მენიუ
banner banner

სოციალური მედია მარკეტინგი - ეთია გოგალაძე კურსის შესახებ

სოციალური მედია მარკეტინგი - ეთია გოგალაძე კურსის შესახებ

ეთია გოგალაძემ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა სოციალური მედია მარკეტინგის კურსი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 


როგორ გაიგე კურსის შესახებ და რამ გიბიძგა, რომ სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე დარეგისტრირებულიყავი?

იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური მედია მარკეტინგის მიმართულებით კარიერულ განვითარებას ვაპირებდი, დიდი ძებნის შემდგომ, აღმოვაჩინე ალექსანდრას კურსი. დამაინტერესა, როგორც სილაბუსმა, ასევე სტუდენტების შთაბეჭდილებებმა კურსზე.

გაგვიზიარე შენი ისტორია, რა პროფესია გქონდა, რატომ გადაწყვიტე შეცვლა, ან ახლის შეძენა და გაამართლა თუ არა შენი მოლოდინები?

აქამდე გაყიდვებში ვმუშაობდი 7 წლის განმავლობაში და გამუდმებით ახლის ძიებაში ვიყავი. სოციალური მედია მარკეტინგი გამუდმებით წარმოადგენდა ჩემი ინტერესის სფეროს, აქამდეც მქონდა რამდენიმე კურსი გავლილი ამ მიმართულებით. ალექსანდრას პროფესიონალიზმზე ბევრი რამ გამეგო, შესაბამისად მასზე არჩევანის შეჩერება დიდხანს არ მიფიქრია. მოლოდინები გაამართლა და გადააჭარბა კიდეც.

როგორ ფიქრობ, კურსის განმავლობაში რა უნარები გამოიმუშავე, რომლებიც დაგეხმარება გახდე წარმატებული სოციალური მედია მარკეტერი?

კურსი დაკომპლექტებული იყო, როგორც თეორიული მასალებით, ასევე პრაქტიკული მაგალითებით. გამოვარჩევდი ლექციებს ბრენდ პერსონაზე, რომელიც ძალიან დამეხმარა სამიზნე აუდიტორიის შერჩევასა და მოლოდინების განსაზღვრაში. ასევე საკმაოდ დიდი წილი იყო რეკლამირებაც, რასაც არ ველოდი.

რომელი თემა ან ლექცია იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?

ვიქნები ბანალური და ვიტყვი, რომ ყველა ლექცია მეტ-ნაკლებად ერთმანეთზე უკეთესი გახლდათ. განსაკუთრებით საინტერესო იყო ქოფირაითინგის ნაწილი, დამაფიქრა, რამდენად დიდი ძალა აქვს მარკეტინგში სიტყვებს.

გაგვიზიარე ლექტორის შესახებ შთაბეჭდილებები

ალექსანდრა არის ძალიან თანმიმდევრული, მისი თითოეული ლექციიდან ჩანს, რომ ძალიან უყვარს და დიდ დროს უთმობს საკუთარ საქმეს. უზადო პროფესიონალიზმთან ერთად ალექსანდრა მიმღებელია ნებისმიერი საკითხის მიმართ. ხშირად გვაქვს ხოლმე ფიქრი - ახლა, რომ რაიმე სისულელე ვთქვა. ალექსანდრა კი, ამ წუხილს სწრაფადვე გვიფანტავს, რადგან როგორც არ უნდა გადმოსცე სათქმელი, სრულებით ესმის რას გულისხმობდი.

რას ურჩევდი მათ, ვინც დაინტერესებულია სოციალური მედია მარკეტინგით?

ვურჩევ, რომ არასდროს გადადოთ მოქმედება, რადგან ცვლილებები იწყება აქ და ახლა. ვერაფერს აირჩევთ მეტად აღმაფრთოვანებელსა და შთამბეჭდავს, ვიდრე ალექსანდრას დაკომპლექტებულ კურსს. არ შეშინდეთ სიახლეების შემეცნებისგან, რადგან ყოველთვის არსებობს გზა, რომელიც ჭეშმარიტებამდე მიგიყვანთ.

კურსის გავლის შემდეგ როგორ გამოიყენებ/იყენებ მიღებული ცოდნას?

სმარტ აკდემიასთან თანამშრომლობის პირველივე დღეს დავიწყე ამ კურსის გავლა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კურსის გავლამდე დავსაქმდი, აღნიშნული ძალიან დამეხმარა აკადემიასთან სწორად თანამშრომლობის განვითარებაში. გამიმარტივა ახალ სფეროში დამკვიდრება და ახლებურად მივუდექი ჩემს საქმეს.

როგორ შეაფასებდი სმარტ აკადემიაში სწავლას?

სმარტ აკადემიაში სწავლა ერთი დიდი თავგადასავალია. ბევრმა თქვენგანმა არ იცის, როგორი შესანიშნავი გუნდი დგას თქვენს უკან. ნებისმიერი საკითხი, რაც სწავლების დროს შესაძლოა წარმოიშვას, მალევე აღმოიფხვრება. ასევე ჩემს გაოცებას იწვევს კარიერული პროგრამა, რომლის მთავარი მიზანია, კურსდამთავრებულის კარიერაზე და სამსახურეობრივ პრაქტიკებზე ზრუნვა. სმარტ აკადემია არის და იქნება საუკეთესო გზა განათლებისა და შემეცნებისთვის.


თუ შენც დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, შემოგვიერთდი კურსზე:

სოციალური მედია მარკეტინგი

სხვა სტატიები

ყველა სტატია