პროდუქტის მარკეტინგი ესაა პროდუქტის ბაზარზე გატანისა და მისი პროდუქტიულობის ზრდის პროცესი. 

რას აკეთებს პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი?

ნებისმიერი კომპანიის საბოლოო მიზანია შექმნას პროდუქტი, რომელსაც ბევრი მომხმარებელი ეყოლება. ეს კი შესაბამისი პროდუქტისა და ბაზრის პოვნას მოითხოვს. Ამ თამაშში პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერები მთავარ როლს ასრულებენ. მათი პასუხისმგებლობა პროდუქტის იდეიდან იწყება, მისი გაყიდვაში ჩაშვებით გრძელდება და ბოლო მათგანის გაყიდვით სრულდება. 

მენეჯერები პროდუქტს ასტიმულირებენ. მის ეფექტურად წარსადგენად ორიენტირებულნი არიან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: მომხმარებელთა განვითარება, კონკურენციის ანალიზი, ფასები, პოზიციონირება, სწორი გზავნილების გაკეთება და პროდუქტის გაშვების გეგმის შედგენა.

პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი პასუხისმგებლობებია:

  • მომხმარებლის გაცნობა და ბაზრის განსაზღვრა;
  • პროდუქტის პოზიციონირება და გზავნილების გაკეთება;
  • ბაზარზე გასვლის გეგმა;
  • მომხმარებლის პერსონაზე მუშაობა;
  • გაყიდვების გუნდთან ერთად პროდუქტის ფასების სტრატეგიისა და სტრუქტურის შემუშავება; 
  • პროდუქტის საგზაო რუკის ე.წ Roadmap-ის შემუშავება და მართვა;
  • პროდუქტის უკუკავშირის მართვა;
  • მოგება / წაგების ანალიზის ჩატარება;
  • კონკურენტული კვლევის ჩატარება;
  • მომხმარებელთა გამოკითხვების განხორციელება და შემდეგ ანალიზი;
  • გაყიდვებისა და მარკეტინგის ინსტრუმენტების შექმნის მეთვალყურეობა;
  • შედეგების შეფასება, სტრატეგიის განმეორება ან შეცვლა და გაუმჯობესება.

ნაკლებად ლოგიკური, მაგრამ მხატვრული გზაა პროდუქტი წარმოვიდგინოთ, როგორც ამბავი, პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი - როგორც მთარგმნელი. ამ ტიპის თარჯიმნობა ჩვეულებრივი ამბების მთხრობელისგან განსხვავდება, მას სპეციფიკური ცოდნა და უნარები სჭირდება, რასაც სმარტ აკადემიის კურსზე - „პროდუქტის მარკეტინგი“ დეტალურად შეისწავლი. კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

  • შექმნა ღირებული პროდუქტი მომხარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
  • შეტყობინებებისა და პოზიციონირების ჩარჩოების შექმნა, რომლებიც პროდუქტს გამოარჩევს კონკურენტებისგან;
  • აქციო პროდუქტის მარკეტინგის როლი კომპანიის მნიშვნელოვან ნაწილად;
  • დაინახო სრული პროდუქტი ადრეული დაგეგმვიდან იდეის განხორციელებამდე;
  • იმუშაო ყველა სტრატეგიულ დეპარტამენტთან და დაამყარო სწორი კომუნიკაცია;
  • პროდუქტის გაშვებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

კურსზე მიღება უკვე დაწყებულია და სულ რამდენიმე ადგილია დარჩენილი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე აქ

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

სხვა სტატიები

ყველა სტატია