0
მენიუ
banner banner

რა არის Crowdfunding?

რა არის Crowdfunding?

უამრავი სტარტაპერი ეძებს ფინანსურ რესურსებს ახალი პროექტების განსახორციელებლად. თუმცა, ტრადიციული დაფინანსების მოპოვების წყაროები, როგორიცაა ბანკები, ფონდები ან სხვადასხვა ბირჟები, ხშირად რთულად ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით მაშინ, როცა იდეა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. სწორედ ასეთ სიტუაციაში ჩნდება crowdfunding - ხალხის მიერ დაფინანსების ინოვაციური მოდელი, რომელიც სწრაფად იზრდება და პოპულარობას იძენს მსოფლიოში.

რა არის Crowdfunding?

Crowdfunding (სახალხო დაფინანსება) - ესაა პრინციპი, რომელიც ეხმარება ადამიანებს იდეებითა და ინოვაციებით მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების განსახორციელებლად. Crowdfunding პლატფორმებზე იდეის ავტორებს შეუძლიათ თავიანთი პროექტების გასაჯაროვება და საზოგადოებისგან პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება. Crowdfunding-ის პლატფორმები, როგორიცაა Orbelianimeti, Kickstarter, Indiegogo, და სხვა, ამ პროცესის გასამარტივებლად და დამფინანსებლებთან დაკავშირებისთვის გამოიყენება.

როგორ მუშაობს Crowdfunding?

Crowdfunding-ის მექანიზმი საკმაოდ მარტივია:

  • იდეის წარდგენა: პროექტის ავტორი აღწერს საკუთარ იდეას, მიზანს, რატომ სჭირდება ფინანსური დახმარება და რა შედეგებს მიაღწევს წარმატების შემთხვევაში.
  • სამიზნე თანხის განსაზღვრა: აუცილებელია, განსაზღვრო თანხა, რომელიც საჭიროა პროექტის წარმატებით დასრულებისთვის.
  • დონორების მოზიდვა: პროექტის მხარდაჭერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია იდეით და სურს დაეხმაროს მას რეალიზებაში. ხშირად, პროექტის მხარდაჭერის სანაცვლოდ, შემომწირველები იღებენ სხვადასხვა ჯილდოს, როგორიცაა პროდუქტის ადრეული ვერსია, ექსკლუზიური კონტენტი ან სხვა.
  • ფინანსების შეგროვება: პლატფორმებზე დაფინანსება ძირითადად წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში ხდება. თუ ამ დროს მარკეტინგული ძალისხმევა და ინტერესები გაერთიანდება, სახალხო დაფინანსების კამპანიაც წარმატებით დასრულდება.

Crowdfunding-ის ტიპები

არსებობს crowdfunding-ის რამდენიმე ძირითადი ტიპი, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებზეა ორიენტირებული:

  • დონაციაზე დაფუძნებული: პროექტის მხარდამჭერები სანაცვლოდ არაფერს ელიან ხოლმე. ეს მეთოდი გამოიყენება, ძირითადად, სოციალურ პროექტებში ან საქველმოქმედო კამპანიებში.

  • ჯილდოზე დაფუძნებული: დამფინანსებლები იღებენ საჩუქრებს ან შეღავათებს (მაგალითად, პროდუქტზე ადრეული ხელმისაწვდომობა).

  • საინვესტიციო: დამფინანსებლები პროექტიდან წილს იღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფაქტობრივად ინვესტორები ხდებიან.

  • სესხზე დაფუძნებული: დამფინანსებელი პროექტს/სტარტაპს მხარს უჭერს ფინანსური რესურსით, სტარტაპის წარმატებით განხორციელების შემდეგ კი დამფინანსებელი სრულად იბრუნებს მის მიერ გაცემულ თანხას.

Crowdfunding-ის სარგებელი

Crowdfunding არა მხოლოდ ფინანსების მიღების გზა, არამედ ბრენდის ცნობადობის ამაღლების, მარკეტინგული კამპანიის წარმოების და ხალხთან პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალებაა. წარმატებული კამპანია ხშირად ქმნის პირველ მომხმარებელთა ბაზას და პროექტის ირგვლივ ინტერესს აღვივებს.

Crowdfunding ახალი შესაძლებლობების გზაა, რომელიც ეხმარება არა მხოლოდ ფინანსების მოპოვებაში, არამედ საზოგადოებასთან კავშირების დამყარებაში. სწორად დაგეგმილი და განხორციელებული კამპანია შეიძლება თქვენი პროექტის წარმატების გასაღები გახდეს.

გაეცანი და მხარი დაუჭირე ჩვენს იდეას ორბელიანი მეტის პლატფორმაზე


თუ თქვენც გაქვთ იდეა და Crowdfunding კამპანიის დაწყებას აპირებთ, მაშინ გვადევნეთ თვალი და დაელოდეთ საინტერესო რჩევებს 🥰

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები