სოციალური მედია მარკეტინგი - რუსკა პავლიაშვილი კურსის შესახებ
რუსკა პავლიაშვილმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა სოციალური მედია მარკეტინგის კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორ გაიგე კურსის შესახებ და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?
ამ კურსის შესახებ პირველად სოციალური ქსელის საშუალებით გავიგე. თემატურად ძალიან ახლოს იყო ჩემს ინტერესებთან, რადგან ყოველთვის მიზიდავდა მოდა, ბრენდები და სოციალური მედია.
განსაკუთრებით მიმიზიდა იმან, რომ კურსი არ იყო მხოლოდ თეორიული — მასში შედიოდა,როგორც პრაქტიკული დავალებები, ასევე პროექტებზე მუშაობა. დავრეგისტრირდი იმ იმედით, რომ რაღაც ახალს ვისწავლიდი და ზუსტად ასე მოხდა. ვფიქრობ, ჩემი იმედები გამართლდა.
გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?
ჩემი პროფესია თავდაპირველად არ იყო დაკავშირებული მარკეტინგთან ან მოდასთან, მინდოდა რაღაც ახალი და ჩემზე მორგებული გამომეცადა — სწორედ ამიტომ დავრეგისტრირდი ამ კურსზე.
კურსმა გამიმართლა ყველა მოლოდინი: მივიღე პრაქტიკული გამოცდილება, შევიძინე ცოდნა და აღმოვაჩინე, რომ ეს სფერო ნამდვილად ჩემია. ახლა უკვე ვიცი, რომ მარკეტინგი და ბრენდებთან მუშაობა არის ის მიმართულება, სადაც თავს ვხედავ მომავალში.
როგორ ფიქრობ, კურსის განმავლობაში რა უნარები გამოიმუშავე, რომლებიც დაგეხმარება გახდე წარმატებული სოც. მედია მარკეტერი?
ამ კურსის განმავლობაში ყველაზე მეტად გავაძლიერე კრეატიული აზროვნება და სტრატეგიულად ფიქრის უნარი.
რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?
ჩემთვის ყველა ლექცია თავისებურად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.
თითოეულმა თემამ თავისი უნიკალური წვლილი შეიტანა იმაში, რომ ამ სფეროში უკეთ გავერკვიე. მთლიანობაში კურსი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.
გაგვიზიარე ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები
ალექსანდრა ძალიან დადებითი ადამიანია, ყველაფერს მარტივად, გასაგებად და პრაქტიკულად გვიხსნიდა. მისი საუბრის სტილი და გამოცდილება ქმნიდა ისეთ გარემოს, სადაც სწავლა მარტივი და საინტერესო ხდებოდა.
რას ურჩევდი მათ, ვინც დაინტერესებულია სოც. მედია მარკეტინგით?
ვურჩევდი, გაბედონ და დაიწყონ სწავლა!
სოციალური მედია მარკეტინგი არ არის მხოლოდ ლამაზი პოსტები - ეს არის კომუნიკაცია, სტრატეგია და კრეატიულობის გამოხატვის შესაძლებლობა.
კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებული ცოდნას?
ვფიქრობ, დღეს სოც მედია ჩვენი ყოველდღიურობაა. სურვილი მაქვს, ვითანამშრომლო სხვადასხვა კომპანიებთან და უფრო მეტად განვვითარდე.
როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?
სმარტ აკადემია განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს. ჩემთვის აქ გატარებული ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრის მომცემია, რადგან პროფესიულად გავიზარდე.
სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი.