სოციალური მედია მარკეტინგი - ანა პირველი კურსის შესახებ
ანა პირველმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა სოციალური მედია მარკეტინგის კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორ გაიგე კურსის შესახებ და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?
სმარტ აკადემიის შესახებ თქვენი რეკლამიდან გავიგე Facebook პლატფორმაზე
გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?
ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციის განხრით ჩავაბარე უნივერსიტეტში, თუმცა მივხვდი, რომ სხვაგან ვიყავი. რაღაც დროის გასვლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ პროფესია შემეცვალა და სოციალური მედია მარკეტინგის კურსი გავირე სმარტ აკადემიაში. კურსმა მოლოდინებს მართლაც გადააჭარბა. ჩვენი ლექტორი, ალექსანდრა მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ამომწურავი ინფორმაცია მოეწოდებინა ჩვენთვის.
როგორ ფიქრობ, კურსის განმავლობაში რა უნარები გამოიმუშავე, რომლებიც დაგეხმარება გახდე წარმატებული სოც. მედია მარკეტერი?
კურსის თითოეული ლექცია იყო სიღრმისეული, რაც დამეხმარება ვიყო წარმატებული ჩემს კარიერაში. ამ მცირე დროში შევისწავლე ის, თუ როგორ შევადგინო სწორი და გამართული სოც.მედია სტრატეგია.
რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?
არ შემიძლია გამოვარჩიო ერთი ლექცია, რადგან ყველა საინტერესო იყო.
გაგვიზიარე ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები
როდესაც ცხოვრებაში გინდა რაღაც ახალი პროფესია შეიძინო, უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს იმ ადამიანს, ვინც პირველ ნაბიჯებს გადგმევინებს და ნამდვილად ალექსანდრა არის ის ადამიანი, რომელიც არის თავისი საქმის პროფესიონალი და ნამდვილად გამოირჩევა სტუდენტებთან დადებითი დამოკიდებულებით. მისი ლექციები იყო ძალიან საინტერესო და ყოველთვის მზად იყო ნებისმიერი კითხვისთვის ამომწურავი პასუხი გაეცა. ამ ყველაფრისთვის კი უდიდეს მადლობას ვუხდი მას.
რას ურჩევდი მათ, ვინც დაინტერესებულია სოც. მედია მარკეტინგით?
ვფიქრობ მნიშვნელოვანია გიყვარდეს სოციალურ ქსელებთან ურთიერთობა, რადგან სოც.მედია ხდება შენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი. იყავით თავდაჯერებულები და კრეატიულები.
კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებული ცოდნას?
სოც.მედია მარკეტინგი დღეს ისეთი პროფესიაა, რომელიც ნებისმიერ საქმეში გამოგადგება. მაქვს ჩემი მიზნები, რასაც კურსის დამთავრების შემდგომ იმედი მაქვს აუცილებლად განვახორციელებ.
როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?
ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, რაც მომავალში ძალიან გამომადგება.
სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი.