"კურსი სფეროს სრულყოფილ გააზრებაში დამეხმარა, მარტივად გამატარა ის საკითხები, რომლებიც ადრე რთულად მეჩვენებოდა" - ნანა დუმბაძის შთაბეჭდილება
ნანა დუმბაძემ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა Front-End დეველოპმენტის კურსი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
Front-End დეველოპმენტით დაახლოებით 2 წლის წინ დავინტერესდი, სფეროს შესწავლის ინსპირაცია თანამშრომელი დეველოპერები იყვნენ. თავდაპირველად, საკუთარი ძალებით, ონლაინ რესურსებით, ვცდილობდი დაწყებას და სწავლის პროცესში მივხვდი, რომ ჩემს სქილებში და გემოვნებაში ეს სფერო ჯდებოდა.
რას იტყვი FRONT END დეველოპმენტის კურსის შესახებ?
სმარტ აკადემიაში გავლილი კურსის შესახებ მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა. აქ კურსის გავლამდე, როგორც უკვე ვთქვი, ონლაინ რესურსებით ვსწავლობდი, თუმცა სანამ თქვენთან არ გავიარე კურსი, მანამდე იმ ლოგიკას ვერ ჩავწვდი, რომელიც ამ სფეროს გასაღები იყო. კურსმა ზუსტად ეს გასაღები მომცა და გამიხსნა კარი, რომ უფრო მეტი და მეტი გამეგო ამ სფეროზე და შემესწავლა ის.
კურსი სფეროს სრულყოფილ გააზრებაში დამეხმარა, მარტივად გამატარა ის საკითხები, რომლებიც ადრე რთულად მეჩვენებოდა.
კურსის მსვლელობისას უამრავი პრაქტიკული დავალება შეასრულე, რომელს გამოარჩევდი?
ყველაზე მეტად გამოვარჩევდი დავალებას, სადაც ბინების ყიდვა/გაყიდვის ვებგვერდი უნდა აგვეწყო. ვიტყოდი, რომ ჩემი პირველი და ყველაზე საინტერესო პროექტი იყო, რადგან მობილურის ვერსიაც უნდა გაგვეკეთებინა და არ იყო ეს მარტივი საქმე. სირთულეები მიყვარს და ამიტომაც დამამახსოვრდა ეს პროექტი. 2 დღე დამჭირდა გვერდის ასაწყობად. შექმნის მომენტში მქონდა ნეგატიური ფიქრებიც, რომ ვერ შევძლებდი, ჩემს ძალებს აღემატებოდა და არ მქონდა ჯერ საკმარისი ცოდნა, მაგრამ საბოლოოდ კოდებს შორის ჯაჭვი გადავაბი ისე, რომ ზუსტად ის გამოსულიყო, რაც დავალებაში გვქონდა მოცემული. პროგრამირებაშიც ეს მომწონს, წვალება გვიწევს შედეგისთვის, მაგრამ შედეგი ყოველთვის ამართლებს. საბოლოო ჯამში, კარგი ნამუშევარი გამომივიდა.
მოგვიყევი ფინალური პროექტის შესახებ
ფინალური პროექტი იყო ჩვენი რეზიუმეს ვებგვერდის აწყობა. ამ ვებგვერდის შექმნამ პრაქტიკა გამიღრმავა ანიმაციების გაკეთებაში. რაც უფრო დინამიკური იყო ვებგვერდი, მით უფრო ვხვდებოდი, რომ შემეძლო უკეთესი და უფრო რთული პროექტებიც ამეღო. ახლა ბექენდს შევეჭიდე და საერთაშორისო პროგრამით გავდივარ კურსს.
როგორ გამოიყენებ დაგროვებულ ცოდნას მომავალში?
მიღებული ცოდნის გამოყენებას ვაპირებ ჩემს კარიერაში, მინდა Front-End დეველოპერი გავხდე და თუ Back-End-საც ისე ავუღებ ალღოს, როგორც ფრონტს მაშინ Full stack-ობასაც შევეჭიდები.
რით არის გამორჩეული FRONT-END დეველოპერის პროფესია?
პირადად ჩემთვის, Front-End მხოლოდ ვიზუალის აწყობა არაა ვებგვერდზე. კოდის წერის ხელოვნება იმდენად სასიამოვნოა, იმდენად კარგი გრძნობაა, სულ ნულიდან დაწყება და შემდეგ საბოლოო შედეგის დანახვა. მომწონს ის ფაქტი, რომ ვებგვერდზე ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. ასევე, გამორჩეულია, რადგან ყველასთვის გასაგები პროფესია არაა და ამიტომ უნიკალური და განსხვავებულია სხვა პროფესიებისგან.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიის ძალიან მადლიერი ვარ, რადგან უმაღლეს დონეს დებთ. ორიენტირებულები ხართ სტუდენტებზე და არაფერს იშურებთ, რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ ჩვენს კარიერაში და ეს ყველაფერი ძალიან დასაფასებელია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის.
დარეგისტრირდი FRONT-END DEVELOPMENT-ის კურსზე აქ.