სოციალური მედია მარკეტინგი - დალი დავითაძე კურსის შესახებ
დალი დავითაძემ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა სოციალური მედია მარკეტინგის კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორ გაიგე კურსის შესახებ და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?
ამ კურსის შესახებ გავიგე Facebook-ის საშუალებით. სოციალური მედია საშუალებას გვაძლევს დისტანციურად ვიმუშაოთ, რაც, ვფიქრობ, ძალიან კომფორტულია, ამიტომ გადავწყვიტე კურსზე დარეგისტრირება. ამას პლუს, სოციალური მედია მარკეტინგი ძალიან მრავალფეროვანი სფეროა.
გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?
დღესდღეობით ვმუშაობ საბანკო სფეროში. ვფიქრობ, ახალი პროფესია მომცემს განვითარების საშუალებას - შემეძლება ვიმუშაო სახლიდან გაუსვლელად. კურსმა მოლოდინები ნამდვილად გაამართლა: შევიძინე რეალურად გამოსადეგი და პრაქტიკული უნარები, რომლებმაც უკვე მომცა საშუალება ჩავრთულიყავი მცირე პროექტებში. მომწონს ახალი პროფესიის მრავალფეროვნება და ვფიქრობ, აუცილებლად გამოვიყენებ სმარტ აკადემიაში მიღებულ ცოდნას.
როგორ ფიქრობ, კურსის განმავლობაში რა უნარები გამოიმუშავე, რომლებიც დაგეხმარება გახდე წარმატებული სოც. მედია მარკეტერი?
კურსზე ვისწავლე კონტენტ-მარკეტინგი და ის, თუ როგორ გავაერთიანო ხარისხიანი და მიზნობრივი კონტენტი, რომელიც შეესაბამება ბრენდის იდენტობასა და აუდიტორიის ინტერესებს.
რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?
ყველა თემა გამორჩეული იყო.
გაგვიზიარე ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები
ალექსანდრა არის უშუალო, თავისი საქმის პროფესიონალი, ყოველთვის მზად იყო დეტალურად შეესწავლებინა ჩვენთვის როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ნაწილი. კითხვებზე გვპასუხობდა დროულად და ამომწურავად.
რას ურჩევდი მათ, ვინც დაინტერესებულია სოც. მედია მარკეტინგით?
ვურჩევდი სოციალური მედია მარკეტინგის კურსის გავლას სმარტ აკადემიაში. სმარტ აკადემიის გუნდი ბოლომდე, ყველა მხრივ ეხმარება სტუდენტებს კარიერულ წინსვლაში.
კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებული ცოდნას?
კურსის გავლის შემდეგ უფრო მეტი თავდაჯერებით შევთავაზებ კომპანიებს აღნიშნულ მომსახურებას პროფესიულ დონეზე.
როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?
სმარტ აკადემია დამეხმარა ცოდნის გაღრმავებაში და დამანახა საკუთარი შესაძლებლობები. ვინც ეძებს ხარისხიან სასწავლო გარემოს, რომელიც გვთავაზობს პრაქტიკულ ცოდნას და კარიერულ მხარდაჭერას, სმარტ აკადემია საუკეთესო არჩევანია.
სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი.