სოც. მედია მარკეტინგი - ქეთევან კაცელაშვილი კურსის შესახებ
ქეთევან კაცელაშვილმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა სოციალური მედია მარკეტინგის კურსი, ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორ გაიგე კურსის შესახებ და რამ გიბიძგა, რომ ამ კურსზე დარეგისტრირებულიყავი?
კურის შესახებ მეგობრისგან გავიგე, შემდეგ კი სმარტ აკადემიის საიტზე შევედი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი რა ცოდნა და უნარები შემეძლო შემეძინა. მარკეტინგი და სოციალური მედია ყოველთვის მაინტერესებდა, ამიტომ გადავწყვიტე ამ კუსრის გავლა. გადამწყვეტი ფაქტორი იყო იმ სტრატეგიებისა და ინსტრუმენტების გაცნობა, რომელთა გამოყენებაც ხელს უწყობს ბრენდების წარმატებას სოციალურ მედიაში. გარდა ამისა, ყოველთვის მიტაცებდა ახალი ტექნოლოგიები და ციფრული პლატფორმები, ასე რომ ეს კურსი შესანიშნავი შესაძლებლობა იყო უფრო გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა ამ სფეროში.
გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?
მე ფსიქლოგიის ბაკალავრი ვარ, პროფესიის შეცვლაზე არასდროს მფიქრია, უბრალოდ ვთვლი, რომ მეორე პროფესიის შეძენა არასდროსაა ცუდი იდეა. ვფიქრობ, რომ სოც. მედია მარკეტინგი და ფსიქოლოგია დიდ კავშირშია ერთმანეთთან, ფსიქოლოგიური მიდგომები, ადამიანები და მათი ქცევა პირდაპირ ჯდება იმ სტრატეგიების სტრუქტურაში, რომლებსაც სოც. მედია მარკეტინგი მოიცავს. ამდენად, დამატებითი პროფესიის შეძენა, რომელიც ადამიანის ამ შესაძლებლობებს სხვა ჭრილში ასახავს, ნამდვილად საინტერესო გადაწყვეტილებაა.
როგორ ფიქრობ, კურსის განმავლობაში რა უნარები გამოიმუშავე, რომლებიც დაგეხმარება გახდე წარმატებული სოც. მედია მარკეტერი?
კურსის განმავლობაში ძალიან ბევრი უნარი გამოვიმუშავე ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ბრენდინგი, SEO და Hashtag სტრატეგია, ტრენდები და სწრაფი ადაპტაცია, კრიზისული მენეჯმენტი, Copywriting და Storytelling, Influencer Marketing, მრავალფუნქციური მუშაობის (Multitasking) უნარი, კონტენტის დაგეგმვა- სტრატეგია და მრავალი სხვა რამ, რაც დამეხმარება ვიყო ერთ-ერთი საუკეთესო ამ სფეროში.
რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?
ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო რეკლამირება და ბრენდის კონტენტის კალენდრის შექმნა, სადაც ხდება მიზნობრივი აუდიტორიის სწორად შერჩევა, ასევე ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, სარეკლამო პლატფორმების გამოყენება – Facebook Ads, Instagram Ads, TikTok Ads და სხვა, მრავალფეროვანი ფორმატების გამოყენება – ვიდეო, ფოტო, ბლოგი, ციტატები და მომხმარებელთა გამოხმაურებები, მონაცემების შეფასება და კონტენტის გაუმჯობესება მიღებული შედეგების მიხედვით.
გაგვიზიარე ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები
ლექტორი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით და სოციალური მედია მარკეტინგის პრაქტიკულ ცოდნაზე დაყრდნობილი მიდგომით. ლექციები იყო საინტერესოდ აგებული, რაც საშუალებას გვაძლევდა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მიგვეღო, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც დაგვეგროვებინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი უნარი, დეტალურად აეხსნა მარკეტინგული სტრატეგიები, რეკლამირების სპეციფიკა და კონტენტის კალენდრის დაგეგმვის პროცესები.
ლექტორი მუდმივად იყო ჩართული სტუდენტებთან კომუნიკაციაში. მისი პრაქტიკული მაგალითები და საქართველოში არსებული ტენდენციების განხილვა განსაკუთრებით გამოსადეგი იყო რეალური კამპანიების დასაგეგმად.
რას ურჩევდი მათ, ვინც დაინტერესებულია სოც. მედია მარკეტინგით?
ამ მიმართულებით დაინტერესებულ ადამიანებს ვურჩევ, რომ არასოდეს გაჩერდნენ და მუდმივად იყვნენ მზად განახლებული ტენდენციებისა და ალგორითმების შესასწავლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკაში მიღებული გამოცდილება, რადგან ის რეალურ სამყაროში დაგეხმარებათ. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს მონაცემების ანალიზი და მათი გამოყენება ეფექტური სტრატეგიების შესაქმნელად. თუკი გსურთ, რომ კონკურენტუნარიანი იყოთ, კრეატიული და უნიკალური კონტენტის შექმნა არის გასაღები წარმატებისკენ.
კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებული ცოდნას?
კურსზე მიღებული ცოდნის გამოყენებას აუცილებლად ვაპირებ. ამ ეტაპზე ძიების პროცესში ვარ და ვეძებ სამსახურს ამ სფეროში.
როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?
სმარტ აკადემიაში სწავლა პრაქტიკული და სრულყოფილია, ის გთავაზობთ საჭირო ცოდნას თანამედროვე მარკეტინგულ ინსტრუმენტებსა და ტენდენციებზე. ლექტორები გამოცდილები არიან და ზრუნავენ სწავლის ხარისხზე. ძალიან მომეწონა, რომ კურსი არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ასპექტებსაც მოიცავს, რაც გეხმარება რეალურ სამყაროში სწორი სტრატეგიების დაგეგმვაში. მოკლედ, იდეალური ადგილია მათთვის, ვინც სერიოზულად აპირებს სოციალური მედია მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობას.
სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი აქ.