მენიუ
banner banner

სოც. მედია მარკეტინგი - ქეთევან ქათამაძე კურსის შესახებ

სოც. მედია მარკეტინგი - ქეთევან ქათამაძე კურსის შესახებ

ქეთევან ქათამაძემ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა სოციალური მედია მარკეტინგის კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

როგორ გაიგე კურსის შესახებ და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?

კურსის შესახებ გავიგე Facebook-ის საშუალებით.

გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?

ვმუშაობ HR სფეროში, თუმცა შემოთავაზება მივიღე სოც. მედიის მართვის მიმართულებით მეგობრისგან და რადგან ამ სფეროში კარგად არ ვიყავი გარკვეული, გადავწყვიტე რომ საფუძვლიანად შემესწავლა. 

როგორ ფიქრობ, კურსის განმავლობაში რა უნარები გამოიმუშავე, რომლებიც დაგეხმარება გახდე წარმატებული სოც. მედია მარკეტერი?

კურსის განმავლობაში გამოვიმუშავე და დავხვეწე დროის მენეჯმენტისა და ანალიტიკის უნარები.

რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?

ჩემთვის ყველაზე საინტერესო და შემოქმედებითი კონტენტის შექმნის ლექცია იყო. 

გაგვიზიარე ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები

ნათია არის ერთ-ერთი საუკეთესო და ლექტორის ეტალონი. სიამოვნებით გავივლიდი სოც. მედიასთან ახლო მყოფ თემაზე კურსს მისი ხელმძღვანელობით.

რას ურჩევდი მათ, ვინც დაინტერესებულია სოც. მედია მარკეტინგით?

აუცილებლად აიღონ კურსი სმარტ აკადემიაში, რადგან მათ მოლოდინებს გადააჭარბებს პოზიტიური კუთხით.

კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებული ცოდნას?

ჯერ არ დავსაქმებულვარ ოფიციალურად და ანაზღაურებით, თუმცა ჩემ ახლობლებს ვეხმარები გვერდის მართვაში და მიხარია, რომ შედეგებზე გადიან.

როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?

საინტერესო, სასიამოვნოდ რთული და ნაყოფიერი იყო, ღირდა თანხის დახარჯვა.


სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია